იულიუსის კალენდრით:
1 ოქტ. 2024 წ.

ორშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
14 ოქტ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ სვეტიცხოვლობას; საფარველს ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა და ხსენებას: მოციქულთასწორთა, მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასი. წმინდისა სიდონიასი და აბიათარ მღვდელისა. წმინდისა მელქისედეკ I-ისა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქისა!



სარჩევი

ლოცვა წმინდანთა მოწამე დათა, მინოდორა, მიტროდორა და ნიმფოდორას მიმართ

შეეწევა სნეულებს, გაჭირვებულებსა და ტანჯულებს;
დაიფარავს მშვიდობას, ააცილებს სისხლისმღვრელ ომებს, მათ შორის, რელიგიური ხასიათისა, ერთა შორის შუღლს;
შეეწევა ბედნიერი ოჯახის შექმნასა და განმტკიცებას.

მინოდორა, მიტროდორა და ნიმფოდორა

ჵ, წმინდანო მოწამენო მინოდორა, მიტროდორა და ნიმფოდორა. მარგარიტნო სარწმუნოებისა და სიწმინდისანო, საშინელთა სატანჯველთა ქრისტესთჳს დამთმენელნო, სიყმაწვილისა თქუენისა არადშემრაცხუელნო და სიმტკიცითა უწყალოთა მტანჯველთა განმაცვიფრებელნო. თქუენ, სიყუარულითა აღვსილთა დათა, მე მონაჲ ღმრთისა (სახელი) სიმდაბლითა შეგივრდებით: ევედრენით უფალსა ჩვენსა იესუ ქრისტესა ბრძოლასა შინა და ჟამსა მშვიდობისასა დაცვად მოყვასისა ჩემისა და ჩემ ცოდვილისაცა თჳსითა გამოუთქმელითა მადლითა. დახსნად ჩვენდა ეშმაკთაგან მყრალთა, სასტიკისა სიკუდილისაგან და უკურნებელისა ჭრილობისაგან, სეტყვისაგან, წყალდიდობისაგან, სენისაგან და სირცხვილეულ-მყოფელისა ტყვეობისაგან. ჵ, მრავალტანჯულნო ქალწულნო, ლოცვითა თქუენითა მოწყალემან უფალმან დაიფაროს მამანი და დედანი ჩვენნი, ცოლნი და შვილნი, ყოველნი მოყვასნი ჩემნი მწუხარებათა და ვაებათაგან. წარმოჰგზავნიდეს მათ ზედა სიმდაბლესა და მოთმინებასა, და სიყუარულსა მათსა ჩვენდამო განატფობდეს მარადის. მიჰმადლებდეს მათ სამარადისოსა, მხურვალესა ლოცვასა ჩვენისა წარმატებულისა დაბრუნებისათჳს სახლსა შინა. ღმერთო მართალო, გვიჴსენ ჩვენ უსჯულოებათა და შეცოდებათაგან, ნეფსითთა და უნებლიეთთა. შემეწიენ ჩვენ ღირსებით აღსრულებად ვალისა ჩვენისა - გარეშევზღუდვიდეთ მამულსა ჩვენსა ბოროტისაგან. მომეც ჩვენ ძალი მოგვაქვნდეს კაცთათჳს სიმართლე, მშვიდობა და სიყუარული. შენდა, უფალო, დამხსნელო და შემწყნარებელო, დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო