იულიუსის კალენდრით:
14 ივლ. 2024 წ.

შაბათი
გრიგოლის კალენდრით:
27 ივლ. 2024 წ.
მინი ვერსია



სარჩევი

ლოცვა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისა ხატისადმი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“

მეოხია, ჩაგრულთა, ბეჩავთა, წამებულთა;
ევედრებიან, ხელების სისუსტისას, ყელის სნეულებით ტანჯულნი და ტუბერკულოზით დაავადებულნი.

ყოველთა მწუხარეთა სიხარული

ტროპარი, ჴმა 8

ყოვლადწმიდასა ქალწულსა ღმრთისმშობელსა მარადის აღმომდინარესა წყაროსა გულმოწყალებისასა მიველტვით კაცნი ყოველნი, მღვდელნი და მონაზონნი, დედანი და მამანი, პირმშონი, სნეულნი და კურნებულნი, სინანულითა მგალობელნი და ლმობიერად მხმობელნი: დედუფალო, შეწევნაჲ შენი ცოდვილთა მონათა ამათ შენთა ზედა გარდამომივლინენ, ვითარცა სახიერი დიდებაჲ შენი, მარადის ისწრაფე შეწყალებად ჩვენდა, ითხოვე განწმედაჲ სულთა და ჴორცთა ჩვენთა, ცხორებისა წყაროჲსა ჩვენისა - ღმრთისაგან, რომელიცა შევ, მხოლოო კურთხეულო!

ლოცვა

უსასოთა სასოო, უძლურთა ძალო, ნავთსაყუდელო აღძვრასა შინა ჭირვეულთაო, მეოხო ჩაგრულთაო, პურო მანანაჲსაო, მწყურვალთა დამარწყლულებელო, ნექტარო წყურიელთათჳს ზეციურისა განსვენებისაო, დედაო უფროსადსკურთხეულისა ღმრთისაო, მხოლოჲსა შენდა მოვილტვით ყოვლითა სულითა, მოვუდრეკთ მუხლთა ჩვენთა საფარველსა შენსა, დედუფალო. ნუ უგულებელსჰყოფ ცრემლთა და გოდებათა ჩვენთა, მგლოვარეთა ნუგეშინისმცემელო! დაღაცათუ შიშითა აღმავსებს მე უღირსებაჲ ესე ჩემი და უბადრუკებაჲ ცოდვათა ამათ ჩემთა, არამედ მარწმუნებს მე აღმადგინებელი ხატი ესე, რომელსა ზედა არს ძალი და მადლი შენი. ვითარცა ზღუაჲ დაულევნელი, ვხედევდ ვითარმედ, ბრმანი ხედვენ, მკელობელნი ვლენან, მწირთა დაიფარავ საფარველითა შენითა, შესვენებულთა დედაო და ყოველთათჳს ვედრებათა უხვებათა აღმასრულებელო. მათისა შეწყნარებისა სახისა მხილველი, შენდა შევრდომილ ვარ მე, დაბრმობილი ესე თუალითა სულიერითა და მკელობელი სულისა საგრძნობელითა. აღიღე ყოველი მწუხარებაჲ ჩემი, აღიღე ყოველი ჭირი ჩემი; ნუ უგულებელსჰყოფ ვედრებასა ჩემსა, ჵ, კეთილისამომღებელო! ნუ მომიძაგებ მე ცოდვილსა, ნუ უგულებელსმყოფ მე შემწკივლებულსა. ვუწყი, ვითარმედ ყოველივე ძალგიძს, რაჲცა გენებოს, ჵ, სახიერო სასოო ჩემო ძუძუჲთგან დედისა ჩემისათა, შენდა შევრდომილ ვარ წიაღითგან დედისა ჩემისა, შენდამი დატევებულ ვარ, ნუსადა დამიტევებ მე, ნუმცა გარემიიქცევი ჩემგან, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

ლოცვა 2

დედუფალო ჩემო სახიერო, საოო ჩემო ღმრთისმშობელო, ობოლთა მოყუარეო და ყარიბთა შუამდგომელო, მწუხარეთა სიხარულო და ჩაგრულთა მფარველო! ხედევდ ჭირსა ჩემსა, ხედევდ მწუხარებასა ჩემსა. შემეწიე მე, ვითარცა უძლურსა, გამომზარდე მე, ვითარცა ყარიბი, შეურაცხებაჲ ჩემი აღიღე და დაჴსენ იგი, ვითარცა გენებოს; რამეთუ არა მივის სხვაჲ შემწე, თჳნიერ შენსა, არა მივის სხვაჲ შუმადგომელ და არცა სახიერი ნუგეშინისმცემელი, მხოლოო შენ, ჵ ღმრთისმშობელო, რამეთუ შენ მიცავ მე და მიფარავ მე უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

ლოცვა 3

ჵ, ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, ყოველთა ქერუბიმთა უპატიოსნესო და სერაფიმთა უზეშთაესო, ღმრთივრჩეულო ყრმაო, მომძიებელო წარწყმედულთაო და მწუხარეთა ყოველთა სიხარულო, მომმადლე ჩვენცა ნუგეშინისცემაჲ შენი დანთქმულთა და მწუხარებასა შინა მყოფთა ამათ, რამეთუ არა არს ჩვენდა მფარველ და შემწე თჳნიერ შენსა, შენ მხოლო ხარ სიხარულისა ჩვენისა მიზეზი და ვითარცა დედა ღმრთისა და დედა გულმოწყალებისა წარდგომილ ხარ წინაშე საყდრისა ყოვლადწმიდისა სამებისა. ძალ-გიც შეწევნაჲ ჩვენი, არსადა სირცხვილეულ იქმნეს ყოველი, რომელი შენდა მოლტოლვილ არს. ისმინე აწცა დღესა ჭირისა და მწუხარებისა ჩვენისასა, რომელნი შევრდომილ ვართ ხატსა შენსა და ცრემლითა გევედრებით: განმაშორენ ყოველნი ტანჯვანი და ვნებანი მოწევნულნი ჩვენ ზედა ცხორებასა ამას შინა, ნუ მომაკლებ ყოვლადძლიერსა მეოხებასა და საუკუნოსა დაუსრულებელსა სიხარულსა სასუფეველსა მას ძისა შენისა და ღმრთისა ჩვენისასა, ამინ!

ლოცვა 4

ჵ, ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, უფროსადკურთხეულო დედაო ქრისტეს ღმრთისა, მაცხოვრისა ჩვენისაო, ყოველთა მწუხარეთა სიხარულო, სნეულთა მომხილველო, უძლურთა საფარველო და მეოხო, ქვრივთა და ობოლთა დამფარველო, მწუხარეთა დედათა უფროსად აღმატებულო ნუგეშინისმცემელო, ყრმათა უძლურთა სიმტკიცეო, და ყოველთა შეუწევნელთა შეწევნად მარადის განმზადებულო და მტკიცეო ნავთსაყუდელო. შენდა, ჵ ყოვლადმოწყალეო, მოცემულ არს მადლი მაღლისა მიერ, რათა ექმნა შუამდგომელად ყოველთა და ხსნად მათდა მწუხარებათაგან და სნეულებათა. რამეთუ მწუხარებანი და სნეულებანი სასტიკნი დაითმინე შენ, რაჟამს ხედევდი ნებსით ვნებასა საყუარელისა ძისა შენისასა და ჯუარსა ზედა იხილე იგი, რაჟამს მახვილი წინაუწყებისაებრ სიმეონისა განვიდოდა გულსა შენსა. ამისთჳსცა უმეტესად შეისმინე ვედრებაჲ ჩვენი, დედაო შვილთმოყუარეო, ნუგეშინისგვეც ჩვენ მწუხარებათა ჩვენთა შინა, ვითარცა ჭეშმარიტისა სიხარულისა მომატყვებელმან, რომელი წარდგომილ ხარ წინაშე საყდრისა ყოვლადწმიდისა სამებისა, მარჯვენით ძისა შენისა და ქრისტეს ღმრთისა ჩვენისა. ძალგიძს უკეთუმცა გენებოს, ვედრებად მისდა, რათა მოგუანიჭოს სარგებელი ყოველი; ამისთჳსცა სარწმუნოებითა გულისათა და სიყუარულითა სულთა ჩვენთასა შევრდომილ ვართ შენდა, ვითარცა დედუფლისა და ფსალმუნთა გალობასა ვიკადრებთ: ისმინე, ასულო და იხილე და მოყავ ყური შენი, შეისმინე ვედრებაჲ ჩვენი და გარემოდგომილთა მწუხარებათა ჭირთაგან გვიჴსენ ჩვენ: რამეთუ შენ ხარ ყოველთა მართალთა განმართლებაჲ, ვითარცა მწუხარეთა სიხარულითა აღმავსებელმან და სულთა მათთათჳს მშვიდობისა და ნუგეშინისცემისა მომატყვილებელმან, რომელიც ხედევდ მწუხარებათა და ჭირთა ჩვენთა, გვიჩვენე მოწყალებაჲ შენი, გარდამოუვლინე ნუგეშინისცემაჲ ნაღვლითა მოწყლულთა გულთა ჩვენთა. გვიჩვენენ და განგვაკვირვენ ჩვენ ცოდვილნი სიმდიდრითა მოწყალებისა შენსითა. მოგვეც ჩვენ ცრემლი სინანულისა განსაწმედელად ცოდვათა ჩვენთა და დამაცხრობელად ღმრთისა რისხვისა, რათა წმიდითა გულითა და სინდისითა კეთილითა და შეუორგულებელითა სასოჲთა მოველტვოდეთ შუამდგომელობასა და მეოხებასა შენსა. მიიძღუანე, ყოვლადმოწყალეო დედუფალო ჩვენო, გულსმოდგინებითი ვედრებაჲ ჩვენი შენდა შეწირული და ნუ განგუაშორებ ჩვენ უღირსთა ამათ გულმოწყალებასა შენსა, არამედ მოგუმადლე ჩვენ განთავისუფლებაჲ მწუხარებათაგან და სნეულებათაგან ჩვენთა და ყოვლისა საშჯელისაგან მტერისა და ცილისწამებისაგან კაცთასა დამიცევ მე, მეყავნ მე შემწედ განუშორებელად ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა რათა დედობრივსა საფარველსა შენსა ქუეშე მარადის ვეგნეთ სიმრთელით, დაცულნი შენითა შუამდგომელობითა და ვედრებითა წინაშე ძისა და მაცხოვნებელისა ღმრთისა ჩვენისა, რომელსა შუენის ყოველი დიდება, პატივი და თაყუანისცემა, დაუსაბამოჲთ მამით და სულით წმიდითურთ, აწ დამარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

ხატი მოსკოვის ფერისცვალების ტაძარში იმყოფება, მასზედ არის წარწერა: „შიშველთა სამოსელი, სნეულთა მკურნალი“. ამ ხატმა XVII ს-ში რუსეთის პატრიარქის და - ეფემია განკურნა, რომელიც გაურკვეველი სნეულებით იტანჯებოდა.


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო