იულიუსის კალენდრით:
1 ოქტ. 2024 წ.

ორშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
14 ოქტ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ სვეტიცხოვლობას; საფარველს ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა და ხსენებას: მოციქულთასწორთა, მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასი. წმინდისა სიდონიასი და აბიათარ მღვდელისა. წმინდისა მელქისედეკ I-ისა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქისა!



სარჩევი

მამის ლოცვა შვილთათჳს

უფალო ღმერთო მაცხოვარო ჩვენო, შემოქმედო და დამბადებელო ყოველთა არსთაო, რომელმან მიუწდომელითა მოწყალებითა შენითა შეჰქმენ კაცი, განსასრულებლად ყოვლისა ქმნილებისა შენისა, და დაადგინე იგი მეუფედ და მცველად და განმგებელად მისა, სახედ მეუფებისა შენისა; და მსგავსებაჲ ესე, სიტყჳერებასა და გონიერებასა და ნების თავისუფლებასა თანა, სიყუარულითაცა განასრულე შვილთა მისთა მიმართ, ბუნებითად დანერგულისა მის შორის; გმადლობ, რამეთუ მეცა, ცოდვილი და უჴმარი მონაჲ შენი (შენი სახელი) ღირს მყავ მადლსა შვილიერებისასა და გამოუთქმელსა სიტკბოებასა მისსა; შეიწირე ვედრებაჲ ესე ჩემი და შეიწყალენ შვილნი ჩემნი (სახელები) და დაიცვენ და დაიფარენ იგინი, ღმერთო, მადლითა შენითა; განანათლენ გულნი და გონებანი მათნი ნათლითა მეცნიერებისა შენისათა; შეუნდვენ და მიუტევენ და აღჴოცენ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი; იჴსნენ იგინი მზაკუვარებისაგან საეშმაკოჲსა, განარინენ ყოვლისაგან ბოროტისა, და ანგელოზნი ნათლისანი დაადგინენ მარჯვენით მათსა, მცველად ცხორებისა მათისა, და მარადის უძღოდე მათ გზათა ჭეშმარიტებისათა, აღსრულებად წმიდათა მცნებათა შენთა; სიწმიდითა და კეთილითა მოქალაქობითა აღავსე ცხორებაჲ მათი და გარე-შეზღუდენ იგინი ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან; უვნებელად დაიცვენ განსაცდელთა შინა და გარე-წარაქციენ მათგან ყოველივე აღძრვაჲ ბოროტისაჲ; მოყუარენი და მეგობარნი განუმრავლენ, ხოლო მოძულენი მათნი სირცხჳლეულ ჰყვენ; მოჰმადლენ კეთილგონიერებაჲ, მშჳდობაჲ, სულგრძელებაჲ და სიმდაბლე; განამრავლენ და გარდაჰმატენ სულიერნი და ჴორციელნი ძალნი მათნი, გონებისა სიწმიდე და სიფრთხილე; წარმართენ გულსმოდგინებით სწავლად და საქმედ განწესებულსა მათდა ყოველსა საქმესა; განკურნენ სულიერთა და ჴორციელთა სნეულებათაგან, და ვიდრე აღსასრულადმდე კეთილად განაგე ყოველივე ცხორებაჲ მათი, გინათუ ქალწულებითი, გინათუ შჯულიერად ქორწინებითი; და დღითა კეთილითა აღვსებულნი ღირს ჰყვენ მიმთხუევად ზეცისაცა კეთილთა შენთა, რათა დაუცხრომელად აღმოსთქუამდენ დიდებასა და მადლობასა შენდა, შემოქმედისა და მწყალობელისა მათისა, მხოლოდშობილისა საყუარელისა ძისა შენისა თანა, ყოვლადწმიდით და სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის, და ყოველთა დაუსრულებელთა საუკუნეთა უკუნისამდე. ამინ!


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო