იულიუსის კალენდრით: 2 სექ. 2024 წ. |
✠ კვირა |
გრიგოლის კალენდრით: 15 სექ. 2024 წ. |
ლოცვანი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის "გამომხსნელის" მიმართ
მეოხია, ეშმაკეულთა და სხვადასხვაგვარი სნეულებით შეპყრობილთა განკურნებისა.
ლოცვა
ღმრთისა დედაო, შეწევნაო და მცველო ჩვენო, რაჟამს გევედრნეთ, გვექმნენ ჩვენ განმანთავისუფლებელ, შენ ზედა დავსდებთ სასოებასა ჩვენსა და ყოვლითა სულითა ვხმობთ შენდა მომართ ყოველსა ჟამსა: მოწყალე გვექმენ და შეგვეწიენ ჩვენ, მოჰყავ ყური შენი და შეიწირე მწუხარენი და ცრემლით ვედრებანი ჩვენნი და ვითარცა გენებოს, ნუგეშინისგვეც და განგვამხიარულე ჩვენ მოყვარულნი დაუსაბამოჲსა ძისა შენისა და ღმრთისა ჩვენისანი. ამინ!
XIX ს-ში ბერ მარტინიანეს დიდი მოღვაწის კონსტანტინე თეოდულეს მიერ დანატოვარი ღმრთისმშობელის ხატი ხვდა წიალდ. ბერს სურდა, ხატთან ერთად მიუვალ ადგილებში დამკვიდრებულიყო, მაგრამ ღმრთისმშობელისაგან მას ხალხის სამსახური ებრძანა. ხატი მრავალ სასწაულს აღასრულებდა. 1889 წლის 17 ოქტომბერს ის ახალი ათონის მონასტერში გადააბრძანეს.
თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად