იულიუსის კალენდრით:
13 აპრ. 2024 წ.

პარასკევი
გრიგოლის კალენდრით:
26 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია



სარჩევი

ლოცვა წმიდა იოანე მხედარის მიმართ

იოანე მხედარის მიმართ

ევედრებიან დაკარგულის პოვნისათვის

ჵ, წმიდაო მოწამეო ქრისტესო, იოანე მხედარო! ბრძოლათა შინა თავდადებულო, მტერთა განმდევნელო, ჩაგრულთა მეოხო და მფარველო ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთაო.

ჵ, დიდებულო შუამდგომელო და სათნოო მხედარო ქრისტესო იოანე! შეგვიწყალენ ჩვენ, ცოდვილნი და უღირსნი, შემწე გვეყავ ჭირთა და ურვათა შინა და გვიჴსენ ყოველთა განსაცდელთა და სნეულებათაგან, და ყოვლისაგან ბოროტისა და წინააღმდგომისა კაცისა, რამეთუ მოგეცა შენ მადლი ღმრთისა მიერ, რათა ილოცო ჩვენ ცოდვილთათჳს, რომელნი ძვირთა სალმობათა და ვნებათაგან განვიცდებით. განიოტნენ ჩვენგან მოძულენი და ბოროტისმსურველნი და ვითარცა ზღუდემან მტკიცემან დაგვიფარენ ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან.

ჵ, ღმრთივგვირგვინოსანო მხედარო იოანე! ნუ დაგვივიწყებ ჩვენ, მარადის შენდა შევედრებულთ და შეწევნისა და მოუკლებელი წყალობის მთხოვნელთ, და ღირსი გაგვხადე, ცოდვილნი და უღირსნი ღმრთისაგან გამოუთქმელი კეთილის მიღებისა, რომელი განუმზადა მოყვარულთა მისთა. რამეთუ შვენის მას ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო