იულიუსის კალენდრით:
10 ივნ. 2024 წ.

კვირა
გრიგოლის კალენდრით:
23 ივნ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ სულთმოფენობას, აჭარაში წამებულ მამათა და დედათა,



სარჩევი

გმადლობისა ლოცვა თქმული წმიდისა მაკარისი

გმადლობ შენ უფალო ღმერთო ჩემო, ყოვლითა გულითა ჩემითა, მდაბალსა დიდსა და სამარადისოსა ყოველსა ზედა და ყოვლისათჳს, რამეთუ დამბადე მე არა რასაგან არა-ყოფილი ესე, და განმაძლიერე მე და შემიწყალე მე, და დამიფარე მე, და დამიცევ მე, და განაგენ დღენი ჩემნი ვიდრე აქამომდე. და განმაძლიერე ცოდვილი ესე და უღირსი, ცხოვრებასა ამას სოფლისასა, და არა მტანჯე მე საქმეთა ჩემთაებრ, რამეთუ ვიყავ მე ბევრისა სიკვდილისა თანამდებ, აურაცხელთა ბრალთა და ბოროტთა შეცოდებათა ჩემთათჳს, და უჯეროთა უსჯულოებათათჳს, რომელნი აღუასრულენ ცხოვრებასა ჩემსა. ხოლო აწ გევედრები შენ უფალო, და ვესავ კეთილთა სიტკბოებათა და მრავალთა მოწყალებათა შენთა, რომელნი ჰყუენ ნათესავსა ზედა კაცთასა, და აწ რათა ღირს-მყო მე მოქცევად შიშსა შენსა, და დაჯერებასა შენსა, დაცვასა მცნებათა შენთასა, ყოვლითა სიტყჳთა სულიერითა, ყოვლითა სიწმინდითა ჴორცთათა და სულისათა, და ყოვლითა უბრალოებითა და უბიწოებითა. გევედრები უფალო მრავალ-მოწყალეო, რათა არა ივლიანე უსჯულოჲსაებრ წარვჰსწყმდე ცოდვათა ჩემთათჳს, არამედ მანასესებრ ინებე მოქცევაჲ ჩემი შიშსა შენსა, ვითარცა მოწყალე ხარ უფალო, და განჰსწმიდე სული ჩემი ყოვლისაგან ურვისა ბოროტისა, და ყოვლისაგან გულის-სიტყჳსა მწიკულევანისა და ყოვლისაგან გულის-თქმისა შეგინებულისა და საძაგელისა, და ყოვლისაგან სიტყჳსა უშუერისა. დამიცევ მე უფალო ყოვლისაგან შურისა და ხდომისა, და ყოვლისაგან ოცნებისა, და მაჩვენებლობისა, და ტყუილისა და ზაკვისა. და მიჴსენ მე უფალო ყოვლისაგან შემთხუევისა საძულველისა, და ურვისა, და ყოვლისაგან ბოროტად სიყვარულისა, და ყოვლისაგან სურვილისა მავნებელისა, და ყოვლისაგან ზუაობისა, და ყოვლისაგან განსაცდელისა ბოროტისა. თავ-მოთნებისა, და სიტყჳსა შეურაცხისა, და ყოვლისაგან ქებისა, და ცუდდიდებობისა, და გმობისა და ყოვლისაგან გულის-წყრომისა, და ძვირის-ჴსენებისა, და ყოვლისა შფოთისა, და ყოვლისაგან წინა აღმდგომისა და სიტყჳს-გებისა, რისხვისაგან და ლალვისა მიჴსენ მე უფალო, ცოდვისა მიზეზთაგან, და ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა საეშმაკოჲსა და კაცობრივისა და ყოვლისაგან აღძვრისა ჴორცთასა და სულისა უცხო-ქმნილისა, განმწმინდე წყალობითა შენითა მხსნელო. და აწ შეგივრდები უფალო ვედრებით, რათა მომანიჭო მე მომცე ყოველი კეთილი, და უმჯობესი სარგებელი სულისა ჩემისა, და გარეწარმხადენ და შემინდუენ ყოველნი ბრალნი ჩემნი, და შეცოდებანი ჩემნი, რომელნი შეგცოდენ შენ, გინათუ გონებით, გინათუ სიტყჳთ, გინათუ საქმით, ნებსით, გინათუ უნებლიეთ, ცნობით და უმეცრებით, მძინარემან, გინა მღვიძარემან, არამედ შეგივრდები შენ უფალო სახიერო, ნურღარა მიმიშუებ მე, და ნუცა მაუფლებ მე შეცოდებად შენდა მომართ, და ნუცა შემიყუანებ მე განსაცდელსა, უფალო ღმერთო კაცთ-მოყვარეო. არამედ მიჴსენ მე ბოროტისა ეშმაკისაგან, და ყოველთაგან საქმეთა მისთა, და უკეთურებათა მისთა, და ღონის-ძიებათა მისთა, და ყოვლისაგან სივერაგისა კაცთასა და მანქანებისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, და დამბადებელი ჩემი, მწყალობელი ჩემი, და მჰსგავსად უძღებისა მის შვილისა ნუგეშინისმცემელი ჩემი, შემწე ჩემი და ჴელის-აღმპყრობელი ჩემი, და შენდა მომართ არს სასოება ჩემი, და შენ გევედრები, უფალო ღმერთო ჩემო, ვინმე რისხვასა შინა მოიჴსენოს წყალობაჲ, ვითარ შენ ღმერთო. კაცი განრისხებული იქმნ ბოროტსა, ხოლო შენსა რისხვასა უსწრის წყალობამან. რამეთუ ვინ არს მსგავს შენდა ძვირ-უჴსენებელო უფალო, რომელმან უდაბნოს კლდე განაპე, და განაძღე წყურიელი ერი შენი. აწცა უფალო გარე-წარაქციე სამართლად რისხვა შენი ჩემგან. ნუმცა ჰსძლევენ ცოდვანი ჩემნი აურაცხელითა მოწყალებითა შენითა, რათა არა უხაროდენ მტერსა ჩემსა ჩემ ზედა. და შემიწყალე მე აურაცხელითა მოწყალებითა შენითა რამეთუ შენდა ჰშუენის მადლობა და თაყვანისცემა სამებისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო