იულიუსის კალენდრით:
14 ივლ. 2024 წ.

შაბათი
გრიგოლის კალენდრით:
27 ივლ. 2024 წ.
მინი ვერსია



სარჩევი

ლოცვა დონის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისადმი

დონის ღმრთისმშობელი

ჵ, ყოვლადწმიდაო დედუფალო ქალწულო ღმრთისმშობელო, სახიერო და მსწრაფლშემწეო შუამდგომელო ჩვენო, გიგალობთ შენ, კეთილთა და საკვირველთა საქმეთა შენთათჳს, რომლისთჳსცა საუკუნითგან მარადის გარდამოევლინების მეოხებაჲ ჴელშეუვალი შენი ქუეყანასა ამას ერსა ჩვენსა სასწაულთმოქმედითა დონისა ხატითა შენითა, უცხო თესლთა მხედრობანი ოტებულ იქმნებიან. ერი შენი უვნებელად დაცულ არს საშინელისა სიკუდილისაგან. ყოველნი კაცნი ცხოვნდებიან, ცრემლნი მტირალთანი დაშრტებიან, მოთქმანი მართალნი დაეყუდებიან და მწუხარებაჲ სიხარულად ყოველთა გარდაიქცევის, გვეყავ ჩვენცა, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ჭირსა შინა ნუგეშინისმცემელ, განახლებაჲ და სასოებისა ჩვენისა, სახჱ სიმტკიცისა, წყაროჲ მოწყალებისა და მოთმინებაჲ დაუშრეტელი ყოველსა მწუხარებასა შინა. მიაგე ყოველთა ვედრებისა მათისაებრ: ყრმანი აღზარდენ, ყმაწვილნი განაბრძვნენ და შიში ღმრთისაჲ მათ შორის დანერგენ, უსასო-ქმნილნი განამტკიცენ და უძლურთა მოხუცებულებაჲ დაიცევ, ყოველთა სნეულებათა და მწუხარებათა შინა მყოფთა მოხედენ, გულნი ბოროტნი მოამდოვრენ, კაცთმოყუარებაჲ განაძლიერენ და ყოველნი მშვიდობითა და სიყუარულითა აღგვავსენ, დანერგენ თანხმობაჲ, დედაო გულმოწყალეო, ყოველნი მბრძოლნი და პყრობილნი განამართლენ, ყოველნი ბილწებანი აღჴოცენ, რათა არა მიიწივნეს ცოდვანი ჩვენნი წინაშე საშინელისა სამშჯავროჲსა და არცაღა მოიწიოს სამართლად რისხვაჲ ღმრთისა ჩვენ-ზედა. ლოცვითა და ყოვლადძლიერითა საფარველითა შენითა მიჴსენ ჩვენ ზედამოსვლისაგან მტერთასა, სიყმილისა, სრვისა, ძვრისა, ცეცხლისა, მახვილისა და ყოვლისა ბოროტისა სატანჯველისაგან, სასოებითა მეოხებისა შენისათა მოემადლნეს ღმრთისაგან მაღლისა მოტევებაჲ და წარხოცვაჲ ცოდვათა ჩვენთა და შეგვიწყალოს ჩვენ. მას ევედრე, რათა მიმთხუეულ ვიქმნნეთ ზეციურსა სასუფეველსა მისსა და მარჯვენით დგომასა წინაშე საყდრისა ღმრთისა, სადაცა შენ, ჵ, ყოვლადსაგალობელო დედაო, წარდგომილ ხარ სამარადისოჲთა დიდებითა, ღირს მყვენ, რათა ანგელოსთა და წმიდათა თანა ვადიდებთ ყოვლადწმიდასა სახელსა ძისა შენისასა, თანადაუსაბამოჲთა მამითა მისითა, ყოვლადწმიდისა და სახიერისა და ცხორებისმომნიჭებელისა სულისა წმიდისა თანა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

1380 წელს კულიკოვოს ბრძოლის დროს ხატს მართლმადიდებელ მეომართა რიგებში დააბრძანებდნენ, გამარჯვების შემდეგ კი ის კაზაკებმა დიდ მთავარს - დიმიტრი დონელს უძღვნეს. ყირიმის ხანის შემოსევის დროს ხატი ლიტანიით შემოატარეს მოსკოვს, რომლის შედეგად მუსულმანები უხილავმა ძალამ უკუაგდო ქალაქის საზღვრებიდან. ხატი 1591 წელს დაარსებულ დონის მონასტერში გადააბრძანეს.


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო