იულიუსის კალენდრით:
14 ივლ. 2024 წ.

შაბათი
გრიგოლის კალენდრით:
27 ივლ. 2024 წ.
მინი ვერსია



სარჩევი

ლოცვანი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისადმი „დაშრიტე მწუხარებაჲ ჩემი“

მეოხია, ხროციელი სნეულების და მწუხარების;
ცოდვილ ვნებათა აღელვებულ გულთა დამშვიდებისა.

დაშრიტე მწუხარება ჩემი

ტროპარი, ჴმა 3

დააცხრენ ვნებანი მრავალ-ცოდჳლისა სულისა ჩემისანი, რომელმანმცა პირისაგან ქუეყანისა ყოველნი მწუხარებანი აღჴოცენ, რომელი კაცთა სნეულებასა აოტებ და ცოდვილთა ჭმუნვასა განუქარვებ, რამეთუ შენ ხარ ყოველთა ტვირთმძიმეთა სიმტკიცჱ და სასოებაჲ, ყოვლადწმიდაო დედა და ქალწულო.

ლოცვა

ყოველთა მკვიდრთა ქუეყანისათა სასოებაჲ ხარ შენ, ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, ნუგეშინისმცემელო ჩემო! ნუ უგულებელს-მყოფ მე ცოდვილსა და ნუცა კადნიერთა ლოცვათა ჩემთა - უღირსთა ბაგეთა ჩემთაგან, არამედ, გევედრები, ცეცხლი ცოდვილთა ვნებათა ჩემთანი დაშრიტე და სინანულითა აღმადგინე, სულიერნი და ჴორციელნი სნეულებანი განკურნენ, დედუფალო, ბოროტთა ზედამოსლვანი შემუსრენ, ყოვლადწმიდაო, და ტვირთი ცოდვათა ჩემთან აღმიმსუბუქე, ყოვლადსახიერო, და დაშრიტე მწუხარებაჲ შემუსვრილისა გულისა ჩემისაჲ, რამეთუ შენ ხარ აღმოყუანება კაცთა და მწუხარებათა შინა ნუგეშინისმცემელი, რათა აურაცხელთა მოწყალებათა შენთათჳს, ვიდრე უკანასკნელად აღმოფშვინვად ჩემდამდე, გადიდებდე შენ, უფროსადკურთხეულო, ამინ!

უძველესი ასლი 1640 წელს მოსკოვში ჩამოაბრძანეს. ერთი წარჩინებული ქალბატონი დიდი ხნის განმავლობაში კიდურების დაუძლურებით იტანჯებოდა და მას სწორედ ამ ხატის წინაშე ებრძანა ლოცვა. მითითებული ტაძრის სამრეკლოში, ძველ ნივთებს შორის იპოვა მან ღმრთისმშობლის გამოსახულება და იცნო იგი. ლოცვის დასრულების შემდეგ კი სახლში სხვათა დაუხმარებლად დაბრუნდა, ეს სასწაული 25 (ძვ.სტ.) იანვარს აღესრულა.


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო