იულიუსის კალენდრით:
15 მარ. 2024 წ.

ხუთშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
28 მარ. 2024 წ.
მინი ვერსია



სარჩევი

დედის ლოცვა შვილთათჳს

ღმერთო, შემოქმედო ყოველთა დაბადებულთაო, შენ ღირს-მყავ მე დედობასა ოჯახისასა, სახიერებამან შენმან მომმადლა მე შვილნი, და კადნიერ ვიქნები თქმად: შენნი არიან იგინი, რამეთუ შენგან აქვთ მყოფობა, და შენ განაცხოველე იგინი სულითა უკვდავითა, აღმოშობე ნათლისღებითა ცხოვრებად ნებითა შენითა, იშვილე იგინი და დაადგინე წიაღსა შინა შენისა ეკლესიისა. გარდმომივლინე მე მადლმოსილი შეწევნაჲ შენი აღზრდად მათდა სადიდებელად სახელისა შენისა. მომმადლე მე ამისთჳსცა მოთმინებაჲ და ძალი. მასწავე მე ვითარ დავნერგო გულსა შინა მათსა ძირი სიბრძნისა - შიში უფლისა, რათა ყოველთა დღეთა ცხოვრებისა მათისათა ძრწოდნენ სიტყვათაგან შენთა. განუხვენ მათ გონებისა მათისა საცნობელნი გულისჴმის-ყოფად სჯულისა შენისა. და მიმწუხრამდე ცხოვრებისა მათისა ჰმოქმედებდნენ შენისა ყველგანმყოფობისა შეგრძნებითა. დაასხ გულთა შინა მათთა გარემიქცევაჲ ყოვლისა უსჯულოებისაგან, რათა უბიწოებითა ვიდოდნენ გზათა თჳსთა ზედა. მსაჯულო სიმართლისაო, რომელი მშობელთა ცოდვათათჳს დასჯი შვილთა, ნუ დასჯი მათ ცოდვთა ჩემთა გამო, არამედ აწვიმე მათ ცვარი მადლისაგან შენისა. მამაო ზეცათაო, წარმართე ბედი შვილთა ჩემთა კურთხევითა შენითა, და ნუ მოაკლებ მათ პურსა არსობისასა ყოველთა დღეთა და გარდმოუვლინე ყოველივე მიუცილებელი თჳსსა ჟამსა, რათა ჰპოვონ ნეტარება საუკუნო. მოწყალე ექმენ, ცოდვათა შინა მათსა, ნუ შეურაცხავ ცოდვათა სიჭაბუკისა და უმეცრებისა მათისათა, დასჯიდე მათ და სწყალობდე, გარნა ნუ განიშორებ მათ პირისა შენისაგან. ნუ გარემიაქცევ პირსა შენსა მათგან ოდეს იურვოდნენ, რათა არა ეწეოდნენ მათ განსაცდელნი დაუტევნელნი. მოჰფინე წყალობაჲ შენი, რათა ვიდოდეს ანგელოსი შენი მათთანა და სცვიდეს მათ. ნუ დაუტევებ შვილთა ჩემთა, უფალო, არამედ მიანიჭე სარგებელი საცხოვნებლად. ამინ!

ლოცვა ღმრთისა დედისადმი

ჵ, ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო ქალწულო, იჴსენ და დაიცვენ შვილნი ჩემნი (სახელები) ქვეშე საფარველსა შენსა, ეგრეთვე ყოველნი ყრმანი და ჩვილნი, ნათელღებულნი და სახელისა უქონელნი და წიაღთა შინა დედისათა მყოფნი. დაიფარენ იგინი საფარველითა დედობისა შენისათა, დაჰმარხე იგინი შიშსა შინა ღმრთისასა და მორჩილებასა მშობელთასა, ევედრე უფალსა ჩემსა და ძესა შენსა, რათა მიანიჭოს მათ სარგებელი საცხოვრებლად. ვავედრებ მათ დედობრივსა ზედამდგომელობასა შენსა, რამეთუ შენ ხარ საღმრთო საფარველი მონათა შენთა. ამინ!


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო