იულიუსის კალენდრით:
10 აპრ. 2024 წ.

სამშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
23 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ ქვაბთახევის მონასტერში წამებულ დედათა ხსენებას!



სარჩევი

დაუჯდომელი მიცვალებულთა სულთა შეწევნისათვის

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. ამინ!
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისათა და ყოველთა წმიდათათა, შეგჳწყალენ. ჩვენ. ამინ!
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

დასაწყისი ლოცვები

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის). დიდება... აწ და...
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ... (3-გზის)

ფსალმუნი 50

3. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცე უშჯულოებაჲ ჩემი.
4. უფროჲს განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
5. რამეთუ უშჯულოებაჲ ჩემი მე უწყი, და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
6. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რათა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
7. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშუა მე დედამან ჩემმან.
8. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
9. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე.
10. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
11. გარემიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღჴოცენ.
12. გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
13. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
14. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე.
15. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
16. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა.
17. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
18. რამეთუ უკუეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა; არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
19. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს.
20. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
21. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

დიდება... აწ და... ალილუია... (3-გზის)

კონდაკი 1

მიუწთომელითა განგებულებითა შენითა, სამარადისოჲსა საშუებელისათჳს სოფლისა განმამზადებელო, რომელმან სიღრმითა განგებულებათა შენთათა უწყი კაცად-კაცადისა საზღვარი და წესი და განგებაჲ ცხორებისა მათისაჲ, შენ, უფალო, მიუტევენ საუკუნითგან გარდაცვალებულთა ყოველნივე შეცოდებანი მათნი, დააწესენ იგინი სიხარულსა და ნათელსა მართალთასა, წიაღთა მამისათა მიიქუ შენდა მოლტოლვილნი და შეისმინე ჩვენი, რომელნი აღვასრულებთ ჴსენებასა მათსა და ვგალობთ:
უფალო, სიყუარულო გამოუთქმელო, მოიჴსენენ გარდაცვალებულნი მონანი და მჴევალნი შენნი.

იკოსი 1

რაჟამს მოავლინე, უფალო, ქუეყნად მხოლოდშობილი ძე შენი, რომელმან იჴსნა წარწყმედისაგან ადამ დანთქმული და მისთანა პირველმოწყუედილნი კაცნი, გამოგვიბრწყინვე ჩვენ ჯუარითა და აღდგომითა მისითა ცხორებაჲ უოხჭნოჲ, ვინაჲცა მსასოებელნი შენთა მათ წყალობათა უფსკრულთანი, მოლოდებითა უხრწნელისა მის შენისა სასუფეველისა, ვითხოვთ მონიჭებასა მისსა მიცვალებულთათჳს და გევედრებით: მიჰმადლე სიხარული სულთა მიცვალებულთასა, რომელთა იტანჯნეს საწუთოსა ამას შინა ჭირთა და სალმობათაგან, ღირს-ყვენ იგინი დაცხრომად სულთქმათა და მწუხარებათა მათთასა, შეივედრე, უფალო, იგინი წიაღთა შინა შენთა, ვითარცა შეივედრებს დედაჲ შვილთა თჳსთა და არქუ მათ: „მოგეტევნეს თქვენ შეცოდებანი თქუენნი“. მიიხუნე იგინი, უფალო, ნეტარსა და მყუდროსა ნავთსაყუდელსა შენსა, რათა მარადის იხარებდენ საღმრთოჲთა მით დიდებითა შენითა.
უფალო, სიყუარულო გამოუთქმელო, მოიჴსენენ გარდაცვალებულნი მონანი და მჴევალნი შენნი.

კონდაკი 2

ელვარებითა უზესთაეს განბრძნობილსა ღირსსა მაკარის ჴმობდა თავისა ქალაჲ წარმართისაჲ: „ოდეს ჰყოფთ ლოცვასა, ჯოჯოხეთს შინა ტანჯულნიცა წარმართნი, ნუგეშინისცემულ იქმნებიან“. ჵ საკჳრველო ძალო ლოცვათა ქრისტეანეთაო, რომელთა მიერ ქუესკნელისანიცა წუთღა ლხინებულ იქმნებიან, რაჟამს ყოვლისა ქუეყანისათჳს ვღაღადებთ: ალილუია.

იკოსი 2

თქუა ოდესმე ღირსმან მამამან ისაკ ასურმან: „გული აღვსილი კეთილმოწლეობითა კაცთათჳს, პირუტყვთათჳს და ყოველთა დაბადებულთათჳს ყოველსა ჟამსა ცრემლოჲსა და ლოცვითა ღაღადებს, რათა დაცულ იქმნენ და განიწმიდნენ“. ეგრეთვე ჩვენცა ყოველნი, საუკუნითგან გარდაცვალებულთათჳს კადნიერებით ვჴმობთ უფლისა მიმართ: მოგუმადლე, უფალო, მგზნებარე იგი ნიჭი ლოცვისაჲ მიცვალებულთა მათთჳს, მოიჴსენე, უფალო, ყოველნი, რომელთა გუამცნეს ჩვენ უღირსთა, მოჴსენებაჲ მათი ლოცვათა შინა ჩვენთა; მიუტევენ მათ მათგანვე დავიწყებული იგი ცოდვანი მათნი; მოიჴსენე, უფალო, თჳნიერ ლოცვისა დაფლულნი, მიიხუენ იგი სამკჳდრებელსა შინა შენსა მოულოდებელისა ჭირისა ანუ თუ საწუთოჲსა სიხარულისა მიერ სიკუდილითა მით მეყსეულითა გარდაცვალებულნი.
უფალო, სიყუარულო გამოუთქმელო, მოიჴსენენ გარდაცვალებულნი მონანი და მჴევალნი შენნი.

კონდაკი 3

ბრალეულ ვართ ჭირისათჳს სოფლისა, ვითარცა მრავალცოდვილნი, რამეთუ ცოდვასა შინა დაცემითა განიბძარა ნეტარებაჲ და შუენიერებაჲ ღმრთისა მიერ შექმნულთაჲ. ჵ, რომელი-ეგე უდიდეს ხარ შორის ყოველთა მათ უბრალო ტანჯულთასა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელსა მხოლოსა ძალგიძს მიტევებაჲ ცოდვათაჲ, აწცა მიუტევენ მართლმადიდებლობით აღსრულებულთა მათ კაცთა ყოველნი ცოდვანი მათ მიერ ქმნულნი და მოანიჭე ქუეყანასა ამას პირველქმნული განგებულებაჲ შენი კეთილი, რათა ყოველნი ერთობით ღაღადებდენ: ალილუია.

იკოსი 3

ნათელო მხიარულო, გამომსყიდველო ყოვლისა სოფლისაო, აჰა, ესერა გვესმის ჯუარისაგან ღაღადებაჲ შენი, აღვლენილი მტერთა შენთათჳს: „მამაო, მიუტევე მათ“. მიმხედველნი შენისა მიმტევებლობისანი კადნიერებით ვევედრებით მამასა ჩვენსა ზეცათასა გონიერყოფისათჳს მტერთა შენთასა და ვჴმობთ შენდამი: მოგჳტევენ, უფალო, ჩვენცა, რომელთა სისხლი უბრალოჲ ვღვარეთ და ამის მიერ გზაჲ საწუთოჲსა ამის ცხორებისა ჩვენისაჲ აღვავსეთ მწუხარებითა, ხოლო კეთილდღეობაჲ ჩვენი მოყვასთა ჩვენთა ზედა ვაშენეთ. ნუ დასჯი, მეუფეო, მდევნელთა ჩვენთა, რომელნი ბოროტად ცილსა გუწამებენ ჩვენ, და მიაგე მათ მოწყალებითა შენითა, რომელთა მოგაგეს შენ კიცხევაჲ და შეურაცხისყოფაჲ უმეცრებითა თჳსითა. აჰა, ესერა ლოცვაჲ ესე წმიდაჲ, გონიერყოფისათჳს მათისა აღვლენილი, იყოს წარმართებულ საიდუმლოჲთა ამით წინადაგებისათა.
უფალო, სიყუარულო გამოუთქმელო, მოიჴსენენ გარდაცვალებულნი მონანი და მჴევალნი შენნი.

კონდაკი 4

აცხოვნენ, უფალო, ყოველნი მართლმადიდებელნი - ტანჯვითა აღსრულებულნი, მოკლულნი, ცოცხლებით დაფლულნი, ყოველნი, რომელნი დაჰფარნა წყალმან და დასცნა ბრძოლამან, და ძრვამან, და სრვამან, და სიყმილმან, ცეცხლმან შემწუველმან, რომელნი მჴეცთაგან და ქუეწარმავალთა და მფრინველთა მიერ იქმნეს განლეულნი და რომელნი ყინელითა დაიზრნენ, და ყოველნი მაღლით ქუეშთამოვარდნითა აღესრულნენ, დააწესენ, უფალო, სულნი მათნი საუკუნოსა მას სახარულევანსა ადგილსა შენსა, რათა გაკურთხევდენ შენ, მრავალმოწყალესა ღმერთსა ჩვენსა, და ღაღადებდენ: ალილუია.

იკოსი 4

ყოველთა, სიჭაბუკესა შინა საფლავსა შთანთქმულთა, რომელნი საწუთოჲსა ამის ეკლითა მოწყლულ იქმნენ, უხვებითა მოწყალებისა შენისათა მიაგენ მათ უფსკრული სიყუარულისა შენისაჲ, უფალო, და მიჰმადლენ მისაგებელი შენი ყოველთა, რომელნი სამძიმოჲსა მის დაშრომისაგან გარდაიცვალნენ, საშუებელსა სამოთხისასა დააწესენ იგინი - ყრმანი და ქალწულნი, და ღირს-ყვენ იგინი ძისა შენისა სერობისა მხიარულებასა. ნუგეშინისმცემელ-ექმენ, უფალო, მშობელთა, რომელნიცა იურვიან გარდაცვალებულთა მათ შვილთა მათთათჳს, განუსუენენ სულთა მათ უმემკჳდროდ აღსრულებულთასა, რომელთათჳს არავინ არს, ვინმცა ვინ ლოცვაჲ აღავლინა შენდამი, სოფლისა შემოქმედისა. ამისთჳსცა გევედრებით, ბრწყინვალებითა მით მრავალმოწყალებისა შენისათა განაქარვენ ცოდვანი მათნი.
უფალო, სიყუარულო გამოუთქმელო, მოიჴსენენ გარდაცვალებულნი მონანი და მჴევალნი შენნი.

კონდაკი 5

ნიშად უოხჭნოდ გულისჴმისყოფისა და სინანულისა მოცემულ არს ჩვენდა სიკუდილი, უფალო. მრისხანებითა ელვარებისა მისისათა ამაოებაჲ საწუთოჲსა ამის შიშუელ-იქმნების, რაჟამს დასცხრებიან ჴორციელნი ვნებანი და ტანჯვანი ჩვენნი, რაჟამს მდაბალ-იქმნების გონებაჲ ურჩი, და რაჟამს კაცად-კაცადნი, ცოდვითა დანთქმულნი და უსასო ქმნილნი, სარეცელსა ზედა სიკუდილისასა აღუარებენ საუკუნოსა მას არსებასა შენსა და შენისა მოწყალებისა მიმართ ღაღადებენ: ალილუია.

იკოსი 5

მამაო ყოვლისა ნუგეშინისცემისაო, მზითა განმაბრწყინვებელო, ნაყოფითა დამატკბობელო და განმამხიარულებელო ჩვენო შუენიერებითა სოფლისათა, გვრწამს, რამეთუ მოწყალებაჲ შენი, რომლითა ჩვენ ცოდვილთა მარადღე გუწყალობ, არასადა დაილევის მერმისაცა შინა ცხორებასა ჩვენსა, ხოლო შევწუხენით მათთჳს, რომელნი უშჯულოებითა და მძჳნვარებითა აგინებენ სიწმიდეთა შენთა. ჰყავ, უფალო, მათ ზედაცა ნებაჲ შენი გონიერმყოფელი და სინანულად მომყვანებელი, და გევედრებით, უფალო, დააცხრე ალი ცოდვათა მათთა უფსკრულსა შინა წყალობისა შენისასა.
უფალო, სიყუარულო გამოუთქმელო, მოიჴსენენ გარდაცვალებულნი მონანი და მჴევალნი შენნი.

კონდაკი 6

საშინელ არს სიბნელე სულისა, ღმრთისაგან განშორებულისა, სჳნდისისა ქენჯნაჲ, კბილთა ღრჭენაჲ, ცეცხლი დაუშრეტელი და მატლი დაუძინებელი. ვძრწი ეგევითარისა მისაგებელისათჳს, და ვითარცა თავისა თჳსისათჳს, გევედრები მათთჳს, უფალო, რათა ცუარად მაგრილობელად ექმნეს მათ გალობაჲ ჩვენი: ალილუია.

იკოსი 6

მსხდომარეთა მათ ბნელსა შინა გამოუბრწყინდა ნათელი შენი, ქრისტე ღმეთო ჩვენო, - მსხდომარეთა ჯოჯოხეთსა შინა და აჩრდილთა ქუეშე სიკუდილისათა - რამეთუ შთაჰჴედ რა ჯოჯოხეთად, აღმომყვანებელ ექმენ ყოველთა მუნ მყოფთა სულთა მართალთასა, რომელთაცა არა უვარ-გყვეს შენ. აწცა მოხედენ სულთა ამათ მართლმადიდებლობით აღსრულებულთასა, და ეყავნ მათ სიყუარული შენი არა ცეცხლად შემწუველად, არამედ საგრილად სამოთხისა.
უფალო, სიყუარულო გამოუთქმელო, მოიჴსენენ გარდაცვალებულნი მონანი და მჴევალნი შენნი.

კონდაკი 7

შეეწიენ, უფალო, მარჯვენითა შენითა მათ, რომელნი ჰზრუნვენ გარდაცვალებულთა მონათა და მჴევალთა შენთათჳს და მიეც მათ წადიერებაჲ ლოცვისა, რათა მოიჴსენებდენ სულთა მიცვალებულთა მონათა და მჴევალთა შენთასა, იქმოდენ საქმეთა კეთილთა და იღუწიდენ მათთჳს ღაღადებით: ალილუია.

იკოსი 7

კათოლიკე ეკლესიაჲ უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი მარადღე დაუცხრომელად აღავლენს სოფელსა ამას შინა ლოცვასა სულთათჳს მიცვალებულთასა, რამეთუ ვინაჲთგან სისხლითა მით საუფლოჲთა განიწმიდნეს ცოდვანი სოფლისანი, სიკუდილისაგან ცხორებად და ქუეყანისაგან ზეცად, წინაშე ღმრთისა საკურთხეველისა აღწევნასა სასოებენ სულნი მართლმადიდებლობით გარდაცვალებულთანი. შეიწყალენ იგინი, უფალო, მეოხებითა ღმრთისმშობელისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, რომელნი დღითი-დღე დაუცხრომელად ღაღადებენ შენდამი. მიითუალენ, უფალო, ვედრებანი და მოწყალებანი ჩვენნი მათთჳს აღვლენილნი, ვითარცა მოჴსენებაჲ მათ მიერთა ქმნულთა ღმრთისსათნოთა საქმეთანი.
უფალო, სიყუარულო გამოუთქმელო, მოიჴსენენ გარდაცვალებულნი მონანი და მჴევალნი შენნი.

კონდაკი 8

საწუთოჲ ესე სოფელი საფლავი არს ზოგადი. აჰა, ესერა ყოვლით კერძო არს ფერფლი და ნაცარი მამათა და ძმათა ჩვენთა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, შენ მხოლოო კაცთმოყუარეო, მიუტევენ საუკუნითგან გარდაცვალებულთა მათ მართლმადიდებელთა მონათა და მჴევალთა შენთა შეცოდებანი მათნი, რათა ერთობით გიღაღადებდენ: ალილუია.

იკოსი 8

მოვალს დღჱ, ვითარცა ღუმელი მჴურვალე ყოვლისშემწუველი, დღჱ იგი უკანასკნელი დიდებულისა მის და საშინელისა სამსჯავროჲსა, სადა განცხადენ კაცად-კაცადთა საიდუმლონი და განეხუნენ წიგნნი სჳნდისისანი: „დაეგენით ღმერთსა - ღაღადებს მოციქული პავლე, -დაეგენით, ვიდრე მოვალს დღჱ იგი საშინელისა სამსჯავროჲსაჲ“. განგუაძლიერენ, ღმერთო, რათა ცრემლთა მიერ ჩვენ ცოცხალთა შემწე ვექმნნეთ სულთა მართლმადიდებლობით აღსრულებულთა და ექმნას მათ ჟამსა უკანასკნელისა სამსჯავროჲსა ანგელოზისა მის საყჳრისა ჴმაჲ კეთილმაუწყებელად ცხოვნებისა და ღირს-ჰყვენ იგინი სახარულევანსა შეწყალებასა შენსა, დიდებითა გჳრგჳნოსან-ჰყვენ, უფალო, მართლმადიდებლობით აღსრულებულნი და დაჰფარენ სახიერებითა შენითაშეცოდებანი უძლურებათა მათთანი. უფალო, მცნობელო ყოველთაო, რომელნი სახელითა შენითა გხადოდიან შენ, მოიჴსენენ მონაზონნი შენნი, მოძღუარნი კურთხეულნი და სამწყოსნი მათნი, რომელნი მოიცვალნეს შენდა.
უფალო, სიყუარულო გამოუთქმელო, მოიჴსენენ გარდაცვალებულნი მონანი და მჴევალნი შენნი.

კონდაკი 9

ლოცვა ყავთ ჟამსა ამას მსწრაფლწარმავალსა, ყოველსა წუთსა, ყოველსა წამსა, რომელიცა მიგვაახლებს საუკუნოსა, რამეთუ ახალი სალმობაჲ ყოველი და ახალი მჴცე გვაუწყებს განჴრწნადობასა ჴორცთა ჩვენთასა და აღგვძრავს ჩვენ ძიებად საუკუნოსა მის სასუფეველისა, სადა იგი არა არს ჭირი, მწუხარებაჲ, არა ურვაჲ, არცა სულთქმაჲ, არამედ სახარულევანი გალობაჲ ესრეთ: ალილუია.

იკოსი 9

ვითარცა ხესა ჟამითი-ჟამად დასცჳვენ ფოთოლნი თჳსნი, ეგრეთვე დღენიცა ცხორებისა ჩვენისანი ჟამთა წარჴდომითა მოკლებასა შინა არიან, რაჟამს დაჭნების განცხრომაჲ სიჭაბუკისა, დაშრტების ლამპარი იგი სიხარულისა და მოიწევის მარტოდმყოფობაჲ სიბერისა, რამეთუ ნათესავნი და მეგობარნი მიიცვალებიან. სადა იყოფვით ყრმანო მედღესასწაულენო?! უტყვ არიან საფლავნი მათნი, ხოლო სულნი მათნი მარჯვენესა შინა შენსა ჰგიენ. გულისჴმა-ვყოთ მოლოდებასა მათსა უნივთოსა მას სამკჳდრებელსა. უფალო, რომელი-ეგე ხარ მზე უნათლესი, განატფენ და განანათლენ სულნი მართლმადიდებლობით აღსრულებულთანი და ღირს-გვყვენ ჩვენ სახარულევანსა შეკრებასა ჩვენსა ცათა შინა, რათა ერთობით გადიდებდეთ შენ. მიჰმადლე მათ ჩჩჳლობისა სიწმიდესა და ჭაბუკობისა უზრუნველობასა კვალად გებაჲ და ეყავნ მათ დღესასწაული იგი პასექისაჲ ცხორებად საუკუნოდ.
უფალო, სიყუარულო გამოუთქმელო, მოიჴსენენ გარდაცვალებულნი მონანი და მჴევალნი შენნი.

კონდაკი 10

დადინებულ არიან ცრემლნი ჩვენნი საფლავსა ზედა ნათესავთა ჩვენთასა; სასოებითა გევედრებით და იმედნეულად გიღაღადებთ: გუამცენ ჩვენ, უფალო, მიტევებისათჳს ცოდვათა მათთასა და განუცხადე სულთა ჩვენთა, საიდუმლოჲთა მით გამოცხადებითა შენითა, ესე ყოველი, რათა გიღაღადებდეთ: ალილუია.

იკოსი 10

რაჟამს გულისჴმა-ვყოფ წარსულსა მას გზასა ცხორებისა ჩვენისასა, მივხედავ კაცად-კაცადთა სიმრავლესა საუკუნითგან დღესამომდე გარდაცვალებულთასა და ღმრთისსათნოთა მათ საქმეთა მათთა და გიღაღადებ: ღირს-ყვენ, უფალო, ცათა შინა დიდებასა შენსა მშობელნი და მახლობელნი ჩემნი, რომელნიცა მღჳძარე არიან ყრმობისა ჩემისა სასთუნალსა ზედა, მზრდელნი და გამომზრდელნი ჩემნი. განადიდენ, უფალო, წინაშე წმიდათა ანგელოზთა ყოველნი, რომელთაცა მახარეს მე სიტყუაჲ, სიკეთე და სიმართლე მაცხოვარებისა და წმიდითა მით ცხორებითა თჳსითა განმსწავლეს მე. დაატკბე, უფალო, ცხორებაჲ მათი, ვინაჲცა ვითარცა მანანაჲ ზეცათა, ესრეთ მომივლინე იგი სალმობათა შინა ჩემთა, ყოველთა კეთილისმყოფელთა და სათნომყოფელთა მიაგე, უფალო, და აცხოვნენ იგინი.
უფალო, სიყუარულო გამოუთქმელო, მოიჴსენენ გარდაცვალებულნი მონანი და მჴევალნი შენნი.

კონდაკი 11

სადა არს სიკუდილო საწერტელი შენი, სადა არს წყუდიადი და საშინელებაჲ შენი წინანდელი? ამიერითგან სასურველ ხარ შენ მართალთათჳს, ვითარცა განუყოფელად ღმრთისა შემაერთებელი. ჵ სიმშჳდეო დიდო საიდუმლოჲსა შაბათისაო, რამეთუ „სურვიელ ვართ, რათა მოვკუდეთ და ქრისტეს თანა ვიყოფვოდეთ“ -სიტყჳსაებრ მოციქულისა; ამისთჳს ჩვენცა, რომელნი ვხედავთ სიკუდილსა, ვითარცა გზასა მას, მიმყუანებელსა საუკუნოდ, ღაღად-ვჰყოთ: ალილუია.

იკოსი 11

აღდგენ მკუდარნი და მყოფნი საფლავთა შინა და იხარებდენ მართალნი, რამეთუ აღდგენ იგინი უჴრწნელნი, ნათლად განდიდებულნი. ჵ განჴმელნო ძუალნო, ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ: „აჰა, მე მოვიყუანო თქუენ ზედა სული ცხორებისა და მივსცე თქუენ ზედა ტყავი და მივსცე სული ჩემი თქუენ ზედა და განცოცხლდეთ და სცნათ, რამეთუ მე ვარ უფალი“.

აღდგენ ძუელთა მათ ჟამთაგან ძისა მიერ ღმრთისა სყიდულნი და სიკუდილითა მისითა განჴსნილნი, რომელთა გამოუბრწყინდა ნათელი იგი აღდგომისა; აწცა განახუენ მათთჳს, უფალო, უფსკრულნი შენისა სისრულისანი, რომელნი-ეგე ჰნათობდი მათთჳს სინათლითა მზისა და მთოვარისათა, რათა იხილონ მათ ნათელი იგი დაუღამებელი შენისა ღმრთეებისა.
უფალო, სიყუარულო გამოუთქმელო, მოიჴსენენ გარდაცვალებულნი მონანი და მჴევალნი შენნი.

კონდაკი 12

ვერ დაიმკჳდროს სასუფეველი ღმრთისა ჴრწნადმან ამან ჴორცმან და სისხლმან ჩვენმან. ამისთჳსცა ვიდრეღა ვიყოფვით ჴორცთა შინა, განშორებულ ვართ სასუფეველისაგან ქრისტეს ღმრთისა ჩვენისაჲსა, და დაღაცათუ მოვკუდებით, განვცოცხლდებით, უკუეთუ ღირს-ვიყოთ საუკუნოჲსა მის ცხორებისათჳს, რამეთუ ჯერ არს შემოსად უჴრწნელებაჲ ჴრწნადისა მის წილ ჴორცთა ჩვენთაჲსა და მოკუდავისა მის წილ შემოსად უკუდავებაჲ, რათა ვგალობდეთ ცხორებასა მას შინა დაუღამებელისა ნათლისასა: ალილუია.

იკოსი 12

მოველით მიგებებასა უფლისა მიმართ, მოველით აღდგომისა ნათელსა ცისკროვანსა, მოველით აღდგომასა საფლავთაგან ნათესავთა და მახლობელთა ჩვენთასა, ვსასოებთ განცხოველებასა მათსა უკეთილკრძალულესსა შუენიერებასა შინა; მოწევნადსა ცვალებასა ყოვლისა დაბადებულისასა წინავდღესასწაულობთ და შემოქმედისა ჩვენისადმი ვღაღადებთ: უფალო, რომელმან სახიერებითა შენითა დაჰბადე ყოველი, და აჰა, ესერა კეთილ-იყო ფრიად, რომელი-ეგე ხარ ჩვენ, დანთქმულთა უფსკრულსა ცოდვისასა, განმწმედელი და აღმადგინებელი. მიეც სუფევაჲ სულთა მართლმადიდებლობით აღსრულებულთასა ახალსა შინა ცხორებასა, ცათა შინა განაბრწყინვენ იგინი, ვითარცა მნათობნი, კრავად საღმრთოდ ექმენ მათ შენდა დღედ დაუღამებალად; მოგუმადლენ ჩვენცა, უფალო, რათა შევერთნეთ დაუსრულებელსა მას სიხარულსა მათსა და მათ თანა ვდღესასწაულობდეთ პასექსა უჴრწნელებისასა.
უფალო, სიყუარულო გამოუთქმელო, მოიჴსენენ გარდაცვალებულნი მონანი და მჴევალნი შენნი.

კონდაკი 13

ჵ მამაო დაუსაბამოო და ყოვლადმოწყალეო, რომელსა გენება რაჲ ცხორებაჲ ყოველთა კაცთა წარწყმედულთა, მოუვლინე მათ ძე შენი და მიჰფინე მათ ზედა სული შენი ცხოველსმყოფელი, შეიწყალენ, მიუტევენ და აცხოვნენ ნათესავნი და მახლობელნი ჩვენნი და ყოველნი საუკუნითგან გარდაცვალებულნი და მოიხილე ჩვენ ცოდვილთა ზედა, რათა შენ, მაცხოვარსა ღმერთსა ჩვენსა, მათ თანა გიღაღადებდეთ ძლევისა გალობასა: ალილუია.
(ეს კონდაკი 3-ჯერ)

იკოსი 1

რაჟამს მოავლინე, უფალო, ქუეყნად მხოლოდშობილი ძე შენი, რომელმან იჴსნა წარწყმედისაგან ადამ დანთქმული და მისთანა პირველმოწყუედილნი კაცნი, გამოგვიბრწყინვე ჩვენ ჯუარითა და აღდგომითა მისითა ცხორებაჲ უოხჭნოჲ, ვინაჲცა მსასოებელნი შენთა მათ წყალობათა უფსკრულთანი, მოლოდებითა უხრწნელისა მის შენისა სასუფეველისა, ვითხოვთ მონიჭებასა მისსა მიცვალებულთათჳს და გევედრებით: მიჰმადლე სიხარული სულთა მიცვალებულთასა, რომელთა იტანჯნეს საწუთოსა ამას შინა ჭირთა და სალმობათაგან, ღირს-ყვენ იგინი დაცხრომად სულთქმათა და მწუხარებათა მათთასა, შეივედრე, უფალო, იგინი წიაღთა შინა შენთა, ვითარცა შეივედრებს დედაჲ შვილთა თჳსთა და არქუ მათ: „მოგეტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი“. მიიხუნე იგინი, უფალო, ნეტარსა და მყუდროსა ნავთსაყუდელსა შენსა, რათა მარადის იხარებდენ საღმრთოჲთა მით დიდებითა შენითა.
უფალო, სიყუარულო გამოუთქმელო, მოიჴსენენ გარდაცვალებულნი მონანი და მჴევალნი შენნი.

კონდაკი 1

მიუწთომელითა განგებულებითა შენითა, სამარადისოჲსა საშუებელისათჳს სოფლისა განმამზადებელო, რომელმან სიღრმითა განგებულებათა შენთათა უწყი კაცად-კაცადისა საზღვარი და წესი და განგებაჲ ცხორებისა მათისაჲ, შენ, უფალო, მიუტევენ საუკუნითგან გარდაცვალებულთა ყოველნივე შეცოდებანი მათნი, დააწესენ იგინი სიხარულსა და ნათელსა მართალთასა, წიაღთა მამისათა მიიქუ შენდა მოლტოლვილნი და შეისმინე ჩვენი, რომელნი აღვასრულებთ ჴსენებასა მათსა და ვგალობთ:
უფალო, სიყუარულო გამოუთქმელო, მოიჴსენენ გარდაცვალებულნი მონანი და მჴევალნი შენნი.

სავედრებელი ლოცვა

ღმერთო სულთაო და ყოველთა ჴორციელთაო, რომელმან ჩვენთჳს ჯვარცმაჲ და სიკუდილი დაითმინე, რომელმან წარმოსტყვენე ჯოჯოხეთისა იგი ძალი და შენ თანა აღადგინე პირველმომწყდარნი კაცნი, ღმერთო, მაცხოვარო ჩვენო, რომელი ცხოველთა და მკუდართა ზედა ჰჴელმწიფებ და რომელმან სიბრძნით ჰქმენ ყოველივე, რომელმან მოგვივლინენ ჩვენ წინაჲსწარმეტყველნი, რათა გვაუწყონ მოსვლაჲ შენი, რომლისა დიდებაჲ ჰქადაგეს მოციქულთა, ხოლო სხვათა განანათლნეს წარმართნი ნათლისღებითა, და მოწამეთა შენთა მიიღეს გჳრგჳნი წამებისაჲ და შენდამი ვედრებასა შესწირვენ და ჩვენცა ვჴმობთ მათ თანა:

განუსვენე, ღმერთო, სულთა მონათა და მჴევალთა შენთასა, რომელნიცა სარწმუნოებით მოიცვალნეს შენდა, განუსვენე მათ საყოფელსა ცხოველთასა, სადა არა არს ჭირი, მწუხარებაჲ და სულთქმაჲ, განსწმიდე ვითარცა კაცთმოყვარემან და იჴსენ საუკუნოსა სასჯელისაგან მამანი და მამის მამანი, პაპანი და პაპის პაპანი და პირველშობილთაგან უკანასკნელამდე, მოწესენი, ერისკაცნი, ჭაბუკნი და ქალწულნი, ქუაბთა და უდაბნოთა აღსრულებულნი, რომელთა შეისუენეს სალმობათა მიერ და გარეშე სალმობისა, სიხარულისა მიერ და წუხილისა, განუსვენე, ქრისტე მაცხოვარ, წყალობით, რომელნი გესვიდეს შენ და რომელნი წარიტაცნეს მჴეცთა და პირუტყვთა მიერ და რომელნი მოსრნა ყინელმან, სეტყუამან, თოვლმან და წვიმათა, და ღუართა, და ნაფშუენმან, და დაფარნა ქუეყანამან; აჴოცენ, მეუფეო, თანანადებნი ყოველთა ტომთა და ნათესავთანი ყოველსა ჰასაკსა შინა შენდა შეცოდებულთანი, აჴოცენ, მაცხოვარ, და ღირს-ჰყვენ დაუსჯელად წარდგომად წინაშე საყდართა შენთა.

რაჟამს განიკითხვიდე ყოველთა, წინაშე პირსა შენსა მდგომარეთა შიშუელთა; რაჟამს უკანასკნელითა მით საყჳრითა ანგელოზთა შენთა დაჰსცენ საყჳრსა აღდგომად ცხორებისად ყოველთა მორწმუნეთა; საშინელსა მეორედ მოსვლასა შენსა მარჯვენეთა მათ თანა დაადგინენ, მჴსნელო, რომელთა-იგი გმონეს სოფელსა ამას შინა მართლმადიდებლობით და მოიცვალნეს შენდა წადიერებით, სიტყჳსგებაჲ სათნოჲ და კეთილი მიჰმადლე მათ.

ღირს-ჰყვენ ყოველნი, ხატად შენდა შექმნილნი, უფალო, აღმასრულებელნი ცხოველსმყოფელთა შენთა მცნებათანი სასუფეველსა შენსა, მეოხებითა ყოვლადუხრწნელისა დედისა შენისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა. ამინ!

ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღმრთისა ჩვენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

დიდებ... აწ და... უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათათა, შეგჳწყალენ ჩვენ. ამინ!


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო