იულიუსის კალენდრით:
15 მარ. 2024 წ.

ხუთშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
28 მარ. 2024 წ.
მინი ვერსია



სარჩევი

ლოცვანი ორშაბათს მთავარანგელოზი მიქაელის მიმართ

ორშაბათს მთავარანგელოზ მიქაელისა

შემწე და მძლეველი ყოველთა ზედა ბრძოლასა მტერისასა და მფარველი ყოვლისაგან ჭირისა, მწუხარებისა და ბოროტებისაგან

წმიდაო მთავარანგელოზო უფლისაო მიქაელ! მსახურო საღმრთოჲსა მის ნათლისაო და თჳთ-მხილველო საიდუმლოჲსაო, რომელმან დათრგუნე ეშმაკთა სიბოროტჱ და ჴელმწიფებაჲ გაქვს განთავისუფლებად ჩვენდა ყოველთაგან ვნებათა და ვერაგობათა მტერისათა, აწ გარე წარაქციენ აღძრვანი წარმართთანი, რომელნი კადნიერად მოვლენან ჩვენ ზედა, დაარღვიე მწვალებელთა მანქანებანი და მტკიცედ დაცულ ჰყავ ეკლესიანი ქრისტესნი ძალითა ღმრთისათა.

ჵ, დიდო მთავარო ზეცისა მჴედრობათაო მიქაელ! მთავართა ბნელისათა წარმწყმედელო და ბოროტთა მძლეველო, აწ ამაო ჰყვენ საშინელნი მზაკუვარებანი მათნი, რომელნი უკეთურთა იღუწიან სავნებელად ჩვენდა, და შეუხებელად დაგვიცევ მტერთა წყობათა და ზედა მოსლვისაგან, რათა არა დასათრგუნველ ვიქმნეთ მარბიელთა უცხოთა ტომთა და ნათესავთაგან; ევედრე ქრისტესა მეუფესა ჩვენსა, მხოლოსა მრავალ-მოწყალესა, მოიხილოს ერსა თჳსსა ზედა, რომელსა არა გვაქვს სიტყჳსგებაჲ წინაშე მისსა, და ყოველთაგან თესლთა, ბრძოლად ჩვენდა შემოკრებულთა გჳჴსნნეს და დაგჳფარნეს ჩვენ ყოველთა ურვათაგან, სენთა და სალმობათაგან, ვნებათა წყლულებისაგან და ამაოჲსაგან სიკუდილისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო