იულიუსის კალენდრით:
14 ივლ. 2024 წ.

შაბათი
გრიგოლის კალენდრით:
27 ივლ. 2024 წ.
მინი ვერსია



სარჩევი

ხარებას ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობლისა 25 მარტი (7 აპრილი)

ხარება

ლოცვა 1.

მიიღე, ყოვლად-კეთილ-მოღვაწეო, ყოვლადწმიდაო დედუფალო, ესე პატიოსანი ძღუენი, შენ მხოლოჲსა-თჳს, ჩვენ მიერ, უღირსთა მონათა შენთაგან, ყოველთაგან ნათესავთა გამორჩეულო, ყოველთაგან არსთა ზეცისათა და ქუეყანისათა უმაღლესად გამოჩინებულო, ამისთჳცა ხოლო შენ მიერ იქმნა უფალი ძალთა ჩვენთანა, და შენ მიერ ძე ღმრთისა ვიცანით ჩვენ, და ღირს-ვიქმნენით წმინდასა ჴორცსა მისსა, და პატიოსანსა სისხლსა მისსა, ამისთჳსცა ნეტარ ხარ თესლითი თესლადმდე ღმრთივ-სანატრელო, ქერუბიმთა უბრწყინვალესო, სერაფიმთა უპატიოსნესო, მხოლოო და აწ, ყოვლად-საგალობელო ღმრთისმშობელო ქალწულო, ვედრებად ჩვენ უღირსთა მონათა შენთათჳს ნუ დასცხრები, რათა ვიჴსნნეთ ჩვენ ყოვლისაგან ზრახვისა ბოროტისა, გარე-მოდგომილისა ვნებისა, დავიცუნეთ უჭირველად ყოვლისაგან შემჭამელისა საფრხისა ეშმაკთასა, არამედ, ვიდრე აღსასრულადმდე, ვედრებითა შენითა დამიცვენ ჩვენ, რათა ენითა შუა-მდგომელობითა და შეწევნითა ცხოვნებულნი, დიდებასა, ქებასა, და მადლობასა, და თაყუანის-ცემასა ყოველსა ზედა, ყოვლისათჳს, სამებისა წმიდისა, და ყოველთა შემოქმედისა აღვავლენდეთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისადმე, ამინ!

ლოცვა 2.

შევრდომილნი შენდა მომართ, ყოვლადწმიდისა ღმრთისა მშობელისა, გევედრებით: ჰხედევ შენ, დედუფალი, თუ ვითარ უსაზღვროდ ვსცოდავ და განვარისხებ ძესა შენსა და ღმერთსა ჩემსა და დაღაცათუ შევინანებ მრავალგზის, კვალად სიცრუჲთა მოვიქცევი წინაშე ღმრთისა და რაჟამს სინანულსა ვესწრაფი, რათა არა ესევითარად დამსაჯოს მე უფალმან, კვალად შემდგომად არამრავალისა ჟამისა უმძიმესსა აღვასრულებ. მხილველი ამის ყოვლისაჲ რაჲსათჳს არა შემიწყალებ მე, დედუფალო ჩემო, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, რაჲსათჳს არა განმამტკიცებ მე და რაჲსათჳს არა მომცემ მე მარადჟამს აღსრულებასა საქმისა კეთილისასა. ამიერჟამითგან მაუწყე ჭეშმარიტად, დედუფალო, თუ ვითარ მოვიძაგნე ბოროტნი საქმენი ჩემნი და შევიყუარო საღმრთოჲ სჯული ღმრთისა ჩემისაჲ ყოვლითა ზრახვითა. არცა ვუწყი, დედუფალო ღმრთისმშობელო, თუ ვითარ ვიქმ და აღვასრულებ საქმეს მას, რომელიცა მძაგს. არამედ, ნუ მიმიშვებ, ყოვლადწმიდაო, ქმნად ნებისა ჩემისა, რომელ უჴმარ არს, არამედ იყავნ ჩემს შორის ნებაჲ ძისა შენისა და ღმრთისა ჩემისაჲ, რათა არღარა ვიქმოდე ბილწებათა ამიერ ჟამითგან და შემდგომსა ჟამსაცა ცხოვებულ ვიქმნე ნებისაებრ ძისა შენისა, რომელსა შუენის ყოველი დიდება, პატივი, თაყუანისცემა და დიდადშუენიერებაჲ დაუსაბამოჲთ მამით მისით და ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით მისითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო