იულიუსის კალენდრით:
16 მარ. 2024 წ.

პარასკევი
გრიგოლის კალენდრით:
29 მარ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ ამბროსი აღმსარებლის (ხელაია), პიმენ სალოსისა და ანტონი მესხის ხსენებას!



სარჩევი

ლოცვა ღმრთივსათნო მეუღლის მიმადლებისათჳს

ჵ, უფალო მრავალმოწყალეო, არა მილტოლვილ ვარ სხჳსა მიმართ მკურნალისა და არცა განმიმარტებიან ჴელნი ჩემნი ღმრთისა მიმართ უცხოჲსა, არამედ შენისა სახიერებისა მიმართ, რამეთუ შენ ხარ უფალი ღმერთი, რომელსა გაქვს ჴელმწიფებაჲ ყოველთა სულთა და არა განაგდებ ვედრებასა შენდამი მოლტოლვილთასა. შენ სთქუ, უფალო, ითხოვდით და მოგეცეს თქუენ. ნუ განმიშორებ ვედრებასა ჩემსა, სახიერო, შემიწყალე მე, უფალო, ისმინე სახიერებისა შენისათჳს. ზეგარდამომივლინე მადლი შენი (მონასა/მხევალსა) ამას შენსა და დამიფარე ამპარტავნებისა და ცუდ-მეტყველებისაგან; დაე გონიერებაჲ, თავმდაბლობაჲ, მოკრძალებაჲ და უბიწოებაჲ მამშუენებდეს მე, რათა წმიდითა გულითა და მეცნიერებით აღვასრულებდე წმიდათა მცნებათა შენთა, რამეთუ შენ ხარ, რომელმან დასაბამსა შეჰქმენ მამაკაცი და დედაკაცი და მიანიჭე ბეჭედი მეუღლეობისაჲ, ოდეს სთქუ: „არა კეთილ არს ყოფად კაცი მარტო. უქმნეთ მას შემწე მისებრი“ და მოიღე-რაჲ ერთი გვერდი ადამისი, აღაშენე ცოლად მისა ევა და მიიყუანე მისდა. და ვითარცა დალოცე და აკურთხე ისინი, და დაუდგინე განმრავლებაჲ და იყუნენ ორნივე ერთ-ჴორც, ეგრეთვე შეისმინე ღაღადებაჲ ჩემი, ქალწულებრივი გულიდან აღმოთქმული შენდა მომართ: ჵ, მეუფეო ყოვლადწმიდაო, მომეც მე მეუღლე პატიოსანი და ღმრთის-მოსავი, რათა არა ვნებითა და მანკიერებითა, არამედ კრძალულებითა და მორჩილებით გავსწიო უღელი ტჳრთმძიმე მეუღლეობისაჲ. უფალო ღმერთო ჩვენო, რომელი საკრველითა სიყუარულისათა შეჰკრავ განუხსნელად, ერთობაჲ ჩვენი განუშორებელად დაამტკიცე და მოგუმადლე კეთილშვილიერებითი სიცოცხლჱ, რათა სიყუარულითა და თანხმობით ვმადლობდეთ ყოვლადწმიდასა სახელსა შენსა, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

შემდგენელი: თინათინ მჭედლიშვილი


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო