იულიუსის კალენდრით:
27 სექ. 2024 წ.

ხუთშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
10 ოქტ. 2024 წ.
მინი ვერსია



სარჩევი

ლოცვა „კალუგის“ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისადმი

მეოხია, სისუსტის, ასევე ყურისა და სმენის სნეულებისა.

კალუგის ღმრთისმშობელი

ტროპარი, ჴმა 4

მამულისათჳს ჩვენისა და უცხო თესლთა ზედამოსვლისა ჟამსა მბრძოლო უბრძოლველო და სიკუდილშემოსილისა წყლულებისაგან მხსნელო მოწყალეო, ყოველთა ჭირთა და სენთაგან მიჴსნენ მონანი შენნი, რომელნი სარწმუნოებითა და სიყუარულითა შეუვრდებით სასწაულთმოქმედსა ხატსა შენსა და აცხოვნენ სულნი ჩვენნი.

ლოცვა

ჵ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, დედაო ქრისტეს ღმრთისა ჩვენისაო, საკვირველო დედუფალო ცისა და ქუეყანისაო, ისმინე სულთქმანი მრავალვნებულთა სულთა ჩვენთანი, გარდამოიხილენ ჩვენ ზედა, რომელნი სარწმუნოებითა და სიყუარულითა შევრდომილ ვართ სასწაულთმოქმედსა ხატსა შენსა. გევედრებით ლმობიერად, დედუფალო: ნუ უგულებელს-ჰყოფ ლოცვასა მართლმადიდებელისა ეკლესიისასა, შემეწიე ჩვენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, რათა დავიცვნეთ შეუგინებლად წმიდათა მამათა მიერ გარდამოცემული მართლმადიდებელი სარწმუნოებაჲ ჩვენი, ვიდრე დღედ აღასარულამდე ჩვენისა, ყოველთა შინა მცნებათა ღმრთისათა შეურყეველად ვიდოდეთ და მიჴსნენ ჩვენ მოძღურებათაგან სულთა გამხრწნელთასა ყოველთა.

ჵ, ყოვლადსაკვირველო დედუფალო, ცისა და ქუეყანისაო, მოწყალებასა შენსა ვსაოსებთ მონანი შენნი: განწმიდენ გონებანი ჩვენნი ზრახვათაგან ცოდვილთა, უძლურებათაგან სულიერთა, წარმწყმედელთა ვნებათაგან, განსაცდელისაგან ყოვლისა, ხიბლისა და ცოდვით დაცემათაგან. შენ ხარ, ღმრთისმშობელო, მტკიცე ნავსაყუდელი ყოვლისა ცოდჳლისა მონანულისა. სიღრმეთაგან ცოდვათასა აღმადგინენ ჩვენ და სინანულითა ჭეშმარიტითა მოწყალულნი ჩვენნი, განანათლენ თუალნი გულთა ჩვენთანი ნათლითა ჭეშამრიტებისათა და შეცთომილითა ეშმაკისა საცთურისა მიერ გზაჲ ჭეშამრიტი მაჩვენე. დაარღვიენ ყოველნი საქმენი ბოროტნი და ღმრთისმგმობარნი, ყოველსა შინა კეთილსა და ღმრთივსახხიერსა საქმესა შინა განგვსწავლენ და მსწრაფლგვეწიენ ჩვენ. დანერგე, დედუფალო, გულთა შინა ჩვენთა სული შიშისა ღმრთისა, სული ღმრთისმსხურებისა, სული სიმშვიდისა, მორჩილებისა, მოთმინებისა და თჳნიერებისა. მოამდოვრენ სიბოროტენი გულთა ჩვენთანი და ბოროტნი სიამენი დაჴსენ, დანერგენ მოშურნეობაჲ შეწევნისათჳს მოყვასთა ჩვენთა, განმსწავლენ ჩვენ, დედუფალო ყოვლადმოწყალეო ჩვენო, ვითარ უბიწოდ ვიდოდეთ გზათა ქუეყნიერსა ამას ცხორებისა ჩვენისათა, რამეთუ შენ, ყოვლადწმიდაო, ჰხედავ სარწმუნოებასა და სასოებასა ჩვენსა, დედუფალო ქუეყანისაო! მწუხარეთა ნუგეშინის-ეც, შეეწიე განსაცდელსა შინა მყოფთა, დამიცვენ ჩვენ ელვაშემოსილისა ქუხილისა, განმხრწნელთა ქართაგან, მძვინვარეთა სენთა, სიკუდილშემოსილისა წყლულებისა, ტომითისაგან ბრძოლისა და უცხო თესლთა ზედამოსვლისაგან.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, მიჴსენ ჩვენ მოულოდნელისა და უცნაურისაგან სიკუდილისა, მომაქციენ გზისა მიმართ ჭეშამრიტისა და ქრისტეანობითნი აღსასრულნი ცხორებისა ჩვენისანი, უჭირველნი, ურცხვენელნი, მშვიდობითნი, წმიდათა საიდუმლოთა თანაზიარნი მომმადლენ, წარმომიდეგ ჩვენ ჟამსა განსვლისა ჩვენისასა, ჵ, ქალწულო ღმრთისმშობელო დამიჴსნენ ჩვენ ეშმაკისაგან და მწარეთა საზუერეთაგან ზეცისათა და ცეცხლისაგან ყოველთა. აღსასრულისათჳს უჭირველისა ჩვენ ყოველთათჳს ქრისტესა ძესა შენსა ევედრე და განსვენებაჲ ყოველთა შესვენებულთათჳს, რომელთა არა აქვს მოჴსენებაჲ, ქრისტესა ღმრთისა ჩვენისაგან ითხოვე. მექმენ ჩვენ მხურვალე მლოცველ და მეოხ. წარდგომილნი წინაშე შენსა სარწმუნოებითა და სიყუარულითა გარდაცვალებულნი. მამანი და ძმანი ჩვენნი შენითა მეოხებითა ღირს ჰყვნენ, რათა დაემკვიდრნენ ზეცისა სასუფეველსა და ყოველთა წმიდათა თანა დაუდუმებელითა ენითა დღესასწაულობდენ და სიხარულითა ადიდებდენ ყოვლადწმიდასა სამებასა, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

ხატი სახლის სხვენზე იპოვა ორმა ქალიშვილმა, როდესაც ისინი ძველ ნივთებს ალაგებდნენ. ერთ-ერთი მათგანი, სახელად ევდოკია, თავშეუკავებლობით გამოირჩეოდა; როდესაც გოგონებმა ტილოზე გამოსახული მუქი ფერით მოსილი ქალი იხილეს, რომელსაც ჴელთ წიგნი ეპყრა, ევდოკიამ იგი მონაზვნის პორტრეტად მიიჩნია და თუმცა მეორე ქალიშვილმა სასტიკად გააფრთხილა იგი, გამოსახულებას შეანერწყვა. ევდოკიამ მაშინათვე გრძნობა დაკარგა. ღამით მის მშობლებს ღმრთისმშობელი გამოეცხადათ, მან განუცხადა ქალიშვილის ავადმყოფობის მიზეზი და უბრძანა, შეურაცხყოფილი ხატი ნაკურთხი წყლის სხურებით განეწმინდათ და პარაკლისი შეესრულებინათ. ამის შემდეგ ევდოკია გამოჯანმრთელდა და სახლის მეპატრონემ ხატი საპატიო ადგილას, მოათავსა.

ხატის ხსენება რამდენიმეგზის აღესრულება, ქოლერისა და ჭირიანობისაგან სასაწაულებრივი ხსნისათჳს და ფრანგთა შემოსევისას დიდი შეწევნის აღსანიშნავად.


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო