იულიუსის კალენდრით:
16 მარ. 2024 წ.

პარასკევი
გრიგოლის კალენდრით:
29 მარ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ ამბროსი აღმსარებლის (ხელაია), პიმენ სალოსისა და ანტონი მესხის ხსენებას!



სარჩევი

ლოცვა ერისა და მამულისათვის

ღმერთო და მამაო უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესო, ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედო, რომელმან სიტყჳთა შენითა ყოველივე სიბრძნით ჰქმენ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, და განასრულენ ქმნილებაჲ შენი მადლითა სულისა შენისა წმიდისათა, რომელმან ხატად შენდა და მსგავსად შეჰქმენ კაცი და დაუმორჩილე ყოველივე ქუეშე ჴელთა მისთა და დაადგინე იგი თავად ქმნულთა შენთასა, გამოსახვად უკუდავი იგი მეუფებაჲ და ჴელმწიფებაჲ შენი, რომელი, და-რაჲ-ეცა, არა უგულებელს-ჰყავ, არამედ სიმდიდრითა მოწყალებათა შენთათა და კაცთ-მოყუარებითა განაგე აღდგინებაჲ და ცხორებაჲ მისი, ვიდრე მხოლოდ-შობილისა ძისაცა შენისა მსხუერპლად უბიწოდ განცემაჲ მისისა ცხორებისათჳს არა უღირს-იჩინე, და სული შენი ყოვლად-წმიდაჲ და ცხოველსმყოფელი ძისა შენისა მიერ გარდამოუვლინე მათ სიბრძნისა და ძლიერებისა და მადლით განღმრთობისა მომატყვებელად, რომელმან ჟამსა ბაბილონებრისა საცთურისასა ერთ-ჴმა და ერთ-ენა ნათესავისა მიმართ, ბოროტისა მზრახველისა, ჯერ-იჩინე მოვლინებაჲ სულისა შენისა წმიდისაჲ და საღმრთოჲთა მოწყალებითა და ქველისმოქმედებითა შენითა შეურივნენ და დაჰბადენ ენანი თესლად-თესლადთა ნათესავთა და ტომთა და ერთა განსაყოფელად, რათა ყოველი კაცი თჳსისა ნათესავისა ენასა ზედა მიუთხრობდეს საღმრთოსა დიდებასა შენსა და არა თანა-აღერეოდეს სხვათა ენათა, ერთ-ენა ქმნად, მსახურებად ბოროტისა მის პირველისა, რომელმან ტომად-ტომადსა ნათესავსა კეთილ-განსაგებელად განუწესენ მეფენი და მთავარნი, ჴელმწიფენი და წინა-მჯდომარენი, მოურავნი და განმგენი, რათა სცვიდენ და იურვიდენ შენ მიერ მომადლებულითა ენითა მეტყველსა ერსა და ტომსა, რწმუნებულსა მათდამი, და აღაორძინებდენ და განამდიდრებდენ ამას ყოვლითავე სულიერითა და ჴორციელითა კეთილითა, და განამტკიცებდენ საზღვართა მისთა, რათა არა დასადრგუნველ იქმნეს მარბიელთა უცხოთა ტომთა და ნათესავთაგან, და ჟამსა ზოგადისა შეჭირვებისასა ზედა-ადგენ ჭირვეულთა და ჴელის-აღუპყრობელთა და ძჳრ-ხილულთა, შენ, აწცა, უფალო, მოიხილე მოწყალითა თუალითა შენ მიერ დანერგულსა ვენახსა, ნათესავსა ამას ზედა ჩვენ ქართველთასა, რომელი ძლიერებისა მარჯვენისა შენისათა აღმომორჩებულ არს გარემო საყოფელთა კედარისთა, აღსარებად სახელსა შენსა წმიდასა და თაყუანისცემად საღმრთოთა სიწმიდეთა შენთა, და აწცა სათნო-იჩინე აღორძინებად და განმრავლებად და აღვსებად მათდა სულითა სიბრძნისათა, ურთიერთარსისა სიყუარულისა და საღმრთოჲსა გულისჴმის-ყოფისათა, და მოჰმადლენ მათ განმგებელად და მმართებელად მწყემსნი და ჴელმწიფენი ბრძენნი და სახიერნი, რათა არცა ერთი ცხოვარი სამწყსოჲსა თჳსისანი წარწყმიდონ, არამედ იღუწიდენ და ჰფარვიდენ და წარუმართებდენ მათ და კეთილად იპყრობდენ ყოველთა ქუეყანათა მისთა, და მკლავისა შენისა ძლიერებითა შეჰმუსრნენ ყოველნი მტერნი და მბრძოლნი, მომავალნი აღმოფხურად ენისა და ერისა ჩვენისა საყოფელთაგან მისთა, და მოჰმადლენ ძლევაჲ უხილავთაცა მტერთა ზედა და ჴელმწიფებათა ბნელისათა, რათა წინამძღურებითა მათითა შენ მიერ მოგებულმან ერმან საზეპურომან დაიმკჳდროს საუკუნო სუფევაჲ შენ-მიერი და დაუსრულებელთა მათ საუკუნეთა შინა მოუკლებელითა დიდების-მეტყველებითა გაკურთხევდეს, გაქებდეს და გიგალობდეს შენ, ქველისმოქმედსა მაგას სულთა ჩვენთასა, მხოლოდშობილისა ძისა შენისა თანა, ყოვლადწმიდით და სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და საუკუნეთა შინა საუკუნეთასა. ამინ!


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო