იულიუსის კალენდრით:
14 ივლ. 2024 წ.

შაბათი
გრიგოლის კალენდრით:
27 ივლ. 2024 წ.
მინი ვერსია



სარჩევი

ლოცვა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისა ხატისადმი „მიჰხედე სიმდაბლესა“

მეოხია, სიბრმავის განკურნებისა.

მიჰხედე სიმდაბლესა

ტროპარი

ზღუდჱ უბრძოლველი ხატი შენი და წყაროჲ სასწაულთა, ვითარცა ძუელად, აღმოუცენებს აწცა მეოხებასა შენსა ერსა ჩვენსა. ყოველსაცა ჟამსა მიჴსნენ ჭირთა და მწუხარებათაგან ყოველთა და აცხოვნენ სულნი ჩვენნი ვითარცა სახიერმან დედამან.

ლოცვა

ჵ, ყოვლადწმიდაო დედუფალო ქალწულო, ღმრთისმშობელო, ქერუბიმთა უმაღლესო და სერაფიმთა უპატიოსნესო, ღმრთივრჩეულო ყრმაო, თუალითა მოწყალითა გარდამოიხილე ზეციურთა მაგათ სიმაღლითგან ჩვენ უღირსთა მონათა შენთა ზედა, რომელნი სალმობიერითა ცრემლითა გევედრებით წინაშე ყოვლადპატიოსნისა ხატისა შენისა. ნუ მომაკლებ მეოხებასა და ყოვლისამპყრობელსა საფარველსა შენსა მრავალჭირვეულსა და მრავალტვირთულსა ჟამსა ამას მიწიერისა მწირობისა ჩვენისასა. მაცხოვნენ ჩვენ მწუხარენი ესე, აღმადგინენ სიღრმეთაგან ცოდვათა, ვნებათაგან დაბრმობილნი გონებანი ჩვენნი განანათლენ და განკურნენ წყლულებანი სულთა და ჴორცთა ჩვენთანი! ჵ, ყოვლადმწყალობელო დედაო მეუფისა კაცთმოყუარისაო, აჩვენენ მდიდარნი წყალობანი შენნი ჩვენ ზედა, აღსრულებითა მცნებათა ქრისტესთა განამტკიცე უძლური ნებაჲ ჩვენი, მოამდოვრენ განბოროტებულნი გულნი ჩვენნი სიყუარულითა ღმრთისა და მოყვასისათა, მომმადლენ ჩვენ შემუსვრილებაჲ გულისა და სინანული ჭეშმარიტი, რათა განწმენდილნი ბილწთა ვნებათაგან, ღირს ვიქმნეთ მშვიდობითსა ქრისტეანობითსა აღსასრულსა და კეთილად სიტყჳს-გებასა წინაშე საშინელსა და თვალუხილავსა სამსჯავროსა ღმრთისა ჩვენისა იესუ ქრისტესსა, მის თანა დაუსაბამოჲსა მამისა და ყოვლადწმიდისა, სახიერისა და ცხოველსმყოფელისა სულისა, რომელსა შუენის ყოველი დიდება, პატივი და თაყუანისცემა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო