იულიუსის კალენდრით:
8 მაი. 2024 წ.

სამშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
21 მაი. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ მოციქული იოანე ღმრთისმეტყველის ხსენებას!



სარჩევი

მშობელთა ლოცვითი სულთქმანი შვილთა თჳსთათჳს

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისათა, ისმინე უღირსისა მონისა შენისა (სახელი). უფალო, მოწყალისა ჴელმწიფებისა შენისა ქვეშე არიან შვილნი ჩემნი, მონანი შენნი (სახელები). შეიწყალენ და აცხოვნენ იგინი სახელისა შენისათჳს. შეუნდვენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი, ქმნულნი წინაშე შენსა. უფალო, წარუძეღ მცნებათა შენთა ჭეშმარიტსა გზასა ზედა და განანათლე გონებანი მათნი ნათლითა ქრისტესითა საცხოვნებელად სულისა და საკურნებალად ჴორცისა. აკურთხე იგინი სახლსა შინა, სასწავლებელსა, გზასა და ყოველსა ადგილსა მეუფებისა შენისასა. დაიცვენ იგინი საფარველსა ქვეშე შენსა წმიდასა, ფრინავისაგან ტყვიისა, ისრისა, მახვილისაგან, სამსალისა, ცეცხლისა, სიკვდილშემოსილისა წყლულებისაგან და მოულოდნელისა სიკვდილისა. გარეშემოზღუდე იგინი ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, ყოველთა განსაცდელთა, სიბოროტეთა და უბედურებათაგან. განკურნე იგინი ყოველთა სნეულებათაგან, განწმიდნე ყოველთაგან სიბილწეთა და ულხინე სულიერთა ვნებათა შინა. მიჰმადლე მათ მადლი სულისა შენისა წმიდისა ყოველთა დღეთა ცხოვრებისა მათისათა, სიმრთელე და უმანკოება ყოველსა შინა კეთილმსახურებასა და სიყვარულსა მშვიდობის თანა ახლობელთა და შორებელთა მიმართ. უფალო, განამრავლე და განამტკიცე გონებითნი ნიჭნი და ჴორციელნი ძალნი მათნი ბოძებულნი შენ მიერ, კურთხევა შენი ღმრთისმოშიშებითსა და უკეთუ სათნო შენდა არს, ოჯახებრივსა ცხოვრებასა და ურცხვენელსა შვილთსხმასა მათსა ზედა. მომეც მე უღირსსა და ცოდვილსა მონასა შენსა (სახელი) შვილთა ჩემთა და მონათა შენთა ზედა კურთხევა მშობლიური ამჟამინდელსა დილასა, დღესა და ღამესა შინა სახელისა შენისათჳს, რამეთუ საუკუნო, ყოვლისა შემძლებელ და ყოვლადძლიერ არს მეუფება შენი. ამინ!

ლოცვა შვილთა მფარველ ანგელოსთადმი

წმიდანო მფარველნო ანგელოზნო შვილთა ჩემთანო (სახელები) დაიფარენ ისინი საფარველითა თქუენითა ისართაგან ეშმაკისათა, თუალისაგან მაცდუნებელისა და დაიცევით გულთა შინა მათთა ანგელოსებრივი სიწმიდე. ამინ!

ლოცვა შვილთათჳს ღირსისა ამბროსი ოპტინელისა

უფალო, შენ მხოლომან ყოველივე უწყი, ყოველივე ძალ გიძს და გნებავს ყოველთა ცხოურებაჲ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსვლაჲ. განაბრძვნე შვილნი ჩემნი (სახელები) შემეცნებითა ჭეშმარიტებისა შენისა და წმიდისა ნებისა შენისა და განამტკიცენ იგინი სლვად მცნებათა შინა შენთა და მეცა ცოდვილი შემიწყალე და მაცხოვნე. ამინ!


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო