იულიუსის კალენდრით:
14 ივლ. 2024 წ.

შაბათი
გრიგოლის კალენდრით:
27 ივლ. 2024 წ.
მინი ვერსია



სარჩევი

შობას ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობლისა 8 (21) სექტემბერი

შობა ყოვლადწმიდისა

ლოცვა 1.

ჵ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გულმოწყალებითა გარდამოიხილე ჩვენ ცოდვილთა და მდაბალთა ლოცვათა ზედა და ევედრე ძესა შენსა, რათა მოგუმადლოს სულიერი და ჴორციელი სიმრთელჱ ყოველთა შენდა მოლტოლვილთა და ყოველი საჴმარი საუკუნოჲსა და ჟამიერისა ამის ცხოვრებისა ჩვენისათჳს, რათა მოგვიტევოს ყოველნი ცოდვანი ჩვენნი ნებსითნი და უნებლიეთნი და ყოველთა მწუხარებათა და სნეულებათაგან და ყოველთა ზედამოსვლათაგან და ყოვლისა ბოროტისა ვითარებისაგან გვიჴსნას ჩვენ.

ჵ, დედუფალო ჩვენო ყოვლადსახიერო, შეუძვრელო სასოო ჩვენო და მეოხო უბრძოლველო! ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩვენგან, მრავალთა შეცოდებათა ჩვენთათჳს, არამედ განგვიპყარ ჴელი დედობრივისა გულმოწყალებისა შენისა და ნიში კეთილი გარდამოავლინე ჩვენ ზედა. გამოაჩინე მდიდარნი წყალობანი შენნი და კეთილმოსწრაფებითა სახიერებაჲ აჩვენე ყოველსა საქმესა შინა; ყოვლისა საწყისისაგან ცოდვილსა და ბოროტისა ზრახჳსაგან განგუარიდე ჩვენ, რათა ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა სახელსა შენსა და თაყუანისვსცემდეთ პატიოსანსა ხატსა შენსა და ვადიდებდეთ ღმერთსა მამასა და მხოლოშობილსა ძესა მისსა, უფალსა ჩვენსა იესუ ქრისტესა და წმიდასა სულსა, ყოველთა წმიდათა თანა, უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

ლოცვა 2.

ღმრთისა მშობელო დედუფალო, უფროჲსად დიდებულო დედაო უხვებისა და კაცთმოყუარებისაო, გულმოწყალეო მეოხო ყოვლისა სოფლისაო, შევრდომილნი მონანი შენნი, შენისა საღმრთოჲსა შუამდგომლობისა მომართ მოლტოლვილნი და ყოვლადსასწაულმოქმედისა ხატისა შენისა მომართ ლმობიერებითა მხმობელნი გევედრებით შენ: მხურვალებითა ევედრე ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა, ჵ, ყოვლადსაგალობელო დედუფალო, რათა ყოველთა სნეულებათა და მწუხარებათაგან გვიჴსნას ჩვენ შენ-მიერ და ყოველთაგან ცოდვათა განგუანთავისუფლოს ჩვენ და ზეციურისა სამეფოჲსა თჳსისა მემკუიდრედ გამოგუაჩინოს. დიდი და გამოუთქმელი კადნიერებაჲ გაქვს შენ წინაშე მისსა, ვითარცა დედასა და ყოველივე ძალგიძს, რაჲცა გენებოს, მხოლოო სახიერო და კურთხეულო. ამინ!


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო