იულიუსის კალენდრით:
14 ივლ. 2024 წ.

შაბათი
გრიგოლის კალენდრით:
27 ივლ. 2024 წ.
მინი ვერსია



სარჩევი

ლოცვანი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის კურსკის „ზეციური ნიშანის“ მიმართ

მეოხია, სიბრმავის განკურნებისას.

კურსკის „ზეციური ნიშანი“

ტროპარი, ჴმა 4

ვითარცა უბრძოლველისა ზღუდისა და სასწაულთა წყაროჲსაგან მოვიხუეჭთ შენ მიერ ძალსა, ღმრთისმშობელო ყოვლადწმიდაო და წინააღმდგომთა მხედრობასა ვიოტებთ, ეგრეცა გევედრებით შენ, მშვიდობაჲ ქალაქსა ამას ჩვენსა მოჰმალდე და სულთა ჩვენთა დიდი წყალობაჲ.

ლოცვა

ჵ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, დედაო ქრისტეს ღმრთისა ჩვენისა, დედუფალო ზეცისა და ქუეყანისაო, შეისმინე სულთქმანი მრავალვნებული სულთა ჩვენთანი, მაღლით გარდამოიხილე ჩვენ ზედა, რომელნი სარწმუნოებითა და სიყუარულითა შეუვრდებით ყოვლადპატიოსანსა ხატსა შენსა და ცოდვითა დამძიმებულნი და ჭირითა დამაშურალნი ვჭვრეტთ გამოსახულებასა შენსა, რომელ ცხოველ ხარ ჩვენ შორის. შენდა შევსწირავთ მდაბალთა ლოცვათა ჩვენთა. არა არს ჩვენდა მწე, არა არს ჩვენდა მეოხ და სასო და თჳნიერ შენსა, ჵ, დედაო ყოველთა მწუხარეთა და ტვირთმძიმეთაო, შეეწიენ მწუხარებათა ამათ ჩვენთა, დააცხრენ ღელვანი ჩვენნი, გზაჲ ჭეშმარიტებისა წარმიმართე გაბნეულთა ამათ, ეყავ მკურნალ მოწყლულთა გულთა ჩვენთა და მიჴსენ უსასონი ესე. განაგრძენ დღენი ცხორებისა ჩვენისანი და სინანულისა გზასა შედგომილთა ქრისტეანობითნი აღსასრულნი მომმადლენ და წინაშე საშინელსა სამშჯავროსა ძისა შენისასა გამომიჩნდი ჩვენ მხურვალე შუამდგომელად. რათა უგალობდეთ, ვადიდებდეთ და თაყუანს-ვცემდეთ მეოხებასა შენსა სახიერსა ქრისტეანისა ერისა მომართ და ყოველნი სათნო ვეყვნეთ უფალსა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

1295 წელს მონადირეებმა ხატი ხის ფესვებთან აღმოაჩინეს. მის ქვეშ კი წყარო ამოდიოდა. ამ ადგილას ჯერ სამლოცველო ააგეს, შემდეგ კი მონასტერი დაარსდა. ხატი ქალაქ კურსკში გადააბრძანეს, გამოჩინების ადგილას კი მისი ასლი დატოვეს.


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო