იულიუსის კალენდრით:
6 აპრ. 2024 წ.

პარასკევი
გრიგოლის კალენდრით:
19 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია



სარჩევი

ლოცვა სულიერი მოძღვრისათვის

უფალო, შეიწყალენ სულიერი მამა, მოძღვარი და მასწავლელი ჩემი (სახელი), იჴსენ იგი ყოვლისაგან ბოროტისა, განსწმიდე იგი ყოვლისაგან ბიწისა და მოჰმადლე მას ჴორციელი და სულიერი სიმრთელე და დაიფარე ლოცვითა წმიდათა ანგელოზთათა და ნუ დასჯი ცოდვათა ჩემთათჳს.

უფალო, განუჴსენ მას ყოველნი შეცოდებანი ჩემნი, მოანიჭე სიბრძნჱ, სიყუარული და აღამაღლე სულითა და ჴორცითა და მომმადლე ლოცვითა მისითა შენდობაჲ ცოდვათა ჩემთა და უხვად გარდამოავლინე მას ზედა მდიდარნი წყალობანი შენი, შეეწიე და მიეც მას ცხორებაჲ წრფელი და დაიცევ ხილულ და უხილავ მტერთაგან, დაიფარე ცილისწამებისაგან კაცთათა, მოჰმადლე სამწყსოსა მისსა სინანული, რათა დაიმკჳდრონ სასუფეველი ღმრთისა.

უფალო, მოიჴსენე სულიერი მამა და მასწავლელი ჩემი (სახელი), დაიცევ და დაიფარე მრავალჟამიერ, ამინ.

ჵ, ყოვლად სახიერო და სანატრელო იესუ ტკბილო, განსწმიდე მადლითა შენითა სულიერი მამა, მოძღვარი და მასწავლელი ჩემი (სახელი), განამართლე სიმართლითა შენითა და დაიცევ მრავალმოწყალებითა შენითა და ნუ გამოგვაკლებ საბრძანებელსა შენსა, რათა ერთობით დავიმკჳდროთ სასუფეველი ცათაჲ. მოგვმადლე სულიერთა შვილთა მისთა შენდობაჲ შეცოდებათა ჩვენთა, ვითარცა სახიერ ხარ და კაცთმოყუარე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

დედაო ღმრთისაო, არა დაგეფარვის შენ შრომაჲ და სალმობაჲ სულიერისა მამისა და მოძღვრისა ჩემისა (სახელი). შენ უწყი ყოველი საიდუმლოჲ ზრახვისა მისისაჲ. აღუპყარ ჴელი შეწევნისა შენისა და დაიცევ ბოროტისაგან კაცთასა და საფარველითა შენთა დაიცევ იგი ყოვლისაგან ტანჯვისა და იწროებისა, აკურთხე საქმენი მისნი და ლოცვითა მისითა მოგვმადლე მოთმინებაჲ, მორჩილებაჲ, მდუმარებაჲ, სასოებაჲ, თავმდაბლობაჲ, სიმტკიცჱ. აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო