იულიუსის კალენდრით:
14 ივლ. 2024 წ.

შაბათი
გრიგოლის კალენდრით:
27 ივლ. 2024 წ.
მინი ვერსია



სარჩევი

ლოცვა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისა ხატისადმი „მადლმოსილი ზეცა“

მეოხია, ცხონებასთან და ზეციური სასუფევლის დამკვიდრებასთან მიმავალი გზის წარმართებისა.

მადლმოსილი ზეცა

ტროპარი, ჴმა 6

რამე სახელგდვათ შენ, ჵ, მიმადლებულო? ცად, რამეთუ აღმოგვიბრწყინვე სოფლად მზე სიმართლისა, სამოთხედ, რამეთუ აღმოუცენე ყუავილი უხრწნელებისა, ქალწულად - რამეთუ დაადგერ უხრწნელად, წმიდად დედად, - რამეთუ იტვირთე წმიდათა წიაღთა ძე და ყოველთა ღმერთი, მას ევედრე ცხორებად სულთა ჩვენთათჳს.

ლოცვა

რამე სახელგდვათ შენ, ღმრთივმიმადლებულო ღმრთისმშობელო, ყოვლადწმიდაო მარიამ, ვითარითა გალობითა განგადიდოთ შენ, რომელსაცა გადიდებენ ამგელოსნი და კაცნი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეთვე ქუეყანასა ზედა. გამოჩნდა შენ ზედა კაცთაგან მოუგონებელი და ცათა შინა ანგელოსთაგან გამოუკვლეველი საიდუმლო, უპირატესი გონებისა და სიტყჳსა, განკაცება სიტყჳსა ღმრთისა, მამისაგან უთესლოდ მიდგომილებითა უდედოდ შობილისა, განჴორცილებულისა წიაღსა შენსა და უხრწნელებისა ბეჭდითა ქალწულებისა შენისათა შობილისა. ჵ, სასწაული, ყოველთა სასწაულთა უპირატესი. სიტყუა ჭეშმარიტისა ღმრთისა განჴორციელდა და იშუა ქორწილისა გამოუცდელისა ქალწულისა მიერ. ჵ, სიღრმჱ განუზომელი სიბრძნისაჲ და დიდებულებისაჲ ღმრთისა. რამე სახელგდვათ შენ, ჵ, სძალო ღმრთისა უსძლოო? ვითარ სახელ გდვად შენ ცისკრად, მზედ აღმომავალად ცასა ზედა? უკუეთუ ხარ ზეცა, რომლისაგან აღმოგვიბრწყინდა ქრისტე ღმერთი - ცოდვათა ჩვენთა დამხსნელი, ვითარ სახელ-გდვათ შენ კარიბჭედ, შემავალად სამოთხედ, რომელ დაგვეხშა პირველთა მშობელთა ჩვენთა მიერ - სავსჱ ყოვლითა სიკეთითა?! - უკუეთუმცა ხარ თჳთ სამოთხჱ ღმრთივკურთხეული, რომელმან აღზარდა დაუშრეტელი ნათელი განმკურნებელი სიმყრალისა ცოდვათა და ხრწნილებათა პირველთა მშობელთა ჩვენთა. ვითარ სახელ-გდვათ შენ მცნობელად ქორწილისა?! უკუეთუმცა ვიდრე მიძინებადმდე შენისა ეგე გამოუცდელად ქორწილისა, - ვიდრე შობადმდე, ჟამსა შობისასა და შემდგომად შობისა ძისა შენისასა. ვითარ სახელგდვათ შენ წმიდად და უბიწოდ მარიამ, რომელ აღემატე სიწმიდითა შენითა ყოველთა მშობელთა და პირველთა მშობელთაცა ზედა?! უკუეთუმცა არა ხოლოთუ შევ ყრმა ქრისტე ღმერთი ჩვენი, არამედ მიიქუ იგი მკერდსა შენსა ზედა და ქალწულებრივსა სძესა აწოებდი მას, რომლისა მიერ ვიხსნებით ყოველნი დაბადებულნი. აწცა, წინაშევე მისსა შიშითა და ძრწოლითა წარდგომილ არნ ყოველნი ზეციურნი დასნი და ყოველნი სულნი დაბადებულთანი ადიდებენ მას. ჵ, ჭეშმარიტად კურთხეულ ხარ დედათა შორის, საკვირველ - შორის ქალწულთა და უპირატეს - შორის მშობელთა. კურთხეულთა ფერჴთა შენთა ქუეშე შთავრდომილ ვართ და დავსდებთ გულისთქმათა, ზრახვათა და სულთქმათა ჩვენთა. მოიხილე დედობრივითა თუალითა შენითა ყოველთა ვედრებათა ზედა და აღამაღლენ წინაშე ღმრთისა, ვითარცა მსხუერპლი შემუსვრილისა გულისა და წვლილი უკნინესი უპოვართა სულთა ჩვენთა - წინაშე ძისა შენისა და მაცხოვარისა ჩვენისა, რამეთუ მის მიერ არს გზაჲ ხსნისა წარმართებულ წინაშე სასუფეველისა მისისა, რომელსა არა აქვს დასასრულ, უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

გადმოცემის მიხედვით ეს ხატი სმოლენსკიდან მოსკოვში ლიტვის დიდი მთავრის ვიტოვტის ასულმა სოფიომ გადმოაბრძანა, როდესაც იგი მოსკოვის მთავარს გაჰყვა ცოლად (XV-XVI სს.)


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო