იულიუსის კალენდრით:
16 მარ. 2024 წ.

პარასკევი
გრიგოლის კალენდრით:
29 მარ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ ამბროსი აღმსარებლის (ხელაია), პიმენ სალოსისა და ანტონი მესხის ხსენებას!



სარჩევი

ლოცვა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა მიმართ თქმული გერმანოს კონსტანტინეპოლელ პატრიარქისა

დიდებულო დედუფალო ღმრთისმშობელო, სასოებაო ცხოვრებისა ჩემისაო, შეისმინე ვედრებისა ჩემისა და შეიწყალენ სულთქმანი ჩემნი. და შეიწყნარენ გოდებანი ჩემნი და მოწყალე მექმენ. ლმობიერქმნილი ცრემლთა ჩემთათჳს სახიერ იქმენ ჩემ ზედა ვითარცა დედა კაცთმოყუარისა მეუფისა, მოიხილე ჩემ ზედა და მოჰხედენ ვედრებასა ჩემსა, წყურიელი ესე გონებაჲ ჩემი განაგრილე, და შეჰმრთე საუკუნითგან სათნოთა შენთა, ქუეყანასა მას მშჳდთასა სოყოფელსა მართალთასა და კრებულსა თანა წმიდათასა, და ღირსმყავ მე სასოო ყოველთაო და სიხარულო, ბრწყინუალეო ნათელო, მათ თანავე სიხარულსა. გევედრები შენ კურთხეულო სიხარულსა მას ჭეშმარიტად გამოუთქმელსა შენგან-შობილისა ღმრთისა და მეუფისასა. და სასძლოსა მას მისსა ყოვლადსაწადელსა და საშუებელსა მას მისსა მოუკლებელსა, და დაუღამებელსა მას ნათელსა და დაულევნელსა სუფევასა. ჵ, დედუფალო ღმრთისმშობელო, ჵ, შესავედრებელო ჩემო, შემწეო ჩემო და ცხოვრებაო საჭურველო და სიქადულო, სასოებაო და ძალო ჩემო, ღირს მყავ მე მათ თანა შუებად ძისა შენისა მიუთხრობელთა მათ და აურაცხელთა ნიჭთაგან სავანეთა მათ შინა ზეცისათა. რამეთუ უწყი ვითარმედ გაქვს შეწევნაჲ უკეთუ ოდენ ინებო, და შემძლებელ ხარ ყოველსავე ვითარცა დედა მაღლისა. ამისთჳს ვიკადრებ და გევედრები შენ, ნუმცა დაკლებულვიქმნები სასოებისაგან ჩემისა, ყოვლადწმიდაო დედუფალო. არამედ ღირს მყავ მე მიმთხუევად ამისსა სძალო ღმრთისაო, რომელმან სასოება იგი ყოველთა უზესთაეს სიტყჳსა ჰშევ. უფალი ჩვენი იესუ ქრისტე ჭეშმარიტი იგი ღმერთი და მეუფე. რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით-წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო