იულიუსის კალენდრით:
14 ივლ. 2024 წ.

შაბათი
გრიგოლის კალენდრით:
27 ივლ. 2024 წ.
მინი ვერსია



სარჩევი

ლოცვანი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის „მსწრაფლშემსმენელის“ მიმართ

მეოხია, მრავალთა უძლურებათა - სიბრმავის, კოჭლობის, სისუსტის ჟამს;
ასევე ტყვეობისა და გემის დაღუპვისას.

მსწრაფლშემსმენელი

ტროპარი, ჴმა 4

ღმრთისმშობელისა მომართ მოვილტვით ჭირსა შინა მყოფნი და შეუვრდებით წმიდასა ხატსა მისსა. სიღრმით სულისაჲთ მხმობელნი სარწმუნოებითა, ესრეთ: მსწრაფლ ისმინე ლოცვა ჩვენი, ქალწულო, რომელი მსწრაფლშემსმენელად იწოდები, რამეთუ მარადის მზა ხარ შენ მონათა შენთა შეწევნად.

ლოცვა

ჵ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, დედაო ღმრთისა მაღლისაო, მსწარფლშემსმენელო მეოხო ყოველთა შენდა მოლტოლვილთაო, ზეციურისა დიდებისა შენისაგან გარდამოიხილე ჩემ ზედა - უჴმარისა, რომელ ხატსა შენსა შევრდომილ ვარ, მსწრაფლ ისმინე მდაბალი ლოცვანი ცოდჳლისა ამისანი და შესწირენ ძესა შენსა. მას ევედრე, რათა განანათლოს დაბნელებული სული ჩემი მადლითა ღმრთაებისა მისისათა და განწმიდოს გონებაჲ ჩემი ზრახვათაგან ამაოთა. მოამდოვროს აღძრული გული ჩემი და განკურნნეს წყლულებანი მისნი და დანერგნეს მას შინა საქმენი კეთილნი და შიშითა მოზღუდოს ყოველნი ღვაწლნი ჩემნი, შემინდვეს ყოველნი ბოროტებანი ჩემ მიერ ქმნილნი, განმათავისუფლოს მე სატანჯველისაგან საუკუნოჲსა და ნუ მომაკლებს ზეციურსა სასუფეველსა თჳსსა, ჵ, უფროსადკურთხეულო ღმრთისმშობელო, მსწრაფლშემსმენელად სახელ-სდევ ხატსა შენსა და ყოველთა მოუწოდებ ხმობად შენდა სარწმუნოებითა: ნუ უგულებელს-მყოფ მწუხარესა ამას, რათა არა დავინთქა სიღრმესა შინა მწუხარებათა ჩემთა, რამეთუ შენ ხარ სასო ჩემი და მომნიჭებელ ცხოვნებისა და შენსა საფარველსა და მეოხებასა შევვედრებ თავსა ჩემსა საუკუნოდ. ამინ!


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო