იულიუსის კალენდრით:
6 აპრ. 2024 წ.

პარასკევი
გრიგოლის კალენდრით:
19 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია



სარჩევი

ლოცვა ოჯახის ბედნიერებისათვის წმიდათა მოწამეთა გური, სამონ და აბიბოსის მიმართ

ჵ, დიდებულნო მოწამენო გური, სამონ და აბიბო, დაგვიცვენით ჩვენ მონანი ესე ღმრთისანი (სახელები) უკეთურ კაცთა თავდასჴმისა და ბოროტის მზაკვრობათაგან. დაგვიფარეთ ჩვენ მოულოდნელისა სიკუდილისაგან. გვიჴსენით ცეცხლისა, მახვილისა და ყოველგვარ სულის წარმწყმედელ გარემოებათაგან. ჵ, მოწამენო ქრისტესნო, ლოცვითა თქვენითა მოგვაგეთ ჩვენ ყოველნი კეთილნი და სარგებელნი, რათა საწუთოჲსა ამის ცხოურებისა ჩვენისა კეთილმსახურებით გარდამსვლელნი და ურცხვენელისა აღსასრულისა მიმღებელნი ღირს ვიქმნნეთ მხურვალითა შემწეობითა თქვენითა ყოველთა წმიდათა თანა მართლისა მსაჯულისა მარჯვენით დგომად, რათა დაუსრულებელად ვადიდებდეთ მას, თანა მამით და სულით წმიდითურთ, უკუნითი უკუნისამდე. ამინ!


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო