იულიუსის კალენდრით:
14 ივლ. 2024 წ.

შაბათი
გრიგოლის კალენდრით:
27 ივლ. 2024 წ.
მინი ვერსია



სარჩევი

ლოცვანი ღმრთისმშობლის ხატისადმი „დაღრჩობისაგან დამხსნელი“

მეოხია, მეზღვაურთა და ა. შ. ვინც წყლებთან არიან დაკავშირებულნი.

დაღრჩობისაგან დამხსნელი

ლოცვა

შუამდგომელო მხურვალეო, დედაო ღმრთისა მაღლისაო, შენ ხარ შემწე და მეოხ ყოველთა ქრისტეანეთა, რომელნი ჭირსა შინა შთავრდომილ არიან. გარდამოიხილე მაღლით ჩვენზედა, რომელნი სარწმუნოებით თაყუანისვსცემთ ყოვლადწმიდასა ხატსა შენსა. გევედრებით, გარდამოუვლინე, მსწრაფლშეწევნაჲ შენი ყოველთა, რომელნი ზღუასა შინა იჭირვიან. ცხონებაჲ მიჰმადლე მართლმადიდებელთა ქრისტეანეთა ყოველთა, რომელნი წყალსა შინა რღვნით მოსწყდებიან და ყოველთა მლოცველთა ხსნისა მათისათჳს მიანიჭე უხვებაჲ წყალობისა შენისა. რომელნი ხატსა შენსა შევრდომილნი, შენდა ვითარცა მწყალობელისა ჩვენისა მომართ შევსწირავთ ლმობიერთა გალობათა ჩვენთა: არა არს ჩვენდა მწე, არცა შუამდგომელ, არცა ნუგეშინისმცემელ თჳნიერ შენსა, ჵ, დედაო ყოველთა მწუხარეთა და მოგზაურობასა შინა მყოფთაო, შენ ხარ სასო და მეოხი ჩვენი და ყოველსა სასოებასა დავსდებთ შენ ზედა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო