იულიუსის კალენდრით:
27 სექ. 2024 წ.

ხუთშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
10 ოქტ. 2024 წ.
მინი ვერსია



სარჩევი

ქვრივი დედაკაცის ლოცვა

უფალო იესუ ქრისტე, ყოვლისმპყრობელო, შენ ხარ ნუგეში მგლოვარეთაჲ, მფარველი ქვრივთა და ობოლთაჲ. შენ სთქუ ესე: „დღესა ჭირისა შენისასა ღაღად-ვყავ ჩემდამი და მე ვისმინო შენი“. ჟამსა ჩემისა სალმობისასა მოვივლტი შენდამი და გევედრები: ნუ მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და ისმინე ლოცვისა ჩემისა, რომელ ცრემლთა მიერ ჩემთა მოგიძღუანე შენ.

უფალო, მეუფეო ყოველთაო, ვითარცა ჯერ-იჩინე შეერთებაჲ ჩემი მონისა შენისა (სახელი) თანა, რათა ვიყვნეთ ერთ სულ და ერთ ჴორც, და ვითარცა მომეც მონაჲ ესე შენი თანამეუღლედ და მცველად ჩემდა, ეგრეთვე ყოვლადბრძნითა და სახიერებითა ნებითა შენითა ინებე განშორებაჲ ჩემგან მონისაჲ მის და მარტოდ ყოფაჲ ჩემი. მოვიდრეკ მუჴლთა ჩემთა წინაშე ნებისა შენისა და ჟამსა მწუხარებისა ჩემისასა მოვივლტი შენდამო. დააცხრე, უფალო, ურვაჲ სულისა ჩემისაჲ განშორებისათჳს მონისა შენისა და მეგობრისა ჩემისა (სახელი) და დაღაცათუ დაკლებულ ვიქმენ მე მისგან, ნუ მომაკლებ წყალობასა შენსა, და ვითარცა შეიწირე ორი იგი მწულილი ქვრივისაჲ მის, ეგრეთცა მიითუალე ლოცვაჲცა ესე ჩემი.

მოიჴსენე, უფალო, სული აღსრულებულისა მონისა შენისაჲ (სახელი), მიუტევენ მას ყოველნი შეცოდებანი მისნი ნებსითნი და უნებლიეთნი, უკუეთუ გცოდა მან სიტყჳთ ანუ საქმით, მეცნიერებით ანუ უმეცრებით, ნუ წარწყმედ მონასა შენსა უსჯულოებათა შინა თჳსთა და ნუ მიაგებ სატანჯველსა სამარადისოსა, არამედ მიუტევენ და აჴოცენ ყოველნი შეცოდებანი მისნი წყალობითა და მოწყალებითა შენითა და დაამკჳდრე იგი წმიდათა შენთა თანა, სადა-იგი არა არს ჭირი, მწუხარებაჲ, არა ურვაჲ, არცა სულთქმაჲ, არამედ - ცხორებაჲ იგი დაუსრულებელი.

გევედრები, უფალო, მომმადლე მე ძალი, რათა დაუცხრომელითა ლოცვითა, ვიდრე აღსასრულამდე ცხორებისა ჩემისა, ვითხოო შენ, მსაჯულისაგან ყოვლისა სოფლისა, შენდობაჲ შეცოდებათაჲ მონისა შენისათჳს (სახელი) და დამკჳდრებაჲ მისი სასუფეველსა შინა, რომელი-იგი განუმზადე მოყუარეთა შენთა. დაღაცათუ გცოდა მან, უფალო, არა განდგა შენგან, არამედ ვიდრე უკანასკნელად აღმოფშჳნვამდე შეუორგულებლად და მართლმადიდებლობით აღიარებდა მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, ვინაჲცა მოწყალე ექმენ მას და რწმენაჲ მისი შენდა მომართ, ვითარცა ღვაწლი დიდი, მიითუალე, რამეთუ არა არს კაცი, რომელი ცხოვნდეს და არა ცოდოს, რამეთუ შენ მხოლოჲ ხარ უცხოჲ ყოვლისაგან ცოდვისა და სიმართლე შენი სიმართლე არს საუკუნოჲ.

მრწამს, უფალო, და აღვიარებ, რამეთუ შეიწყნარებ ვედრებასა ჩემსა და არა მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და ვითარცა მოწყალე ექმენ ქვრივსა მას მოტირალსა და შვილი მისი დაფლვად განმზადებული, აღადგინე, ეგრეთვე მოწყალე იქმენ ჩემ ცოდვილსა ზედა და დააცხრე მწუხარებაჲ ჩემი, და ვითარცა შეიწირენ ლოცვანი და მოწყალებანი ქვრივისა მის და ლოცვითა წმიდისა ეკლესიისა შენისაჲსა განუხვენ კარნი მოწყალებისა შენისანი მიცვალებულსა მონასა შენსა თეოფილეს, და მიუტევენ მას ყოველნი შეცოდებანი მისნი, ესრეთ გევედრები: შეიწირე ლოცვაჲ ჩემი და ღირს-ჰყავ სული მონისა შენისა (სახელი) ცხორებასა მას დაუსრულებელსა, რამეთუ შენ ხარ სასოებაჲ ჩვენი, რომელი შეიწყალებ და აცხოვნებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და სულისა წმიდისა თანა. ამინ!


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო