იულიუსის კალენდრით:
8 მაი. 2024 წ.

სამშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
21 მაი. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ მოციქული იოანე ღმრთისმეტყველის ხსენებას!



სარჩევი

ლოცვა დღითი-დღე სათქმელი უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტეს მიმართ წმ. ფილარეტ მოსკოველი მიტროპოლიტისა

ფილარეტ მოსკოველი

უფალო, არა ვუწყი რაჲ ვითხოვო შენგან! შენ მხოლომან უწყი რაჲ ვითხოვო შენგან! შენ მხოლომან უწყი რაჲ არს ჩემდა საჴმარ. გაქვს შენ სიყვარული ჩემი უფროჲს, ვიდრეღა ძალმიძს მე სიყვარული თავისა თჳსისა.

მამაო! მეც მონასა შენსა რაჲცა არცაღა მე ვუწყი რაჲ ვითხოვო. არა თავს ვიდებ კადნიერებასა თხოვად ჯვარისა, გინა ნუგეშინისცემისა. მხოლოდღა წარდგომილ-ვარ წინაშე შენსა და გული ჩემი განხმულ არს. ხედავ შენ საჭიროებასა ჩემსა, რომელსა მე ვერ ვხედავ!

ხედვიდე და იქმოდე ჩემთანა მოწყალებისაებრ შენისა! მომწყლავდე და განმკურნებდე მე, დამცემდე და აღმადგინებდე. ვჰკრთი და უსიტყველ ვიქმნები წინაშე წმიდისა ნებისა შენისა და მიუწვდომელისა განგებულებისა შენისა.

თავსა თჳსსა მსხვერპლად შენდა შემოვსწირავ. მიგენებები შენ. არარაჲ მაქვს სურვილი, გარნა სურვილისა აღვასრულო ნებაჲ შენი.

მასწავე მე ლოცვაჲ შენი, თჳთ შენ ილოცვიდე თავსა შორის ჩემსა. ამინ!

იქმენ გამორჩეულ ღმრთისა მიერ წმიდისა სამებისა და ჰბრწყინავ წინაშე მისა, დედუფალო მარიამ, დედაო უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესო, და გაქვს კადნიერებაჲ ძისა მიმართ შენისა, მას ევედრე, რათა გუაცხოვნოს ჩვენ თანა მამით და სულით წმიდითურთ, უკუნისამდე, ამინ!


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო