იულიუსის კალენდრით:
1 ოქტ. 2024 წ.

ორშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
14 ოქტ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ სვეტიცხოვლობას; საფარველს ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა და ხსენებას: მოციქულთასწორთა, მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასი. წმინდისა სიდონიასი და აბიათარ მღვდელისა. წმინდისა მელქისედეკ I-ისა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქისა!



სარჩევი

ლოცვა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისადმი „ღირს არს“

მეოხია, სულიერი და ხორციელი სნეულებებისა;
მიმართავენ ყოველგვარი საქმის დასრულებისას

ღირს არსი

ტროპარი. ჴმა 4

სამართლად კადნიერებით მოვილტვით მოწყალისა ხატისა შენისა მომართ, ღმრთისმშობელო და ლმობიერებითა ვხმობთ მისდა მომართ: გარდამომივლინენ მდიდარნი წყალობანი შენნი: განამტკიცე ეკლესიაჲ ჩვენი, კეთილდღეობანი კაცთანი დაიცევ და იჴსენ ქუეყანაჲ ჩვენი ყოვლისაგან გარემოდგომილებისა, ერსა ამას მშვიდობაჲ მოჰმადლე და აცხოვნენ სულნი ჩვენნი.

ლოცვა 1

ღირსად საგალობელო და სამართლად ყოველთა უმაღლესთა ძალთაგან პატივდებულო, ვითარცა უზესთაეს მათდა აღმატებულმან, ღმრთისა და ყოვლისა შემოქმედისა მშობელმან, ყოველთა ზედა განდიდებულმან, საკვირველმან დედუფალმან, ევედრე შენგან განჴორციელებულსა ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა. რათა მოიხილოს ერსა თჳსსა ზედა, რომელსა არა აქვს სიტყჳს-გებაჲ წინაშე მისა, რათა უვნებელად დაგვიცვას ჩვენ ცილისწამებისაგან წინააღმდგომთა და ბოროტთა კრულებათაგან ჭეშმარიტად მრავლის შემძლებელ არნ დედობრივი ლოცვანი შენნი, რამეთუ იტყჳს: ევედრე დედასა ჩემსა და არა განაგდო შენ, არამედ აღგისრულო თხოვაჲ ყოველი. ამისთჳსცა აღვსილნი სიხარულითა გიღაღადებთ შენ: დედუფალო, მიჴსენ განსაცდელსა შინა მყოფნი მონანი ესე შენნი, განანათლენ ყოველნი აწინდელსა ჟამსა დაბნელებულნი ამაოჲსაგან სიბრძნისმოყუარებისა და იესუს ტკბილსა მიჰმადლენ, რათა მოხარულნი ვხმობდეთ: დიდება მამასა, დიდება ძესა, დიდება სულსა წმიდასა. დიდება შენცა ყოვლადდიდებულსა და ყოვლადუხრწნელსა ქალწულსა ღმრთისმშობელსა, უფროსადპატივდებულსა და უფროსადკურთხეულსა, დაუსრულებელთა საუკუნეთა უკუნისამდე, ამინ!

ლოცვა 2

ჵ, ყოვლადწმიდაო და ყოვლადმოწყალეო დედუფალო ღმრთისმშობელო, ყოველნი შევრდომილნი წმიდასა ხატსა შენსა შენდა ვხმობთ მორჩილებითა: ისმინე ხმისა ლოცვისა ჩვენისა, მოხედენ მწუხარებათა და სულთქმათა ჩვენთა და ვითარცა დედამან მოყუარულმან ისწრაფე ჩვენ-უძლურთა მომართ, ევედრე ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა, რათა არა უსჯულოებათა ჩვენთაებრ დავინთქნეთ ჩვენ, არამედ გარდამოავლინოს აურაცხელნი კაცთმოყუარებანი თჳსნი ჩვენ - ცოდვილთა ზედა, ითხოვე ჩვენთჳს, დედუფალო, მისითა მოწყალებითა, მოგვენიჭოს ჩვენ სიმრთელე ჴორციელი და კეთილჰაეროვნებაჲ, რათა გარდამოგვივლინოს კურთხევაჲ ზეციური თჳსი ყოველსა საქმესა კეთილსა ჩვენსა ზედა და ვითარცა ძუელად მოჰხედა მოწყალითა თუალითა თჳსითა მორჩილთა მას ათონის მთისასა, რომელი სიმდაბლითა ადიდებდა სახელსა შენსა - წინაშე ყოვლადწმიდისა ხატისა შენისა და წარმოგზავნა მისდა მთავარანგელოსი სწავლად გალობისა მის, რომლითა ზეციურნი ძალნი გადიდებენ შენ, ეგრეცა ჟამსა ამას შეიწირენ სულთქმანი ესე ჩვენნი, რომელსა აღვავლენთ შენდა მომართ, ჵ, ყოვლადსაგალობელო დედაო, განპყარ ღმრთისმტვირთუელნი ჴელნი შენნი უფლისა მიმართ, რომელთა ზედა ყრმა იგი ღმერთი მიიქუ და ევედრე მას, რათა ყოვლისაგან ბოროტისა მიხსნნეს ჩვენ. გარდამოავლინე, დედუფალო, წყალობანი შენნი ჩვენ ზედა, სნეულნი განკურნენ, მწუხარეთა ნუგეშინის-ეც, განსაცდელთა შინა მყოფთა შეეწიე და ღირს-მყვენ ყოველნი, რათა კეთილად განვლოთ ცხორებაჲ ესე ჩვენნი, აღსასრული ურცხუენელი, ქრისტეანობითი მომმადლე ჩვენ და ზეციურისა სავანისა მემკვიდრედ გამომაჩინე დედობრივითა შუამდგომელობითა შენითა წინაშე შენგან განკაცებულსა ქრისტესა ღმრთისა ჩვენისა, მასთანა დაუსაბამოჲსა მამისა და ყოვლადწმიდისა სულისა, რომელსა შუენის ყოველი დიდება, პატივი და თაყუანისცემა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

საგალობელი

ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ. ყოვლად-უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბიმთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო