იულიუსის კალენდრით:
27 სექ. 2024 წ.

ხუთშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
10 ოქტ. 2024 წ.
მინი ვერსია



სარჩევი

ლოცვა მგზავრობის მნებებელთა

გზა და ჭეშმარიტება შენ ხარ ქრისტე, მოგზაური ანგელოსი აწ მოუვლინე მონასა შენსა მფარველად, ვითარცა ოდესმე ტობიას და ყოვლისაგან ბოროტისა და ყოვლისა კეთილმითვალულებასა შინა უვნებელად დამცველი სადიდებელად შენდა, მეოხებითა ღმრთისმშობელისათა მხოლო კაცთმოყვარე.

დიდება...

ვითარცა ლუკასა და კლეოპას თანა ემმაუს შინა მოგზაურობდი მაცხოვარ, თანა მავალ ექმენ აწ მონასაცა ამას შენსა მგზავრობის მნებებელსა, და იჴსენ იგი ყოვლისა ბოროტისა გარემოდგომილებისაგან, რამეთუ ყოველივე ძალ-გიძს რაოდენიცა გენებოს ვითარცა კაცთმოყვარე ხარ.

აწ და...

უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, რომელი ჭეშმარიტი და ცხოველი გზა ხარ, რომელმან წმიდისა იოსებ დამწინდველისა და ყოვლად-წმიდისა ქალწულისა დედისა შენისა თანა ეგვიპტეს შინა მოგზაურობაჲ ინებე და ლუკას და კლეოპას ემმაუს შინა თანა მავალ ექმენ, აწცა, ყოვლადწმიდაო მეუფეო, მდაბლად გევედრებით შენ: მონათაცა ამათ შენთა, მადლითა შენითა თანამავალ ექმენ, და ვითარცა მონასა შენსა ტობიას, ეგრეთვე ამათცა ანგელოზი მფარველი და წინამძღვარი მოუვლინე, მცველი და მხსნელი ხილულთა და უხილავთა მტერთა ყოვლისა გარემოდგომილებისაგან, და მცნებათა შენთა აღსრულებისა მასწავლელი, მშვიდობით და წარმატებით და ჴორცთა მრთელობით და უშფოთველად სახლსა თჳსსა მომყვანებელი; და სადიდებელად შენისა მოეც მათ ყოველი კეთილი, წარმატებით აღსრულებად განზრახვისა მათისა შენდა სათნო ყოფისა გამო. რამეთუ შენი არს შეწყალება და ხსნაჲ ჩვენი და შენდა დიდებასა აღუავლენთ თანა დაუსაბამოჲთ მამით შენით და ყოვლად წმიდით და სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

ლოცვა მგზავრობის ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისა მიმართ

ჵ, ყოვლად წმიდაო დედუფალო ჩემო, ღმრთისმშობელო ქალწულო, ოდიგიტრია, მფარველო და სასოებაო ხსნისა ჩემისაო, გზასა ამას, წინადაგებულსა ჩემსა, აწცა მნებავს წარსვლად და ჟამსა ამას მგზავრობისა ჩემისასა შეგვედრებ შენ, ყოვლად მოწყალესა დედასა ჩემსა, სულსა და ჴორცსა ჩემსა, ყოველთა გონიერთა და ჴორციელთა ძალთა ჩემთა, და სრულად მინდობილ ვარ ძლიერსა მოხედვასა შენსა. ჵ, სახიერო თანამგზავრო და მფარველო ჩემო, გულსმოდგინედ გვედრი შენ, რათა არარაჲ მევნოს მე გზასა ამას, არამედ წინამძღვარ მექმენ მე მას ზედა და წარმიმართე იგი ყოვლად-წმიდაო, ოდიგიტრია, ვითარცა თჳთ უწყი სადიდებელად ძისა შენისა, უფლისა ჩემისა იესუ ქრისტესი. შემწე მექმენ მე ყოველსა ზედა, უმეტესად ჟამსა ამას შორისა და სამძიმოსა მგზავრობისასა დამიფარე მე ძალმოსილითა საფარველითა შენითა ყოველთაგან ჩემზედა მომავალისა ჭირთა და მწუხარებათაგან, ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, და ევედრე ჩემთჳს, ჵ, დედუფალო ჩემო, ძესა შენსა ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა, რათა მომივლინოს მე შეწევნად ანგელოსი თჳსი მშვიდობისა, ჭეშმარიტი წინამძღვარი და მცველი, ვითარცა ძველად მოუვლინა მონასა თჳსსა ტობიას რაფაელი ყოველსა ადგილსა და ყოველსა ჟამსა მგზავრობისა მისისასა მცველი მისი ყოვლისა ბოროტისაგან; რათა ეგრეთვე მგზავრობისა ჩემისა მშვიდობით წარმმართველმან, და ზეციურითა ძალითა თჳსითა ჩემისა დამფარველმან, ღირს მყოს უვნებელად, მშვიდობით და სიმრთელით სახლსა შინა თჳსსა დაბრუნებად, სადიდებელად წმიდისა სახელისა მისისა, რათა ვადიდებდე და ვაკურთხევდე მას ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა და შენცა აღგამაღლებდე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო