იულიუსის კალენდრით:
14 ივლ. 2024 წ.

შაბათი
გრიგოლის კალენდრით:
27 ივლ. 2024 წ.
მინი ვერსია



სარჩევი

ლოცვა ჩერნიგოვ-გეთსიმანიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისადმი

მეოხია, ეშმაკეულთა და თვალების დაავადების განკურნებისა.

ჩერნიგოვ-გეთსიმანიის ღმრთისმშობელი

ტროპარი, ჴმა 5

ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, სასოო ყოველთა ქრისტეანეთაო, არა გვაქვს ჩვენ სასოებაჲ თჳნიერ შენსა, ყოვლადუხრწნელო დედუფალო ჩვენო, ქალწულო ღმრთისმშობელო, დედაო ქრისტეს ღმრთისა ჩემისაო, შემივედრე და ყოვლისაგან ბოროტისა მიჴსენ მე და ევედრე მოწყალესა ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა, რათა შეიწყალოს უბადრუკი სული ჩემი და მიხსნეს მე სამარადისოჲსაგან ტანჯვისა და ღირს მყოს თჳსსა სასუფეველსა.

ლოცვა

ჵ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დედაო ქრისტეს ღმრთისა ჩვენისაო, დედუფალო ზეცისა და ქუეყანისაო, ისმინე სულთქმაჲ მრავალვნებულთა სულთა ჩვენთაჲ, გარდამოიხილე მაღლით ჩვენ ზედა, რომელნი სარწმუნოებითა და სიყუარულითა თაყუანის-ვცემთ ყოვლადწმიდასა ხატსა შენსა, რომელნი დამძიმებულნი ცოდვითა და შეპყრობილნი მწუხარებითა ვჭვრეტთ გამოსახულებასა შენსა და მოგიძღუანებთ მდაბალთა ლოცვათა ჩვენთა. არა არს ჩვენდა შემწე, არა არს ჩვენდა მეოხ და ნუგეშინისმცემელ თჳნიერ შენსა, ჵ, დედაო ყოველთა მწუხარეთა და მაშვრალთაო, შეეწიე უძლურებათა ჩვენთა, დააცხრენ მწუხარებანი ჩვენნი, გზაჲ ჭეშმარიტი წარგვიმართენ შეცდომილთა ამათ, განაგრძენ დღენი ცხორებისა ჩვენისანი და სინანულად მოგვიყუანენ, ქრისტეანობითნი აღსასრულნი მომმადლენ და მექმენ ჴელის-ამპყრობელ წინაშე საშინელსა სამშჯავროსა ღმრთისასა, რამეთუ მარადის გიგალობთ, გაკურთხებთ და გადიდებთ შენ, მეოხსა სახიერსა ერისა ქრისტეანეთასა, ყოველთა წმიდათა თანა. ამინ!

ილინ-ჩერნიგოვის ხატის ზუსტი ასლი. დაბრძანებულია ტროიც-სერგიევის ლავრის ახლომდებარე, გეთსიმანიის სკიტის გამოქვაბულში. მას შემდეგ, რაც იგი მთავარანგელოზ მიქაელის ტაძარს შესწირეს, მრავალ სასწაულს აღასრულებს. შემკულია მისგან განკურნებული ადამიანების შემოწირულობებით.


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო