იულიუსის კალენდრით:
10 აპრ. 2024 წ.

სამშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
23 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ ქვაბთახევის მონასტერში წამებულ დედათა ხსენებას!



სარჩევი

ლოცვანი ყოველთა შვიდეულთა დღეთანი შაბათს

მაგ.: „დილის ლოცვანი“-ს შემდგომ, ვკითხულობთ - „ლოცვა ბოროტთა გულისსიტყვათათჳს შაბათს“.
„ძილის წინ“ ლოცვების შემდგომ - „შაბათს ძილის წინ“.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათჳს შაბათს

საყვარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოზთა შეყვარებულო, ჴმა მაღალო ქადაგო ღმრთისმეტყველებისაო, ღირს ქმნილო ძედ წმიდისა ქალწულისა, ძმად ქრისტესა თანაზიარო, საფუძველო საღმრთოჲსა სწავლისაო, ჴმაო სიტყჳსა ღმრთისაო, ძეო ქუხილისაო, მკერდს მიყრდნობილო, ყოვლად ბრძენო, ნეტარო იოანე, ქადაგო სამებისაო! მითხოვე ქრისტესაგან შენდობაჲ ცოდვათა და ხსნაჲ განსაცდელთაგან, განჰსდევნენ ჩვენგან მტერნი ჩვენნი უხილავნი, ვითარცა განჰსდევნე კვინოპ გრძნეული, რამეთუ შენგან ქადაგებულსა ჰშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწდა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

ლოცვა ძილის წინ შაბათს

უფალო! რაოდენიცა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა, გინა სიტყჳთ, გინა საქმით, გინა გონებით, გინა ყოვლითა საცნობელითა, გინა მეცნიერებით და გულისჴმის-ყოფით, შემინდევ მე სახელისა შენისათჳს წმიდისა და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე და წმიდა ანგელოსი შენი გარდამოავლინე მცველად ჩემდა შეგინებისაგან ჴორცთასა და სულისა, და ყოვლისაგანვე ნაგვემისა გვლარძნილისა და განდგომილისა ვეშაპისა და ბნელთა მათ და არა-წმიდათა ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა შენითა, რომელი კურთხეულ ხარ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო