იულიუსის კალენდრით:
27 სექ. 2024 წ.

ხუთშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
10 ოქტ. 2024 წ.
მინი ვერსია



სარჩევი

ლოცვა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის „ღმრთისმოყვარეს“ მიმართ

მეოხია, ჭირის, ქოლერის ეპიდემიის დროს.

ღმრთისმოყვარე

ტროპარი, ჴმა 1

ღმრთისმოყუარეო დედაო, ქორწილისა გამოუცდელო ქალწულო, ღმრთისმშობელო მარიამ, ევედრე ჩვენთჳს შენგან შეყუარებულსა და შენგან შობილსა ძესა შენსა ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა, მოგვეც ჩვენ ძალა ცოდვათა ჩვენთა დატევებისათჳს, მოჰმადლე ქუეყანასა ამას ნაყოფიერებაჲ და მშვიდობაჲ, მღვდელთა სიწმიდე და ყოველსა ერსა ცხოვრებაჲ მოანიჭე, დაიცევ მამული ჩვენი გარე-მოდგომილებისაგან მტერისა და ძმათა მკვლელთა ომთაგან, ჵ, ღმრთისმოყუარეო დედაო, ჵ, ყოვლადსაგალობელო დედუფალო, დამიფარენ ჩვენ ყოვლისაგან ბოროტისა საფარველითა შენითა, ხილულთა და უხილავთა მტერთაგან დამიცვენ და იჴსნენ სულნი ჩვენნი.

ლოცვა

ჵ, ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, ღმრთისამოყუარეო დედაო, სასოო ჩვენისა ცხოვნებისაო! მოწყალებითა მოჰხედენ ყოველთა, რომელნი სარწმუნოებითა და სიყუარულითა შეუვრდებიან ხატსა შენსა. მიიხუენ სადიდებელნი გალობანი ჩვენნი და შესწირე მხურვალე ლოცვანი შენნი ჩვენ ცოდვილთათჳს წინაშე ღმრთისა, რათა უგულებელს-ყვნეს ცოდვანი ჩვენნი, მაცხოვნნეს და შემიწყალნეს ჩვენ, ჵ, ყოვლადსაკვირველო დედუფალო, მიჩვენენ მოწყალებანი შენნი, მიჴსენ ჩვენ ყოვლისაგან მწუხარებისა, ყოველნი სათნოებითნი და ქველისმოქმედებითნი საქმენი წარგვიმართენ, მიჴსენ განსაცდელთაგან, ჭირთა და სნეულებათა. განმაშორენ ყოველნი კრულებანი და შფოთნი, დამიფარენ ყოვლისა ელვაშემოსილისა ქუხილისა, ცეცხლისა, სიყმილისა, საფრჴისა, წარღვნისაგან და სიკვდილშემოსილისა წყლულებისა. მექმენ ჩვენ მოწყალებითა შენითა და შემწედ ყოველსა გზასა, ხმელთა ზედა და წყალთა შინა, რათა არა დანთქმულ იქმნეს ერი ესე შენი. ჵ, ყოვლადმოწყალეო, ღმრთისამოყუარეო დედაო, სასოებითა დიდითა აღვავლენთ შენდა მომართ უბადრუკთა ამათ ლოცვათა ჩვენთა, ცრემლთა და სულთქმათა ჩვენთა ნუ უგულებელს-ჰყოფ, ნუმცა სადა დაგვიტევებ ჩვენ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩვენისათა, არამედ მარადის ეგე ჩვენ თანა და მომმადლენ ჩვენ სიხარული, ნუგეშინისცემაჲ, მფარველობაჲ და შეწევნაჲ, რათა ვადიდებდეთ და ვაქებდეთ უფროსადკურთხეულსა და ყოვლადსაგალობელსა სახელსა შენსა, ამინ!

1157 წელს დიდი მთავარი ანდრეი ბოგოლუბსკი სუზდალისაკენ გაემართა, თან ვლადიმირის ღმრთისმშობლის ხატს მიაბრძანებდნენ. სიზმარეულ ხილვაში ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, ხატი ვლადიმირში დაებრძანებინა, ხოლო გამოცხადების ადგილას მისი შობის სახელზე ტაძარი აეგო. მთავარი ასეც მოიქცა. შემდეგ კი ხატმწერს დააწერინა ახალი ხატი, რომელზედაც ღმრთისმშობლის ეს გამოცხადება აისახა. ამ ხატს ბოგოლუბოვის, ანუ ღმრთისმოყვარე უწოდეს.


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო