იულიუსის კალენდრით: 29 აგვ. 2024 წ. |
✠ ოთხშაბათი |
გრიგოლის კალენდრით: 11 სექ. 2024 წ. |
ლოცვანი შაბათს მთავარანგელოზი იეგუდიელის მიმართ
მგზავრობასა შინა მფარველი და შემწე შეჭირვებულთა.
წმიდაო მთავარანგელოზო ღმრთისაო იეგუდიელ! ქრისტეს გზასა ზედა შედგომილთათჳს მარადის მსწრაფლშემწეო, შეიწრებითთა განსაცდელთა მიერ შეპყრობილნი შენდამი, ვითარცა შუა-მდგომელისა მიმართ მოჳვლტით და სალმობიერითა გულითა გევედრებით: მარადღე თანამავალ გვექმენ და მრავალთა მათგან საფრჴეთა მტერისათა გჳჴსენ სასოებითა მოქენენი შენნი.
ჵ, ზეცისა უსხეულოთა წინამძღუარო და განწყობილთა ზეცისათა დიდო მთავარო იეგუდიელ! თჳთ-მხილველო საღმრთოჲსა დიდებისაო, ტკბილითა მაგით მეოხებითა შენითა ყოვლისა ჭირისა და მწუხარებისა, ძვირთა სალმობათა და ცოდვათაგან განმათავისუფლე და აღმავსე მე სიყუარულითა საღმრთოჲთა, რათა განწმედილითა გულითა, მძრწოლვარითა გონებითა და სულითა შემუსრვილითა ვადიდებდე ერთსა არსებასა დაუსაბამოჲსა ღმრთეებისასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!
თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად