იულიუსის კალენდრით:
10 ივნ. 2024 წ.

კვირა
გრიგოლის კალენდრით:
23 ივნ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ სულთმოფენობას, აჭარაში წამებულ მამათა და დედათა,



სარჩევი

ლოცვა მეომართათვის. ფსალმუნი 151

ესე ფსალმუნი თჳსაგან აღიწერა დავითის მიერ და გარეშე ასერგასისთა ფსალმუნთასა, რაჟამს ეწყო გოლიათსა

უმცირეს ვიყავ მე ძმათა შორის ჩემთა და უმრწემეს სახლსა შინა მამისა ჩემისასა და ვმწყსიდი საცხოვართა მამისა ჩემისათა. ჴელთა ჩემთა ქმნეს საგალობელი, და თითთა ჩემთა განაგეს საქებელი. და ვინ-მე მიუთხრას ესე უფალსა ჩემსა და თავადმან უფალმან შეისმინა. და თავადმან გამოავლინა ანგელოზი მისი და აღმიღო მე ცხოვართაგან მამისა ჩემისათა და მცხო მე ზეთითა ცხებულისა მისისაჲთა. ძმანი ჩემნი იყვნეს კეთილ და დიდ, და არა სთნდეს იგინი უფალსა. განვედი მე შემთხუევად უცხო თესლისა მის, და მწყევდა მე კერპთა მიმართ თჳსთა; ხოლო მე ვიხადე მახვილი მისი და წარვჰკუეთე თავი მისი და აღვხოცე ყუედრებაჲ ძეთაგან ისრაელისათა.


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო