იულიუსის კალენდრით:
3 აპრ. 2024 წ.

სამშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
16 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია



სარჩევი

ლოცვა ყოვლადწმიდისა სამებისადმი, საქართველოს მთლიანობისათვის, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებისათვის

ჵ, ყოვლადწმიდაო სამებაო, ერთარსებაო, მიუწდომელო ძლიერებაო, მამაო ყოვლისამპყრობელო, ძეო მხოლოდშობილო და წმიდაო სულო, ერთო ღმერთო, რომელი ყოვლისა ხილულისა და უხილავისა შემოქმედი ხარ და უფალი, მიზეზო ყოველთა კეთილთაო, მომეც ჩვენ მადლი მოსავთა შენთა, დიდებად და გალობად ყოვლადპატიოსანსა და დიდად შვენიერსა სახელსა შენსა.

სამებაო წმიდაო, სრულებაო ყოველთა არსთაო, მოგვანიჭე ჩვენ მშვიდობა და სიმრთელე მონათა ამათ შენთა, დედისა ღმრთისა წილხდომილისა ერისა, სრულიად საქართველოს მართლმადიდებელთა ქრისტეანეთა, და მას შინა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიწა-წყლის შვილთა, და კვალად აღადგინე ერთობა და მთლიანობა ქვეყნისა ჩვენისა და ღმრთივდაცულობა საზღვართა ჩვენთა.

სამებაო ყოვლადწმიდაო, მიუწვდომელო და გამოუკვლეველო, რომელი მართლმსაჯულებითა შენითა მოაწევ სამართლად რისხვასა ჩვენ ზედა ცოდვათა ჩვენთათჳს, შენ შეგივრდებით და გევედრებით სახიერო უფალო, მოხედე მოწყალებითა და ლმობიერებით აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიწა-წყალსა ზედა მკვიდრსა ერსა ჩვენსა, მრავალგზის კვეთებულსა და შეჭირვებულსა მძლავრებისაგან ბოროტისათა და განამტკიცე და დაიცევ იგი ყოვლისაგან სიკვდილშემოსილისა წყლულებისა, ზედამოსვლისაგან უცხო თესლთასა, ურთიერთმტრობისა, სიძულვილისა და შურისძიებისაგან.

ჵ, ყოვლადსახიერო და მრავალმოწყალეო უფალო, მოგვმადლე ჩვენ განცდა თჳსთა ცოდვათა, ნიჭი და ძალი მიტევებისა და ლმობიერებისა, განრინებად საცდურთაგან ბოროტისათა, რათა ჩვენ ცოდვისაგან დაცემულნი მონანი და მხევალნი შენნი გარნა შეწევნითა შენითა აღმართულნი და მადლობელნი შენნი, გიგალობდეთ შენ, გადიდებდეთ შენ და გევედრებოდეთ:

წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ ღმერთო, შეგვიწყალენ ჩვენ დიდითა წყალობითა შენითა. ამინ!

ჴმა-ტკბილად მხმობარეო ორღანო, ოქროჲსა ნესტვო, მდინარე საღმრთოთა სწავლათაო, მვედრელთა შენთა გვითხოვე ცოდვათა მოტევებაჲ, იოანე ოქროპირო, მეოხ გვეყავ წინაშე სამებისა.


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო