იულიუსის კალენდრით:
14 ივლ. 2024 წ.

შაბათი
გრიგოლის კალენდრით:
27 ივლ. 2024 წ.
მინი ვერსია



სარჩევი

ლოცვა კოზელშანის ღმრთისმშობლის ხატისადმი

მეოხია, სხეულის სხვადასხვაგვარი დაზიანების, ტრამვებისას.

კოზელშანის ღმრთისმშობელი

ღმრთისმშობელო ქალწულო, ყოვლადუხრწნელო დედაო ქრისტეს ღმრთისა ჩვენისაო, შუამდგომელო ყოველთა ქრისტეანეთაო, სასწაულმოქმედსა ხატსა შენსა შევრდომილ ვართ და ვხმობთ ესრეთ: მვედრებელთა შენთა ჴმაჲ ისმინე, შეიწირე უღირსი მადლობაჲ ჩვენი, გამოუთქმელთა მათ წყალობათა შენთათჳს, რომელნი მოჰმადლენ ქალაქსა ამას შენსა და ყოველსა ქუეყანასა, რამეთუ შენ ხარ სნეულთა მკურნალი, მწუხარეთა ნუგეშინისმცემელი, შეცთომილთა მოქცევაჲ და განათლებაჲ, მექმენ ჩვენ საფარველ და სასო და ნავსაყუდელ ყოვლისაგან ბოროტისა, ჭირისა და გარემოდგომილებისაგან, მახვილისა და ზედამოსვლისაგან უცხო თესლთასა, ყოვლისაგან სიკუდილშემოსილისა წყლულებისა და ყოვლისაგან სივერაგისა კაცთასა, ჵ, ყოვლადმოწყალეო დედუფალო, ექმენ მარადის მლოცველ წმიდასა ტაძარსა ამას, მშვიდობისა და დაცვისათჳს მას შინა მვედრებელთა. განამტკიცენ და დაიცევ ღმრთისმსახურნი და ყოველნი მშრომელნი წმიდასა ამას შინა ეკლესიასა. დაიფარენ ყოვლადძლიერითა საფარველითა შენითა მაშენებელნი და კეთილისმყოფელნი სავანისა ამისანი, გარდამოუვლინენ მათ უხვებით საუკუნონი წყალობანი შენნი. ყოვლისა ზედამოსვლისაგან დაიცევ შევრდომილნი წმიდასა ხატსა შენსა და ყოველნი სიყუარულით შენდა მომართ მლოცველნი, აღამაღლენ ლოცვანი ჩვენნი, ვითარცა საკმეველი კეთილსულნელი წინაშე საყდრისა მაღლისა ღმრთისა, რომელი მოგუმადლებს ჩვენ სიმრთელესა, დღეგრძელობასა და წარმატებასა ყოველსა კეთილსა საქმესა შინა, რათა შენითა წინამძღოლობითა განძლიერებულნი და საფარველითა შენითა დაცულნი ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა და შენსა ჩვენდა მომართ დედობრივსა მეოხებასა, ყოველსა ჟამსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო