იულიუსის კალენდრით:
14 ივლ. 2024 წ.

შაბათი
გრიგოლის კალენდრით:
27 ივლ. 2024 წ.
მინი ვერსია



სარჩევი

ლოცვანი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის „მურომის“ მიმართ

მეოხია, გონიერი სულის მიღებისა, კეთილმსახურებისა, გულმოწყალებისა, მოკრძალებისა, სიწმიდისა და სიმართლისა;
ქრისტეანთა ქვეყნებისა და ქალაქების დაცვისა.

მურომის ღმრთისმშობელი

ტროპარი, ჴმა 4

ბრწყინვალედ დღესასწაულობს ერი ჩვენი დღეს, რამეთუ მსგავსად ნათლისა მზისა მივიქუამთ ხატსა შენსა, დედუფალო და ერთობით მისდა მოლტოლვილნი და მლოცველნი ვხმობთ შენდამი: ჵ, ყოვლადსაკვირველო დედუფალო ღმრთისმშობელო, ევედრე შენგან განჴორციელებულსა ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა, რათა იხსნეს ერი ჩვენი და ყოველნი ქუეყანანი ქრისტეანეთანი უვნებელად დაიცვნეს ყოვლისაგან ზედამოსვლისა და იხსნნეს სულნი ჩვენნი, ვითარცა მოწყალე არს.

ლოცვა

ჵ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, დედაო უფლისა ყოველთა უმაღლესთა ძალთაო, დედუფალო ცისა და ქუეყანისა, ქალაქისა და მამულისა ჩვენისა მეოხო მხურვალეო! შეისმინე ლოცვაჲ ესე ჩვენი და ითხოვე ღმრთისა - ძისა შენისაგან მოშურნეობაჲ და მღვიძარებაჲ სულთათჳს მწყემსთა ჩვენთასა, სიბრძნჱ და ძლიერებაჲ - მთავრობათათჳს, სიმართლე და სიწრფელე გულთა - მსაჯულთათჳს, გონიერებაჲ და სიგლახაკე სულთა - წინამძღუართათჳს, სიყუარული და ურთიერთშორის თანხმობაჲ მეუღლეთათჳს, მორჩილებაჲ - ყმაწვილთათჳს, მოთმინებაჲ - ჩაგრულთათჳს, შიში ღმრთისაჲ - მჩაგვრელთათჳს, მხიარულებაჲ - მწუხარეთათჳს, ზომიერებაჲ - მხიარულთათჳს. გონიერებისა და კეთილმსახურებისა სული დაჰნერგე ჩვენ ყოველთა შორის. მომანიჭე სული მოწყალებისა და მოკრძალებისა, სული სიწმიდისა და სიმართლისა. ჵ, დედუფალო ყოვლადწმიდაო მოწყალე იქმენ უძლურებათა ერისა შენისა ზედა: განბნეულნი შეკრიბენ, ჭეშმარიტებისა გზასა შეცთომილნი განამტკიცენ, მოწყლულნი განკურნენ, მოხუცებულნი აღადგინენ, ყრმანი აღზარდენ, ჭაბუკნი განაბრძვენ და გარდამოიხილე მოწყალითა თუალითა შენითა ყოველთა ზედა, შემიწყალენ ჩვენ ამიერ და იმიერ ქუეყანასა წინაშე სამშჯავროსა ძისა შენისასა, რამეთუ შენ ხარ დედუფალო ჩვენო, დიდებულება ზეცისა და სასოება ქუეყანისა, რამეთუ შენ ხარ მეოხი ჩვენდა ყოველთა სარწმუნოებით მოლტოლვილთა წინაშე შენსა და შენდა მომართ აღვავლენთ ლოცვათა ჩვენთა, და ვითარცა უძლეველსა შუამდგომელსა თავსა თჳსსა და ურთიერთსა და ყოველსა ცხორებასა ჩვენსა შეგავედრებთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო