იულიუსის კალენდრით:
14 ივლ. 2024 წ.

შაბათი
გრიგოლის კალენდრით:
27 ივლ. 2024 წ.
მინი ვერსია



სარჩევი

ლოცვა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისადმი „ცოდვილთა ჴელის-ამპყრობელი“

მეოხია, ცოდვებისაგან შეპყრობილი სულებისა;
ყოველგვარი სასოწარკვეთილების, უიმედობისა და სულიერი მწუხარებისა.

ცოდვილთა ჴელის-ამპყრობელი

ტროპარი, ჴმა 4

აწ დაყუდნების მწუხარებაჲ ყოველი და შიში სასოწარკუეთილებისაჲ განქარდების, შემუსვრილებითა გულისათა ნუგეშის-იცემინ ცოდვილნი და სხივი ზეციურისა სიყუარულისა გარდამოეფინების მათ ზედა: დედაჲ ღმრთისა განგვიპყრობს მხსნელსა ჴელსა თჳსსა დღესა ამას და ყოვლადწმიდითა ხატითა თჳსითა განგუასწავლის: მე ვარ ჴელის-ამპყრობელი ცოდვილთა წინაშე ძისა ჩემისა, რომელმან კადნიერ მყო მე, რათა ვედრებისა ჩემისა ისმინოს მარადჟამს და ჩვენცა მრავლითა თანანადებითა ჩვენითა დამძიმებულნი შეუვრდებით წმიდასა ხატსა მისსა და ცრემლით ვხმობთ ესრეთ:

შუამდგომელო ყოვლისა ქუეყანისაო, ჴელის-ამპყრობელო ცოდვილთაო, დედობრივითა ლოცვითა შენითა ევედრე მხსნელსა ყოველთასა, რათა ღმრთაებრივი კაცთმოყუარებითა თჳსთა დაჰფაროს ცოდვანი ჩვენნი და სამოთხისა ბჭენი განგვიხუნნეს. რამეთუ შენ ხარ მეოხებაჲ და ცხორებაჲ ყოველთა ქრისტეანეთაჲ.

ლოცვა 1

ჵ, დედუფალო უფროსადკურთხეულო, მფარველო ქრისტეანეთა ერისაო, ნავთსაყუდელო და ცხორებაო ყოველთა შენდა მოლტოლვილთაო, უწყი, ჭეშამრიტად უწყი, რამეთუ ბოროტად შევცოდე, ყოვლადმოწყალეო დედუფალო, და განვარისხე ძე ღმრთისა შენ მიერ ჴორცითა შობილი და უწიანრესცა ჩემსა მრავლითა სახითა განარისხნეს კეთილნაწლეობა მისი ყოველთა: მეზუერეთა, მეძავთა და სხვათა ცოდვილთა, რომელთა სინანულისა და აღსარებისა მიერ მიემადლათ მიტევებაჲ ცოდვათა: ამისთჳსცა წინაშე თუალთა მოწყალისა ხატისა შენისათა წარვადგენ ყოველთა ცოდვათა სულისა ჩემისათა და მხოლოსა ღმრთაებრივსა მოწყალებასა მინდობილნი, სინანულით შევრდომილი შენსა სახიერებასა, კადნიერად გევედრებით: ჵ, ყოვლადმოწყალეო დედუფალო, მიპყარ ჴელი შენი და ევედრე ძესა დედობრივითა და წმიდითა ლოცვითა შენითა შენდობად მძიმეთა ბრალთა ჩემთათა. მრწამს და აღვიარებ, რამეთუ იგი, რომელ შენგან იშუა, პირმშო შენი არს ჭეშმარიტად ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისა, მოსრული განსჯად ცხოველთა და მკუდართა ყოველთა საქმეთა მათთაებრ. მრწამს მერმეცა და აღგიარებ ჭეშმარიტად დედად ღმრთისად, მოწყალებისა წყაროო, მტირალთა ნუგეშინისმცემელო, ცოდვილთა მომძიებელო, ღმრთისა მიმართ ძლიერო და დაუცადებელო მეოხო ყოველთაო. ქრისტეანთა ერისა მოყუარეო და ცოდვილთა სინანულად მომყუანებელო, ჭეშმარიტად! არა არს კაცთათჳს შეწევნა და საფარველ თჳნიერ შენსა, დედუფალო მოწყალებისაო და რომელ დასდებს სასოებასა შენ ზედა და შენითა მეოხებითა შეუვრდების ძესა შენსა, არსადა დატევებულ იქმნების. ამისთჳსცა გევედრები შენსა აურაცხელსა მოწყალებასა, ნუ განმაგდებ მე - არაწმიდასა, ნუ უგულებელს-ჰყოფ შეურაცხსა ვედრებასა ჩემსა, ნუცა დამიტევებ მე უბადრუკსა, რამეთუ წარმწყმედელი მტერი ბოროტი დანთქმად მეძიებს მე, არამედ ევედრე ჩემთჳს შენ მიერ შობილსა მოწყალესა ძესა და ღმერთსა შენსა, მომიტევნეს ბოროტნი ცოდვანი ჩემნი და წარწყმედისაგან მიხსნეს მე, რათა მის მიერ ცხოვნებული უგალობდე და ვადიდებდე განუზომელსა მოწყალებასა ღმრთისასა და შენსა მისსა მიმართ ურცხუენელსა მეოხებასა - ცხორებასა ამას და დაუსრულებელთა საუკუნეთა. ამინ!

ლოცვა 2

ვისა მომართ ვხმობდე ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, ვისა უგალობდე ჟამსა განსაცდელისასა, არა თუმცა შენ, დედუფალო ცათაო?! ვინა სადა შეიწყნარნეს ცრემლნი ჩემნი და სულთქმანი ჩემნი, ვინა სადა მსწრაფლ ისმინნეს, არა თუ შენ ჴელის-ამპყრობელო ყოვლადსახიერო, ყოველთა ჩვენთა სიხარულთა სახარულევანო. შეისმინენ აწინდელნიცა შენდა მომართ გალობანი და ლოცვანი ჩემნი და მექმენ მე დედად და მფარველ და სიხარულითა შენითა აღმავსე მე. განაგე ცხორებაჲ ჩემი, ვითარცა გნებავს და ვითარცა უწყი. საფარველსა ქუეშე შენსა დავსდებ ყოველსა ზრახვასა ჩემსა და ცხორებასაცა. და ყოველთა თანა სიხარულით გიგალობ შენ: გიხაროდენ, მიმადლებულო, გიხაროდენ, სახარულევანო, გიხაროდენ, უფროსადკურთხეულო, გიხაროდენ, უფროსად განდიდებულო საუკუნითაგან, ამინ!


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო