იულიუსის კალენდრით:
14 ივლ. 2024 წ.

შაბათი
გრიგოლის კალენდრით:
27 ივლ. 2024 წ.
მინი ვერსია



სარჩევი

ლოცვანი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის „მოალერსეს“ მიმართ

მეოხია, სნეულებათაგან აღდგენისა.

მოალერსე

ტროპარი, ჴმა 4

ღმრთისმშობელსა ლმობიერად შეუვრდეთ ცოდვითა მოწყლულნი ესე, სასწაულთმოქმედსა მოალერსესა ხატს მისსა ამბორს-უყოფდეთ და ცრემლით უგალობდეთ: დედუფალო, შეიწირენ უღირსთა მონათა შენთა ლოცვანი და მოგუანიჭე ჩვენ, მვედრებელთა შენთა, დიდი წყალობაჲ.

ლოცვა 1

ჵ, ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო! შეიწირენ უღირსნი ლოცვანი ჩვენ კაცისაგან ბოროტისა და მოულოდნელისაგან სიკუდილისა, მწუხარებისა წილ სიხარული მომანიჭე და მიჴსენ ჩვენ, დედუფალო ღმრთისმშობელო, ყოვლისაგან ბოროტისაგან და ღირს მყვენ ცოდვილნი ესე მონანი შენნი მარჯვენით დგომასა ჟამსა მეორედ მოსლვისასა ძისა შენისა ქრისტესა ღმრთისა ჩვენისა და ცათა სასუფეველისა მკვიდრად გამომაჩინენ და საუკუნოჲ ცხოვრებაჲ მომმადლენ, ყოველთა წმიდათა თანა, დაუსრულებელთა საუკუნეთა, ამინ!

ლოცვა 2

მიიღე ყოვლად-კეთილ-მოღვაწეო, ყოვლადწმიდაო დედუფალო, ესე პატიოსანი ძღუენი, შენ მხოლოსათჳს ჩვენ მიერ უღირსთა მონათა შენთაგან. ყოველთაგან ნათესავთა გამორჩეულო, ყოველთაგან არსთა ზეცისათა უმაღლესად გამოჩინებულო. ამისთჳსცა ხოლო შენ მიერ ძე ღმრთისა ვცანთ და ღირს ვიქმნენით წმიდასა ჴორცსა მისსა, და პატიოსანსა სისხლსა მისსა. ამისთჳსცა ნეტარ ხარ თესლითი თესლადმდე, ღმრთივ-სანატრელო, ქერუბიმთა უბრწყინვალესო, სერაფიმთა უპატიოსნესო მხოლოო. და აწ ყოვლად-საგალობელო ღმრთისმშობელო ქალწულო, ვედრებად ჩვენ უღირსთა მონათა შენთათჳს ნუ დასცხრები, რათა ვიხსსნეთ ჩვენ ყოვლისაგან ზრახჳსა ბოროტისა გარემოდგომილისა ვნებისა. დავიცვნეთ უჭირველად ყოვლისაგან შემჭამელისა საფრხისა ეშმაკისათა. არამედ ვიდრე აღსასრულამდე ვედრებითა შენითა დამიცვენ ჩვენ, რათა შენითა შუამდგომელობითა და შეწევნითა ცხოვნებულნი თაყუანის-ცემასა ყოველსა ზედა, ყოვლისათჳს, სამებისა წმიდისა და ყოველთა შემოქმედისა აღვავლენთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო