იულიუსის კალენდრით: 2 სექ. 2024 წ. |
✠ კვირა |
გრიგოლის კალენდრით: 15 სექ. 2024 წ. |
ლოცვა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის „დაულევნელი ბარძიმი“-ს წინაშე
(ბარძიმი შეუსმელი)
მეოხია, ლოთობისა და ნარკომანიის დასაძლევად.
ჵ, ყოვლად-მოწყალეო დედუფალო! შენსა მფარველობასა შეუვრდებით, ლოცვათა ჩვენთა ნუ უგულებელსყოფ, არამედ მოწყალებითა შენითა შეისმინე ჩვენი, ცოლთა, შვილთა და დედათა, და მემთვრალეობისა სასტიკითა სენითა შეპყრობილნი და მით დედისა მათისა, ქრისტეს ეკლესიისა და სულის ჴსნისაგან განშორებულნი ძმანი და დანი და მონათესავენი ჩვენნი განჰკურნენ.
ჵ, მოწყალეო დედაო ღმრთისაო, შე-რა-ეხე ესე გულთა მათთა, მსწრაფლ აღადგინე ცოდვითა დაცემულნი და მჴსნელი მოთმინება მიჰმადლე.
ევედრე ძესა შენსა, ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა, რათა შეგვინდოს ჩვენ შეცოდებანი ჩვენნი და არა გარემიაქციოს წყალობა თჳსი ერისაგან თჳსისა, არამედ განგვამტკიცოს ჩვენ სიფხიზლესა და უბიწოებასა შინა.
ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო, მიითვალე ვედრება დედათა, ძეთა თჳსთათჳს ცრემლთა დამთხეველთა; ცოლთა, ქმართა თჳსთათჳს მგოდებელთა; შვილთა, ობოლთა და გლახაკთა გზა-აბნეულად დატევებულთა; და ჩვენ ყოველთა, წმიდასა ხატსა შევდრომილთა, და ჰყუენ, რათა ლოცვითა შენითა, გოდება ესე ჩვენი მიეახლოს საყდარსა მაღლისა ღმრთისასა.
დაგვიცევ და დავგიფარენ ჩვენ ბადეთაგან მაცდურისა და მტერისა ჩვენისა ყოველთა მზაკვრობათაგან, ხოლო საშინელსა ჟამსა სულისა ჩვენისა განსვლისასა, შეგვეწიენ მშჳდობით განსლვად ჰაერთა საზვერეთასა. ლოცვითა შენითა გვიჴსენ ჩვენ საუკუნო სასჯელისაგან, რათა გვფარვიდეს ჩვენ წყალობა ღმრთისა, დაუსრულებელთა საუკუნეთა მიმართ. ამინ!
თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად