იულიუსის კალენდრით:
16 მარ. 2024 წ.

პარასკევი
გრიგოლის კალენდრით:
29 მარ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ ამბროსი აღმსარებლის (ხელაია), პიმენ სალოსისა და ანტონი მესხის ხსენებას!



სარჩევი

ერისკაცის მიერ წასაკითხი სულის ამოსვლის კანონი

თუ სულთმობრძავთან ვერ ხერხდება მღვდელმსახურის მიყვანა, ერისკაცს (როგორც მამაკაცს, ასევე - ქალს) შეუძლია ამ ლოცვის წაკითხვა მისთვის:

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. ამინ!
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისათა და ყოველთა წმიდათათა, შეგჳწყალენ. ჩვენ. ამინ!
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

დასაწყისი ლოცვები

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის). დიდება... აწ და...
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ... (3-გზის)

ფსალმუნი 69

2. ღმერთო, შეწევნასა ჩემსა მოხედენ; უფალო, შეწევნად ჩემდა ისწრაფე.
3. ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ, რომელნი ეძიებენ სულსა ჩემსა; მართლუკუნ იქცენ და სირცხჳლეულ იქმნენ, რომელნი ზრახვიდეს ჩემთჳს ძჳრსა.
4. მიიქცენ მუნთქუესვე სირცხჳლეულნი, რომელნი მეტყოდეს მე: ვაშა, ვაშა!
5. გალობდენ და იხარებდენ შენდამი ყოველნი, რომელნი გეძიებენ შენ, უფალო; და თქუედ მარადის: დიდ არს ღმერთი, რომელთა უყუარს მაცხოვარებაჲ შენი.
6. ხოლო მე გლახაკ და დავრდომილ ვარი მე; ღმერთო, შემეწიე მე; შემწე და მჴსნელი ჩემი ხარი შენ; უფალო, ნუ ჰყოვნი.

ფსალმუნი 142

1. უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა;
2. და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი.
3. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოჲ.
4. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი.
5. მოვიჴსენე დღეთა პირველთაჲ და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ჴელთა შენთასა ვზრახევდ.
6. განვიპყრენ შენდამი ჴელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაჲ ურწყული შენდამი.
7. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა.
8. მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.
9. მიჴსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე.
10. მასწავე მე, რათა ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა.
11. სახელისა შენისათჳს, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი.
12. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაჲ შენი ვარ.

ფსალმუნი 50

3. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცე უშჯულოებაჲ ჩემი.
4. უფროჲს განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
5. რამეთუ უშჯულოებაჲ ჩემი მე უწყი, და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
6. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რათა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
7. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშუა მე დედამან ჩემმან.
8. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
9. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე.
10. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
11. გარემიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღჴოცენ.
12. გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
13. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
14. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე.
15. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
16. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა.
17. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
18. რამეთუ უკუეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა; არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
19. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს.
20. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
21. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გალობა ა

სძლისპირი: უკვლეველად ზღუაჲ წიაღვლო ისრაელმან, ვითარ ვრცელი ქუეყანაჲ და მდევარი ფარაო იხილა დანთქმული უფსკრულთაგან და ძლევისა გალობასა ღმერთსა უგალობდა.

მოვედით და შემოკერბით აწ ყოველნი, მყოფნი სოფელსა შინა, და ჰგოდებდით თქუენ სულსა ჩემსა უცხო-ქმნილსა ღმრთისაგან, რომელმან ვჰმონე მოსწრაფებით ეშმაკთა ბილწთა.

ცხორებისა ჩემისა ამის აწ ჟამნი განჰქარდეს, ვითარცა რა კვამლი და წარჰხდეს და ანგელოზნი ღმრთისამიერნი ეძიებენ სულსა ჩემსა უწყალოდ წარმყუანებელნი.
დიდება...

აჰა ესერა მოიწივნეს უკეთურთა ეშმაკთა სიმრავლენი, და უპყრიეს მათ ჩემთა ცოდვათა წერილნი და ჰჴმობენ ფრიად, და ეძიებენ ურცხჳნოდ გლახაკსა სულსა ჩემსა.
აწ და...

ვისსა მიმართ ღაღად-ვყო საწყალობელმან ანუ ვინმე ისმინოს ტირილით სულთქმაჲ ჩემი, არამედ შენ, წმიდამან ქალწულმან, სასომან ქრისტეანეთამან და ყოველთა ჩემებრ საწყალობელთამან.

გალობა გ

სძლისპირი: არავინ არს წმიდა შენებრ უფალო, ღმერთო ჩვენო, რომელმან აღამაღლე დღეს რქაჲ ქრისტეანეთაჲ. დამამტკიცენ ჩვენ ერთობით კლდესა ზედა სარწმუნოებისასა.

ჵ მეგობარნო ჩემნო საყუარელნო, რაჲსათჳს არა იგლოვთ აწ ჩემზედა, და რასა არა ჰგოდებთ? ესერა უცხო-ვიქმნები ღმრთისაგან და თქუენთანა ცხორებისაგან.

საყუარელნო ძმანო ჩემნო, იხილენით საქმენი ჩემნი, რომელთა ჰსწონენ სასწორითა ეშმაკნი და ევედრენით ღმერთსა, რათა მიჴსნას და მოწყალე მექმნას მე.
დიდება...

მოიჴსენეთ სიყუარული ჩემი, ჵ საყუარელნო ძმანო, და ევედრენით ქრისტესა, რათა შემიწყალოს მე, რომელი-ესე წარვალ საწყალობელად, სოფლისა ამის ტანჯვად.
აწ და...

მოჰყავ ჩემდა ყური შენი, ჵ დედაო ღმრთისაო, და ისმინე სულთქმაჲ ჩემი ჟამსა ამას ჭირისასა, აღმიპყარ ჴელი შენი და მიჴსენ შეძრწუნებული ესე მწარედ.

გალობა დ

სძლისპირი: ქრისტე ღმერთი ჩემი, უფალი ძალ ჩემდა, ჴმითა მაღლითა იტყჳს ეკლესიაჲ და ნებისაებრ ღმრთისა იხარებს სარწმუნოებით საღმრთოჲთა მით სიხარულითა.

ვაიმე ცოდვილსა ამას, ვაიმე უბადრუკსა და საწყალობელსა, რამეთუ ჴელთა განვმარტებ და ცრემლით ვხადი მეგობართა ჩემთა შეწევნად და ვერარას შემძლებელ არიან.

ზარტეხილ-ვიქმენ ფრიად სიკუდილისა ჟამსა, ვჰხედავ ანგელოზთა ნათლისათა, ვედრებით ვღაღადებ მცირედ ჟამს სოფელსა ცხორებად და არა ისმენენ ჩემსა.
დიდება...

ჰგოდებდით აწ ჩემთჳს და იგლოვდით სიმრავლე ანგელოზთა და კაცთა და ყოველნი ღმრთის მოყუარენი ერნი, რამეთუ უწყალოდ სული ჴორცთაგან განმეშორების.
აწ და...

აწ შემეწიე მე, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, სულსა უსასოქმნილსა და შენისა მოწყალებისა ხოლო მხედვარსა, რათა არა მსწრაფლ ბოროტთა ეშმაკთა წარმიტაცონ.

გალობა ე

სძლისპირი: ნათლითა შენითა საღმრთოჲთა, დიდებულო, სულნი, რომელთა აღიმსთუეს შენდამი სიხარულით, განანათლენ, რათა გიცნან შენ ღმერთი მხოლოჲ, განმათავისუფლებელი ცოდვათა მათთაგან.

ნათელი მოჰფინე ჩემ ზედა, რათა მცირედ ჟამ ვიხილო ბრწყინვალებაჲ, და ესე არღარა შევისმინო, რამეთუ სიმრავლემან ეშმაკთამან ჴელთ-იდვა, და ბოროტთა საქმეთა ჩემთა ბნელმან დამფარა მე.

სცხონდით და მშჳდობით იყვენით, საყუარელნო მეგობარნო, რად უწყალოდ გამოჩნდით ჩემ ზედა, რამეთუ მა-თუმცა-გეყოთ ჩემთჳს ღმრთისა მიმართ ერთობით, ჴსნილმცა ვიყავ ბნელისა მისგან.
დიდება...

დიდებულ იყავ მთავარო ანგელოზთაო მიქაელ, რამეთუ არღარა ვჰჴადოდე სახელსა შენსა შემწედ ჩემდა, რამეთუ დადუმნეს ბაგენი ჩემნი და თუალთა ჩემთა ნათელი თჳსი მოაკლდა.
აწ და...

შენცა, უხრწნელო დედუფალო, დედაო ქრისტეს ღმრთისა ჩვენისაო, იდიდებოდე გამოუთქმელად, ხოლო მე არღარა ძალმიძს ხილვად ხატი შენი, რამეთუ დამფარა ბნელმან, და დაშრტა ნათელი ჩემი.

გალობა ვ

სძლისპირი: სოფლისა ზღუაჲ აღძრულ არს ღელვითა ცოდვისათა, საშინელად დამნთქავს მე და მოვივლტი შენდა ნავთსაყუდელად და ესრეთ გიღაღადებ: დანთქმისაგან მიჴსენ მე, მრავალმოწყალე.

მოჰყავთ აწ ყური თქუენი, ძმანო ჩემნო, ჩემდამო და გულსმოდგინედ ისმინეთ საწყალობელი ჴმაჲ სიტყუათა ჩემთაჲ, და ევედრენით ღმერთსა, ჵ მე, საწყალობელისა მეგობრისათჳს.

აჰა აწ განიყოფჳს სალმობით ცხორებაჲ ჩემი და სული ჩემი გუამისაგან ჩემისა. ნუ დამფლავთ ქუეყანასა შინა, რათა არა ღირს-ვარ, არამედ განაგდეთ იგი გარე, რათა შესჭამონ იგი ძაღლთა.
დიდება...

რაჲსარგებელ არს ჩემდა, უკუეთუ სული ჩემი ჯოჯოხეთს იტანჯებოდეს და გუამი პატივით თქუენგან შეიმურვოდეს. აცადეთ იგი, რათა ძაღლთა და მფრინველთა განბძარონ უწყალოებით.
აწ და...

თქუენ თანაწარმავალნო, იხილნეთ რაჲ ჴორცნი ჩემნი ძაღლთა მიერ შეჭმულნი, ლმობიერ იქმნენით და ჴმა-ჰყავთ: დედუფალო, შემწე-ეყავნ სულსა გუამისა ამისსა წინაშე ძისა შენისა.

გალობა ზ

სძლისპირი: ყრმათა მათ წმიდათა, საჴუმილი შეაცურია ანგელოზმან მაცხოვრისამან და ქალდეველნი შეწუნა ბრძანებამან ღმრთისამან, მძლავრსა ასწავეს გალობაჲ და თქუეს: კურთხეულ ხარ შენ უფალო, ღმერთო მამათა ჩვენთაო.

აჰა ესერა ხილვით განაშორეს და განიყუანეს სული ჩემი გუამით და მიიყუანენ მსაჯულისა საშინელისა და შესაძრწუნებელისა, მოიჴსენეთ სიყუარული ჩემი და ჰგოდებდით ჩემთჳს.

შემიწყალეთ მე, ანგელოზნო წმიდანო ღმრთისა მაღლისანო, და მიჴსენით ჰაერის-მცველთაგან უწყალოთა, რომელი-ესე არა მაქვს კეთილი საქმე, რომელი შეედვა ერთ-კერძო სასწორსა საქმეთა ჩემთასა.
დიდება...

ოდეს წარმოსდგეთ წინაშე საყდარსა ქრისტესსა, ანგელოზნო, მოიდრიკენით მუჴლნი და მითხოვეთ მისგან შენდობაჲ, რათა მიჴსნეს ქუესკნელისაგან, და არა სრულიად დამივიწყოს ქმნილი ჴელთა მისთაჲ.
აწ და...

შეუვრდით, წმიდანო ანგელოზნო, დედასა ნათლისასა და ითხოვეთ, რათა ევედროს ლმობიერად ჩვენთჳს ძესა თჳსსა, მოწყალეყოფად ჩემ ზედა უსასოქმნილსა და კვალად შემიწყალოს მე ტკბილმან უფალმან.

გალობა ჱ

სძლისპირი: საჴუმილით სამთა ყრმათა ცუარსა აცურევდი და წყალთაგან დასწუენ ელიას საკუერთხნი, რამეთუ ნებაჲ შენი, ქრისტე, მსწრაფლ აღასრულეს, შენ გაკურთხევთ და აღგამაღლებთ უკუნისამდე.

მიგლოვდით მეკიდენი ქუეყანისანი და ჩემ ზედა აწ საწყალობელად ჰსცრემლოოდეთ, რამეთუ მოვიდა მაღლით სასტიკი განჩინებაჲ, რათა შემკრან ჴელით და ფერჴით და განმაგდონ ბნელსა.

უღონო ყოველთაგან, ვღაღადებ შენდამი საწუთოსა შინა მცველო ჩემო ანგელოზო, იხილე მწარე და საუკუნოჲ დასჯაჲ ჩემი და ნუ დასცხრები ოხად ჩემთჳს წინაშე უფლისა.
დიდება...

ვინაჲთგან ვიქმენ მე მიცემულ ეშმაკისა ჴელთა და უფსკრულად ჯოჯოხეთისა შთაგდებად, რამეთუ მე უწყი, ვითარმედ ყოველთა დამივიწყონ სრულიად, შენ მომიჴსენე, ჵ ანგელოზო ქრისტეს ღმრთისაო.
აწ და...

ჵ დედაო ღმრთისაო, რაჲსათჳს დამივიწყებ მე, რაჲსათჳს არა მოსდრიკე წყალობად ძე შენი, რომელმან დასთხია სისხლი უხრწნელი ჩვენთჳს? ვაიმე, ვითარმედ ცოდვილი ესე განვვარდი მისგან.

გალობა თ

სძლისპირი: ღმრთისა ხილვაჲ შეუძლებელ არს კაცთაგან, რომელსა გუნდნი ანგელოზთანი ვერ მიხედვენ, ქალწულო, გამოუჩნდა შენ მიერ კაცთა, სიტყუაჲ ჴორციელქმნილი, რომელსა ვაკურთხევთ უჴორცოთა თანა და შენ დღეს გალობით გადიდებთ.

არღარაოდეს ჴმა-ვჰყო მე ღმრთისა მიმართ ვედრებით, არცა ჯოჯოხეთს შინა მოვიჴსენო მე ღმერთი, გარნა ბნელსა შინა დაფლული მოველოდე აღდგომასა მკუდართასა, რათა განვისაჯო და ცეცხლსა მივეცე უკუნითი უკუნისამდე ტანჯვად.

ღმერთმან სრულიად დამივიწყოს და არღარა მომიჴსენონ - არცა სიმრავლემან ანგელოზთამან, არცა მწყობრმან წმიდათა მოციქულთა, მარტჳლთა და მართალთამან, არამედ მე მხოლომან მოვისთულო საქმეთა ჩემთა ნაყოფი მართალი.
დიდება...

მიგლოვდით მე და მგოდებდით, ქუესკნელი, ჯოჯოხეთი, უფსკრული, მატლი და ტარტაროზი ბოროტთა ყოველთა სატანჯველთა სასტიკებანი, რამეთუ მე მხოლოჲ ვარ შორის ქრისტეანეთა, მიცემული ტანჯვათა სასტიკთა უწყალოდ.
აწ და...

ღმრთისა დედაო, მოხედენ უფსკრულსა მას წყუდიადისასა და იხილენ სულნი მას შინა ტანჯულნი და ლმობიერად ევედრე ძესა შენსა, მოწყალეყოფად მათთჳს, რომელთათჳს დასთხია სისხლი თჳსი წმიდაჲ, რათა იჴსნნეს იგინი მტერისაგან.

ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღმრთისა ჩვენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.
დიდება... აწ და... უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათათა, შეგჳწყალენ ჩვენ. ამინ!


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო