იულიუსის კალენდრით:
8 მაი. 2024 წ.

სამშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
21 მაი. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ მოციქული იოანე ღმრთისმეტყველის ხსენებას!



სარჩევი

„ღირს არს“-ის ნაცვლად საკითხავი

ბზობის კვირას

ღმერთი უფალი გამოგვიჩნდა ჩვენ დღეს, განმზადეთ დღესასწაული და მხიარულებით მოვედით და განვადიდოთ ქრისტე ბაიაჲთა და რტოებითა ქებისმეტყველთა, კურთხეულ არს მომავალი სახლითა უფლისათა უკუნისამდე.

დიდ ორშაბათს

განადიდე შენ, ქრისტე, მშობელი შენი ღმრთისმშობელი, რომლისა მიერ ქმნისა ჩვენისა თჳთ მოქმედმან, მჰსგავს ვნებანი, შეისჴენ ჴორცნი დამჴსნელნი უმეცრებათანი, ამას უკუე ჰნატრიან ყოველნი ტომნი და შენ გადიდებენ.

დიდ სამშაბათს

დაუტევნელისა ღმრთისა მუცლითა დამტევნელსა და სოფლის სიხარულის მშობელსა, შენ გადიდებთ, ღმრთისმშობელო ქალწულო.

დიდ ოთხშაბათს

სულთ განწმედითა და ბაგეთა სიმართლითა, მოვედით, განვადიდოთ უქორწინებელი და ყოვლად უბიწო დედა ემმანუილისა, მისგან შობილისა მიმართ ოხის მიმრთმეველი, ულხინე სულთა ჩვენთა, ქრისტე ღმერთო ჩვენო და გვაცხოვნენ ჩვენ.

დიდ ხუთშაბათს

სტუმრობისა საღმრთოსა და უკვდავისა ტაბლისა, ზესთა ადგილთა გრძნობათა, უმაღლესთასა, მორწმუნენო, მოვედით, მოვიღოთ, უზენაესისა სიტყჳსა სიტყჳთა განსწავლულთა და მას ვადიდებდეთ.

დიდ პარასკევს

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუჴრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

დიდ შაბათს

ნუ მტირ მე, დედაო, მხილველი, საფლავსა შინა ძისა, რომელი მუცლად-მიღე, თჳნიერ თესლისა, რამეთუ აღვსდგე და ვიდიდო მე ღმრთეებრ და მაღალ ვყვნე დიდებით, სარწმუნოდ და სურვილით დაუცხრომელად შენნი მგალობელნი.

აღდგომიდან ამაღლებამდე

ანგელოზი ღაღადებს, მიმადლებულო წმიდაო ქალწულო, გიხაროდენ და კვალად გიხაროდენ. ძე შენი აღსდგა მესამესა დღესა საფლავით და მკუდარნი აღადგინა, ერნო, გიხაროდენ.
განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდება უფლისა შენზედა გამობრწყინდა, განსცხრებოდე და იხარებდ სიონ, და აწ შენცა იშუებდი, ღმრთის-მშობელო, აღდგომასა ძისა შენისასა.

ამაღლებიდან სულთმოფენობამდე

ადიდებს სული ჩემი ქუეყანით ზეცას ამაღლებულსა ქრისტესა ცხოვრების მომცემელსა.
ჰშევ, ქალწულო, მიუწთომელი ბუნებათა, უჟამოდ გამოუთქმელი, ამისთჳს უბიწოო, ყოველნი მორწმუნენი გადიდებენ შენ.

სულთმოფენობიდან ყოველთა წმიდათა კვირიაკემდე
(სულთმოფენობის შემდგომი შაბათის ჩათვლით)

მოციქულთა რა იხილეს გარდამოსლვა ნუგეშინისმცემელისა, დაუკვირდათ, ვითარ სახითა ცეცხლისა ენათათა გამოჩნდა სულიწმიდაჲ.
გიხაროდენ შენ, წმიდაო დედუფალო, დედათა დიდებაო, ქალწულთა თვალო, რამეთუ მეტყველებად ვერ შემძლებელ ვართ ღირსად ქებასა შობისა შენისასა, ამისთჳს სარწმუნოებით გადიდებთ შენ.

ფერისცვალებიდან წარგზავნამდე
6(19) აგვისტო - 14(27) აგვისტო

ადიდე, სულო ჩემო, თაბორს ზედა ფერისცვალება უფლისა.
შობა შენი უჴრწნელ არს ქალწულო, ღმერთი მუცლით შენით გამოვიდა განჴორციელებული, კაცთა შორის იქცეოდა, ამისთჳს ჩვენ შენ, ღმრთისმშობელო, სამართლად ყოველი გადიდებთ.

მიძინებიდან წარგზავნამდე
15(28) აგვისტო - 23 აგვისტო(5 სექტემბერი)

ანგელოსთა მიცვალება ყოველადწმიდისა იხილეს და უკვირდათ, ვითარ ქალწული აღვალს ქუეყანით ზეცას.
ძლეულ იქმნეს ბუნებანი მეტყველნი შენთჳს, ქალწულო უბიწოო, ქალწულებრივი შობა და სიკუდილი ცხოვრების მომცემელი და შემდგომად შობისა ქალწულად ჰგიე და მოკუდავი ცხოველ ხარ, ღმრთისმშობელო, სამართლად გადიდებთ შენ.

ღმრთისმშობლის შობიდან წარგზავნამდე
8(21) სექტემბერი - 13(26) სექტემბერი

ადიდებს სული ჩემი ბერწთაგან შობილსა ქალწულსა მარიამს.
განჰკვიდრეს ზესკნელსა ცანი და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ იქმნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოეხცადა და წიაღი შენი უმაღლეს ცათა საყდართა გამოაჩინა, ამისთჳს, ღმრთისმშობელო, ანგელოსნი და კაცნი, ვითარცა ღირს-ხარ, გადიდებენ შენ.

ჯუართამაღლებიდან წარგზავნამდე
14(27) სექტემბერი - 21 სექტემბერი (4 ოქტომბერი)

ადიდებს სული ჩემი ყოვლადპატიოსანსა ჯვარსა უფლისასა.
საიდუმლო სამოთხე ხარ, ღმრთისმშობელო, რომელმან უმუშაკოდ აღზარდე ქრისტე, ხოლო ჩვენ, ჯვარითა ცხოვრებაშემოსილნი, ქუეყანასა ზედა დანერგულსა ძელსა ამისთჳს აწ აღვამაღლებთ, თაყუანის-ვსცემთ და შენ გადიდებთ.

ტაძრად მიყვანებიდან წარგზავნამდე
21 ნოემებრი(4 დეკემბრი) - 25 ნოემებრი(8 დეკემბერი)

ანგელოზთა რა იხილეს შესლვა ყოვლადწმიდისა, დაუკვირდათ, ვითარ ქალწული შევალს წმიდასა შინა წმიდათასა.
კიდობანსა მას შჯულისასა ვერ შეეხებოდა ჴელი ყოველთა, ხოლო აქა დღეს ბაგენი ჩვენ მორწმუნეთანი ჴმითა დაუდუმებელითა ესრეთ გაბრიელის თანა ვიტყოდეთ: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა.

შობიდან წარგზავნამდე
25 დეკემბრი(7 იანვარი) - 31 დეკემბრი(13 იანვარი)

ადიდე, სულო ჩემო, უპატიოსნესი და უდიდებულესი მაღლისა მხედრობათა ქალწული ყოვლადწმიდა ღმრთსმშობელი.
ჯერ არს დუმილი, ვინაითგან ვერ შეუძლებთ ღირსებით ქებად შენდა დღეს, ღმრთისმშობელო, ხოლო არავე დავსდუმნეთ შიშისაგან, არამედ მსგავსად შეძლებისა ჩვენისა შევსწიროთ შესჴმა, რომლითა გადიდოთ შენ.

წინადაცუეთას
1(14) იანვარი

შენდამი იხარებს, მიმადლებულო, ყოველი დაბადებული, ანგელოსთა კრებული და კაცთა ნათესავი. ტაძარო სიწმიდასაო, სამოთხეო პირმეტყველო, ქალწულებისა სიქადულო, რომლისაგან სიტყუა განჴორციელდა და ყრმა იშვა პირველ საუკუნეთა ღმერთი ჩვენი, რომელმან წიაღი შენი საყდრად გამოაჩინა და მუცელი შენი ცათა უვრცელეს ჰყო. შენდამი იხარებს, მიმადლებულო, ყოველი დაბადებული, დიდება შენდა.

ნათლისღებას
6(19) იანვარი

ადიდე, სულო ჩემო, უპატიოსნესი და უდიდებულესი მაღლისა მხედრობათა, ქალწული ღმრთისმშობელი ყოვლადწმიდა.
ვერ შემძლებელ ვართ დიდებად შენდა ჯერისაებრ ქუეყანისანი და მოუძლურდებიან ზეცისანი, ღმრთისმშობელო, რამეთუ უზესთაეს იქმენ, შეიწირე სარწმუნოებაჲ ჩვენი, უწყით სიყუარული შენი და ვითარცა ნათელსა ქრისტეანობისასა გადიდებთ.

მირქმას
2(15) თებერვალი

ღმრთსმშობელო ქალწულო, სასოებაო ქრისტეანეთაო, დაგვიფარე, დაგვიცევ და გვაცხოვნე, რამეთუ შენ ზედა დაგვიძს სასოება.
წერილთა მიერ შჯულისათა მოგვესწავა ჩვენ მორწმუნეთა, ვითარმედ ყოველი წული პირველ საშოჲსა განმღებელი წმიდა უფლისაჲ იწოდოს. აჰა, დღეს ვიხილეთ ჩვენ პირმშო ზეცით და ქუეყანით და სარწმუნოებით ვადიდებთ.

ხარებას
25 მარტი(7 აპრილი)

აუწყებდით ქუეყანა სიხარულსა დიდსა, აქებდით ზეცისა ღმრთისა დედასა.
კიდობანსა მას შჯულისასა ვერ შეეხებოდა ჴელი ყოველთა, ხოლო აქა დღეს ბაგენი, ჩვენ მორწმუნეთანი ჴმითა დაუდუმებელითა ესრეთ გაბრიილისა თანა ვიტყოდეთ: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა.


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო