იულიუსის კალენდრით: 1 ოქტ. 2024 წ. |
✠ ორშაბათი |
გრიგოლის კალენდრით: 14 ოქტ. 2024 წ. |
ტაძრად მიყვანებისას ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა - 21 ნოემბერი (4 დეკემბერი)
ლოცვა
ვისა მიმართ ვჴმობდე, ვისა მიველტვოდე მწუხარებასა შინა ჩემსა, თჳნიერ შენსა, დედუფალო ზეცათაო? ვინ სადა შეისმინოს გოდებაჲ ჩემი და შეიწყნაროს სულთქმანი ჩემნი თჳნიერ შენსა, ყოვლადუხრწნელო სასოო ქრისტეანეთაო და ნავთსაყუდელო ჩვენ ცოდვილთაო? ვინა დაგვიცვას ჩვენ ჭირთა შინა ჩვენთა უმეტესად შენსა? შეისმინე სულთქმანი ჩვენნი და მოჰყავ ყური შენი ჩემდა, დედუფალო და დედაო ღმრთისა ჩემისაო, ნუ უგულებელსმყოფ მეძიებელსა შეწევნისა შენისასა და ნუ გარემიიქცევი ცოდჳლისა ამის ჩემისაგან, დედუფალო ზეცათაო! მასწავენ მე აღსრულებაჲ ნებისა ძისა შენისა და მომმადლე მე წადიერებაჲ, რათა მარადჟამს მივსდევდე წმიდათა მცნებათა მისთა; ნუმცა დამიტევებ მე სულთქმათათჳს ჩემთასა სნეულებასა, შრომასა და ჭირსა შინა, არამედ მექმენ მე დედად და მფარველად სულმოკლესა ამას, დედუფალო ჩემო, ყოვლადსახიერო, მეოხო ყოველთაო, დაჰფარენ შუამდგომელობითა შენითა შეცოდებანი ჩემნი და ხილულთა და უხილავთა მტერთაგან დამიცევ, მოამდოვრე გულნი მბრძოლთა ჩემთანი და ქრისტესმიერითა სიყუარულითა განატფენ იგინი, ხოლო მე უძლურსა ამას მომმადლენ ყოვლადძლიერი შეწევნაჲ შენი ძლევად ცოდვილთა ჩვეულებათა ჩემთა, რათა განწმენდილმან სინანულითა და ქველისმოქმედებრივსა ცხოვრებასა შედგომილმან, ზიარებისათანა წმიდისა ეკლესიისა განვვლო შემდგომნი დღენი ქუეყნიერისა ამის მწირობისა ჩემისანი, წარმომიდეგ მე სასოო ყოველთა ქრისტეანეთაო და განამტკიცე სარწმუნოებაჲ ჩემი საშინელსა ჟამსა სიკუდილისა ჩემისასა. აღამაღლენ ყოვლადძლიერნი ლოცვანი შენნი მრავალმცოდუელისა ამის ჩემისათჳს ცხორებასაცა ამას შინა და ჟამსა განსვლისა ჩემისასა, რათა განმამართლოს მე უფალმან და თანაზიარმყოს მე დაუსრულებელსა სიხარულსა მისსა. ამინ!
თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად