იულიუსის კალენდრით: 1 ოქტ. 2024 წ. |
✠ ორშაბათი |
გრიგოლის კალენდრით: 14 ოქტ. 2024 წ. |
ლოცვანი „ილინ-ჩერნიგოვის“ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის მიმართ
მეოხია, დამბლის, ყვავილის, ფეხის ტკივილისაგან განსაკურნებლად;
ბოროტ ძალთა თავდასხმისას და მოულოდნელი სიკვდილისაგან დასაცავად.
ტროპარი, ჴმა 4
ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, მეოხო ყოველთა ქრისტეანეთაო, არა არს ჩვენდა სასო თვნიერ შენსა, ყოვლადუხრწნელო დედუფალო ჩვენო, ღმრთისმშობელო, დედაო ქრისტეს ღმრთისა ჩვენისაო, შემიწყალე და განმათავისუფლე ყოველთა ცოდვათა ჩემთაგან და ძესა შენსა და მოწყალესა ღმერთსა ჩვენსა ევედრე, რათა შეიწყალოს მოწყლული სული ჩემი, მიხსნას საუკუნოჲსა საშჯელისაგან და ღირს მყოს მე თვსსა სასუფეველსა.
ლოცვა
ჵ, ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, ზეცისა სძალო, შემიწყალე და მაცხოვნე ცოდვილი ესე მონაჲ შენი ცილისწამებისაგან, ყოვლისა განსაცდელისა და ზედამოსვლისა და მოულოდნელისაგან სიკუდილისა. მიცევ მე ჟამსა შუადღისასა, მწუხრისა ჟამსა და ცისკარსა დამიცევ მე: დამიფარე მდგომარჱ და მჯდომარჱ და ყოველსა გზასა ზედა მავალი და ღამესაცა ყოველსა, ძილსა შინა მყოფი დამიფარე და მეოხ მექმენ. დამიცევ მე, დედუფალო ღმრთისმშობელო, ყოველთა მტერთა ჩემთაგან, ხილულთა და უხილავთა და ყოვლისაგან ბოროტისა ვითარებისა. ყოველსა ადგილსა და ყოველსა ჟამსა მექმენ მე, დედაო კურთხეულო, ზღუდე უბრძოლველი და მტკიცე შუამდგომელი. ჵ, ყოვლადწმიდაო დედუფალო, ქალწულო ღმრთისმშობელო, შეიწირე ესე უღირსი ლოცვანი ჩემნი და დამიცევ მე უცნაურისა სიკუდილისა და უკანასკნელსა მას ჟამსა მომმადლე მე სინანული. ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩვენ. გამოშჩნდი შენ მფარველ ყოვლისა ცხორებისა ჩემისა, ყოვლადწმიდა, მიჴსენ მე ეშმაკთაგან ჟამსა სიკუდილისა ჩემისასა. და მშვიდობით განმისუენე მე. მოწყალებასა შენსა მოვილტვით, ღმრთისმშობელო ქალწულო, ვედრებასა ჩვენსა ნუ უგულებელს-ჰყოფ, არამედ განსაცდელისაგან გვიჴსენ ჩვენ მხოლოო წმიდაო და კურთხეულო. ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩვენ.
თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად