იულიუსის კალენდრით:
14 ივლ. 2024 წ.

შაბათი
გრიგოლის კალენდრით:
27 ივლ. 2024 წ.
მინი ვერსია



სარჩევი

ლოცვა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისადმი „გონების მომნიჭებელი“

ევედრებიან გონებასუსტი ბავშვებისათვის, ასევე სწავლაში წარმატების მისაღწევად.
ამ ხატის წინაშე იმ ბავშვების მშობლები ლოცულობენ, რომელთა შვილები სწავლის ნიჭით არ არიან დაჯილდოებულნი,
ან სარწმუნოებისა და საეკლესიო სწავლების მიმართ ამჟღავნებენ უყურადღებობას.
ევედრებიან ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელსა და ყრმა იესუს, როგორც უმაღლესი სიბრძნის წყაროს.

გონების მომნიჭებელი

ლოცვა

ყოვლადწმიდაო ქალწულო, სძალო ღმრთისა მამისაო და დედაო საღმრთოჲსა ძისა მისისა ქრისტე იესუჲსა! შენ ხარ დედუფალო ანგელოსთა და კაცთა ცხონებაჲ, მამხილებელი ცოდვილთა და დამსჯელი განვრდომილთათჳს ღმრთისაგან. შეგვიწყალენ ჩვენცა მძიმედ შემცოდენი და არ-აღმასრულებელნი ღმრთისა მცნებისა, დამარღვეველნი ნათლობისა აღთქმათანი და მონოზვნობისა აღთქმისანი და მრავალთა სხვათა, რომელნიცა აღვუთქვი აღსრულებად. რაჟამს სული წმიდაჲ განეშორა მეფესა საულს, მეყსეულად შიში და მოწყინებაჲ მოიწია მას ზედა და წყუდიადი სასოწარკუეთილებისაჲ და სულისა განუხარებელი მდგომარეობაჲ სწყვლიდა მას. ხოლო აწ ჩვენცა ცოდვათა ჩვენთა გამო მოვაკლდით მადლსა სულისა წმიდისასა. გონებაჲ ამაო იქმნა ამაოჲთა ზრახვითა. ღმრთისა დავიწყებაჲ დააბნელებს სულთა ჩვენთა და აწ შეაიწრებს გულთა ჩვენთა მწუხარებაჲ მრავალგვარი, ნაღველი, სნეულებაჲ, სიძულვილი, სიბოროტჱ, აღძვრაჲ, შური, სიხარული ბოროტი და სხვანიცა ცოდვანი. და არ-მქონებელი სიხარულისა და ნუგეშინისცემისანი, მოგიწოდებთ შენ, დედაო ღმრთისა ჩვენისა ქრისტე იესუჲსაო. ევედრე ძესა შენსა, მოგვიტეოს ყოველნი შეცოდებანი ჩვენნი, მოგვმადლოს სული ნუგეშინისმცემელად და განსანათლებლად, საგალობელად შენდა სამადლობელისა გალობისა: გიხაროდენ ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, საცხოვნებელად ჩვენდა მომნიჭებელო გონებისაო.


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო