იულიუსის კალენდრით:
16 მარ. 2024 წ.

პარასკევი
გრიგოლის კალენდრით:
29 მარ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ ამბროსი აღმსარებლის (ხელაია), პიმენ სალოსისა და ანტონი მესხის ხსენებას!



სარჩევი

ლოცვა ბოროტისაგან დასახსნელი

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, გვიჴსენ ჩვენ მოახლებულისა ღმრთივშერისხულისა და ბოროტისა ეშმაკისა ანტიქრისტეს ხიბლისაგან და ყოველთა მისთა მაცდურებისაგან. დაიფარე ჩვენი სულიერი მამა, მოძღუარი (სახელი) და ჩვენ ყოველნი სულიერნი შვილნი მისნი და ყოველნი მახლობელნი ქრისტეანენი ყოვლისაგან ვერაგისა ანტიქრისტეს და ყოველთა მისთა საცდურთაგან და ნუ მოგვცემ ჩვენ, უფალო, რათა გვეშინოდეს ეშმაკისა ჩვენზედა მოწევნულისა ამაოჲსა შიშისაგან უმეტეს შიშისა ღმრთისა, რათა არა განგიდგეთ შენ და წმიდასა შენსა მართლმადიდებელსა ეკლესიასა. მოგვეც ჩვენ, უფალო, ძალა წამებად და სიკუდილად სახელისათჳს შენისა და წმიდისა შენისა მართლმადიდებელისა ეკლესიისათჳს და არა მივიღოთ ბეჭედი იგი ანტიქრისტესი და არა თაყუანის-ვსცეთ მას. არამედ მოგვეც ჩვენ, უფალო, დღე და ღამე ცრემლნი ცოდვათა ჩვენთათჳს და შეგვიწყალენ ჩვენ დღესა მას საშინელსა სამსჯავროჲსა შენისასა. ამინ!


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო