იულიუსის კალენდრით:
26 სექ. 2024 წ.

ოთხშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
09 ოქტ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ მიცვალებას წმინდისა მოციქულისა და მახარებელისა იოანე ღმრთისმეტყველისა!
ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის ჩამოსვენებას საქართველოში ათონის ივერთა მონასტრიდან (1989 წ.)



სარჩევი

ქვრივი მამაკაცის ლოცვა

უფალო იესუ ქრისტე, ყოვლისმპყრობელო, სალმობიერითა და შემუსვრილითა გულითა გევედრები: განუსვენე სულსა მიცვალებულისა მჴევლისა შენისა (სახელი) სასუფეველსა შინა ზეცათასა.

მეუფეო ყოვლისმპყრობელო, შენ აკურთხე მეუღლეობაჲ მამაკაცისაჲ და დედაკაცისაჲ, რაჟამს სთქუ: „არა კეთილ არს ყოფად კაცისა ამის მარტოსა, უქმნეთ მაგას შემწე მსგავსი მაგისი“; შენ მიერ იკურთხა შეერთებაჲცა ესე ჩვენი მსგავსად სულიერისა შეერთებისა ქრისტესი და ეკლესიისა.

მრწამს, უფალო, და აღვიარებ, ვითარცა აკურთხე შენ მეუღლეობრივი შეერთებაჲ ჩემი და მჴევლისა შენისაჲ (სახელი), ეგრეთვე ყოვლადბრძნითა და სახიერებითა განგებულებითა შენითა ინებე განშორებაჲ ჩემი მჴევლისა მისგან, რომელი-იგი ნებითა შენითა შემწე და მეგზურ იყო ცხორებისა ჩემისა. მოვიდრეკ მუჴლთა ჩემთა წინაშე ნებისა შენისა მჴევლისა შენისათჳს და გულსმოდგინედ გევედრები: მიიღე ლოცვაჲ ესე ჩემი მჴევლისა შენისათჳს (სახელი) და მიუტევე მას რაჲცა რაჲ სცოდა სიტყჳთ, საქმით, გონებით, მეცნიერებით და უმეცრებით; უკუეთუ შეიყუარა მან ჴრწნადი ესე უმეტეს უჴრწნელისა, უკუეთუ უმეტეს ჰზრუნვიდა შუენიერებისათჳს შესამოსელისა ჴორცთა მისთა, ვიდრე განსპეტაკებისათჳს სამოსელისა სულისა; უკუეთუ არა იღუწიდა შვილთა თჳსთათჳს, ვითარცა ჯერ არს; უკუეთუ სიტყჳთ ანუ საქმით განარისხა ვინმე; უკუეთუ დრტჳნვიდა იგი მოყვასისა მიმართ მისისა, ანუ თუ განიკითხა ვინმე, ანუ თუ სხვა რაჲ-მე ბოროტი ქმნა, მიუტევე უფალო ყოველივე, ვითარცა სახიერ ხარ და კაცთმოყვარე; რამეთუ არა არს კაცი, რომელი ცხოვნდეს და არა ცოდოს. ნუ დასჯი მჴევალსა შენსა, რამეთუ შენივე დაბადებულ არს: ნუ მიაგებ მას, უფალო, ცოდვათა მისთაებრ, არამედ მოწყალე ექმენ და შეიწყალე იგი დიდითა წყალობითა შენითა.

გევედრები, უფალო, მომმადლე მე ძალი, რათა დაუცხრომელითა ლოცვითა, ვიდრე აღსასრულამდე ცხორებისა ჩემისა ვითხოო შენ, მსაჯულისაგან ყოვლისა სოფლისა, შენდობაჲ შეცოდებათა მჴევლისა შენისათჳს (სახელი) და ვითარცა-იგი „დაადგ თავსა მისსა გჳრგჳნი ქვისა მისგან პატიოსნისა“ და გჳრგჳნოსან-ჰყავ იგი საწუთოსა ამას ზედა, ესრეთ გჳრგჳნოსან-ჰყავ იგი სამარადისოჲთა დიდებითა შენითა სასუფეველსა შინა შენსა ზეცათასა, სადა-იგი არს ყოველთა მოხარულთა მკჳდრობაჲ და ჴმაჲ წმიდათა მედღესასწაულეთა და ზატიკობაჲ სამარადისოჲ, რათა ერთობით ადიდებდენ ყოვლადწმიდასა სახელსა შენსა მამით და სულით წმიდითურთ. ამინ!


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო