იულიუსის კალენდრით:
14 ივლ. 2024 წ.

შაბათი
გრიგოლის კალენდრით:
27 ივლ. 2024 წ.
მინი ვერსია



სარჩევი

ლოცვა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის „ივერიისა“ ხატის წინაშე

მეოხია, ჭირის, ჟამიანობის დროს;
სიბრმავის და სიყრუის განსაკურნებლად

ივერიის ღმრთისმშობელი

ტროპარი

იხარებენ მართლმადიდებელნი ერნი, ყოვლადწმინდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, მჭვრეტელნი ყოვლადსაკვირველისა და სასწაულმოქმედისა ხატისა შენისანი და მეოხებითა შენითა სულიერსა და ჴორციელსა კურნებასა მარადის მიემთხუევიან. და ჩვენცა, თაყუანისმცემელნი მისნი, გულითა მხურვალითა გიგალობთ შენ: შეგვიწყალენ, დედაო სახიერო, მდაბალნი მონანი შენნი და ყოვლისაგან ბოროტისა და ზედამოსვლისაგან მტერთასა მიჴსნენ ჩვენ, ევედრე ძესა შენსა, უფალსა ჩვენსა იესუს, რათა ცხოვნებულნი დაგვამკვიდროს ზეციურსა მოქალაქეობასა მადლითა და კაცთმოყუარებითა მისითა.

ლოცვა 1

მიიღე, ყოვლად-კეთილ-მოღვაწეო, ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, პატიოსანი ძღუენი ჩვენ უღირსთა მონათა შენთაგან, რომელნი წარდგომილნი წინაშე ყოვლადწმინდისა ხატისა შენისა, გალობითა ლმობიერითა გადიდებთ შენ, ვითარცა შემსმენელსა ჩვენსა, ისმინე ვედრებაჲცა ჩვენი და სარწმუნოებით მლოცველთა თხოვაჲ ყოველი აღუსრულე, მწუხარეთა ტანჯვაჲ აღუმსუბუქე, უძლურთა სიმრთელჱ მიჰმადლე, მოწყლულთა და განრღვეულთა კურნებაჲ მიანიჭე, შეპყრობილთაგან სულნი ბოროტნი განსდევნენ, ჩაგრულთა შეეწიე, ცოდვილთა შეუნდევ, კეთროვანნი განსწმინდენ, ყრმანი შეიწყალნენ, უნაყოფოთაგან უნაყოფობაჲ მათი დაჰჴსენ. საპყრობილეთა და საკვრელთაგან განმათავისუფლენ, ყოველთა ვნებათა ჩვენთაგან აღმადგინენ, სნეულებანი თვალთანი განკურნენ და მაცხოვნენ ჩვენ სიკუდილშემოსილისაგან წყლულებისა, რამეთუ ყოველივე შესაძლებელ არს მეოხებისა შენისათჳს წინაშე ძისა შენისა, ქრისტესა ღმრთისა ჩვენისასა: ჵ, ყოვლადსაგალობელო დედაო, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, ნუ დააცადებ ლოცვასა შენსა ჩვენ უღირსთა მონათა შენთათჳს, რომელნი გადიდებთ და პატივს გცემთ შენ და თაყუანის-ვცემთ ყოვლადწმიდასა ხატსა შენსა და სარწმუნოებაჲ გვაქვს უმეტესი და შეუორგულებელი შენდა მომართ მარადის ქალწულისა, უფროჲსად დიდებულისა და ყოვლადუხრწნელისა მომართ, მადიდებელთა, პატივისმცემელთა და მგალობელთა ამათ შენთა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

ლოცვა 2

შენდა შევრდომილნი გიგალობთ შენ, ღმრთივრჩეულო ყრმაო, ყოვლადწმიდაო ქალწულო ღმრთისმშობელო, დედუფალო ზეცისა და ქუეყანისაო: შეისმინე ვედრებაჲ ჴმისა ჩემისა და ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩვენ უღირსთაგან. შეიწირე, ყოვლადსახიერო უღირსთა მონათა შენთაგან, რომელნი პატივს ვსცემთ ყოვლადპატიოსანსა სახელსა შენსა და სარწმუნოებით თაყუანისგცემთ შენ წინაშე სასწაულმოქმედსა ხატსა შენსა, მომძღვანებელნი აწ მხურვალისა ლოცვისა ჩვენისანი. აღამაღლენ ისინი წინაშე საყდრისა ძისა შენისა, ქრისტეს ღმრთისა ჩვენისა, რათა მოწყალე იქმნას უსამართლობათა ჩვენთა ზედა, არამედ განამრავლნოს უხვებანი თჳსნი. ვუწყით რამეთუ არა ვართ ღირს, ცოდვათა ამათ ჩვენთათჳს, რათა შეწყალებულ ვიქმნათ მის მიერ, უკეთუ არა შენ ევედრებოდე ჩვენთჳს, დედუფალო: ყოველივე ძალგიძს თხოვად წინაშე მისსა, რამეთუ გაქვს კადნიერებაჲ დედობრივი, ამისთჳსცა ყოვლადძლიერსა და ყოვლადსახიერსა მეოხისა ჩვენისა მომართ მოვილტვით, გულსმოდგინებითა მვედრებელისა. ევედრე, შენგან შობილსა მხოლოსა ძესა ღმრთისასა, ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა, რათა წმიდათა მამათა მიერ გარდამოცემულსა მართლმადიდებელსა სარწმუნოებასა შინა განვმტკიცდეთ, ვიდრე აღსასრულამდე ცხოურებისა ჩვენისა, და ყოველთა მცნებათა მიმართ უფლისათა დაუბრკოლებლად ვიდოდეთ, და ყოველნი დღენი ცხორებისა ჩვენისანი ვსცხონდებოდეთ სიწმიდითა და ღმრთისმოსაობითა და კეთილსა ქრისტეანობითსა აღსასრულსა ღირს ვიქმნეთ და კეთილსა სიტყჳს-გებასა საშინელსა სამსჯავროსა ზედა ძისა შენისა და ღმრთისა ჩვენისა და ესევითარად მივსწვდეთ შეწევნითა შენისა საფარველისათა ცხოვრებასა საუკუნოსა მეუფებასა შინა მამისა ნათლისასა, რომელსა თანა მხოლოდშობილითა ძითა მისითა და წმიდითა სულითა შუენის დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო