იულიუსის კალენდრით:
14 ივლ. 2024 წ.

შაბათი
გრიგოლის კალენდრით:
27 ივლ. 2024 წ.
მინი ვერსია



სარჩევი

ლოცვა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისადმი „მაყვალი შეუწველი“

დიდი შემწეა ხანძრის დროს.
სინას მთაზე, როდესაც ჭექა-ქუხილი საშიში ხდება, ამ ხატის წინაშე პარაკლისს აღასრულებენ.

მაყვალი შეუწველი

ტროპარი, ჴმა 4

ვითარცა ცეცხლსა შინა მაყუალი შეუწველი ძველთაგანვე მოსეს მიერ ხილული წინა ხატად ქმნა თჳსისა განკაცებისათჳს ქორწილისა გამოუცდელისა ქალწულის მიერ, რომლითა აწცა, ვითარცა საკვირველებათა მოქმედითა სასწაულითა განდიდებულსა ხატს თჳსსა სნეულებათა განსაკურნებლად მოჰმადლებს მართალთა, მცველად სიფიცხლისაგან ცეცხლისა. ამისთჳსცა უგალობთ უფროსადკურთხეულსა: სასოო ქრისტეანეთაო, მძვინვარეთა ჭირთა, ცეცხლისა და ქუხილისაგან მიჴსენ მონანი შენნი და აცხოვნენ, მოწყალეო, სულნი ჩვენნი.

ლოცვა

ჵ, ყოვლადწმიდაო და უფროსადკურთხეულო დედაო ქრისტეს ტკბილისა ჩვენისა! შეგივრდებით და თაყუანისგცემთ შენ წინაშე ყოვლადპატიოსნისა ხატისა შენისა, რომლისა მიერ მრავალთა დიდებულთა და საკვირველთა სასწაულთა აღმოგვიცენებ. ცეცხლისაგან მძვინვარისა და ქუხილისაგან ყოვლისა დაიცვენ სახლნი ჩვენნი, განკურნე უძლურნი და აღმისრულენ კეთილად ყოველნი კეთილნი ვედრებანი ჩვენნი. სიმდაბლით გევედრებით შენ, ყოვლადძლიერსა შუამდგომელსა ერისა ჩვენისასა. ღირს მყვნენ უძლურნი და ცოდვილნი ესე მიმთხუევად დედობრივთა ნაწილთა შენთა და კეთილსა ცხორებასა. იჴსენ და დაიცევ მოწყალითა საფარველითა შენთა წმიდაჲ ეკლესიაჲ, სავანე ესე, მართლმადიდებელნი ერნი ყოველნი შენდა შევრდომილნი და მოსალმობიერითა ცრემლითა შუამდგომელობისა შენისა მვედრებელი. ჵ, დედუფალო ყოვლადსახიერო, მოწყალე იქმენ მრავლითა ცოდვითა მოწყლულთა ამათ ზედა, რომელთა არა გვაქვს კადნიერებაჲ წინაშე ღმრთისა თხოვად შეწყალებისა და შენდობისა: არამედ გევედრებით შენ, ჴორციელად დედასა მისსა: ყოვლადსახიერო, განპყარ ღმრთისმტვირთუელნი ჴელნი შენნი და მეოხებთა შენითა წინაშე სახიერებისა მისისა ითხოვე მოტევებაჲ ცოდვათა ჩვენთაჲ. რათა მშვიდი და ღმრთისმოშიშებითი ცხორებაჲ მომანიჭოს ჩვენ, აღსასრული ქრისტეანობითი და კეთილი სიტყჳს-გებაჲ წინაშე საშინელისა სამშჯავროსა მისსა მომმადლოს. მას ჟამსაცა, საშინელსა მოსვლისა მისისასა, რაჟამს ცეცხლითა დაიწუებოდიან სახლნი ჩვენნი და ელვისა ქუხილისა შიშითა დაცემულ ვიქმნებით, გამოაჩინე მოწყალე შუამდგომელობაჲ და ყოვლადძლიერი შემწეობაჲ შენი, რათა ხსნილნი ლოცვითა შენითა წინაშე ღმრთისა დროებითსა საშჯელსა ამას განვერნეთ და სამოთხისა სამარადისოჲსა ნეტარებისა მემკვიდრედ გამოვსჩნდეთ და ყოველთა წმიდათა თანა უგალობდეთ ყოვლადწმიდასა და დიდებულსა სახელსა სამებისასა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

ლოცვა 2

ჵ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, დედაო უფლისა მაღლისაო, მეოხო და მფარველო ყოველთა შენდა მოლტოლვილთაო! გარდამოიხილე სიმაღლითგან სიწმიდისა შენისათა ჩემ ცოდვილსა ზედა, შევრდომილსა სასწაულთმოქმედსა ხატსა შენსა: ისმინე სიმდაბლით ლოცვისა ჩემისა და მიუძღუანე იგი წინაშე შენგან შეყუარებულისა ძისა, უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესა, მას ევედრე, რათა განანათლოს ბნელი ესე სული ჩემი თჳსისა საღმრთოჲსა მადლისა ნათლითა, რათა მიხსნას მე ყოვლისაგან ჭირისა, მწუხარებისა და სნეულებისა და ყუდროჲ და მშვიდობითი ცხორებაჲ მომივლინოს მე. სიმრთელჱ ჴორცისა და სულისა და განუსუენოს ვნებულსა გულსა ჩემსა და აღადგინოს წყლულებანი მისნი, რათა განმაბრძნოს მე კეთილს საქმესა შინა, განწმიდოს გონებაჲ ჩემი ამაოთაან ზრახვათა, დამადგინოს მე აღსრულებად მცნებათა თჳსთა, მიხსნას მე საუკუნოჲსაგან სიკუდილისა და ნუ მომაკლებს ზეციურსა სასუფეველსა თჳსსა. ჵ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შენ ხარ - „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“. ისმინე მწუხარისა ამის ჩემისაცა, შენ სახელ გდებთ - „დამშრეტელად ნაღვლისა“ დაშრიტე ნაღველიცა ესე ჩემი, შენ ხარ „მაყუალი შეუწველი“ და დაიცევ სოფელი ესე და ჩვენთაგანი ყოველი სიკუდილშემოსილისა და ცეცხლოვანისა ისრისაგან ყოვლისა, შენ ხარ „მომპოვნებელი წარწყმედულთაჲ“ და ნუ მიმიშუებ მეცა წარწყმედად უფსკრულისა შინა ცოდვათა ჩემთასა. შენზედა დამიძს ღმრთისა მიმართ სასოებაჲ ჩემი ყოველი! მექმენ მე მფარველ ცხორებასა ამას ჟამიერსა და საუკუნოსაცა და შუამდგომელ წინაშე საყუარელისა ძისა შენისა, უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი. მასწავენ მე, თუ ვითარ ვმსახურებდე მას, სარწმუნოებითა, სიყუარულითა და ღმრთისმოსაობითა პატივსგცემდე შენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისა დედაო, უფროსადკურთხეულო მარია! შენთა წმიდათა ლოცვათა შევვედრებთ თავსა ჩემსა ვიდრე აღსასრულადმდე ცხოვრებისა ჩემისასა. ამინ

ისევე როგორც მოსე წინასწარმეტყველის მიერ ხილულ ბუჩქს ცეცხლი ეკიდა, მაგრამ არ იწვოდა, ასევე ქალწული მარიამის წიაღში იყო ძე ღმრთისა - ვითარცა ცეცხლი, იშვა მისგან და ქალწული ქალწულადვე დარჩა.


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო