იულიუსის კალენდრით:
14 ივლ. 2024 წ.

შაბათი
გრიგოლის კალენდრით:
27 ივლ. 2024 წ.
მინი ვერსია



სარჩევი

ლოცვანი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის ნოვგოროდის „ზეციური ნიშანის“ მიმართ

მეოხია, უბედურებათაგან და მძარცველთაგან ხსნისა.

ნოვგოროდის „ზეციური ნიშანი“

ტროპარი

ვითარცა უბრძოლველისა ზღუდისა და სასწაულთა წყაროჲსა მიმართ მოვილტვით შენდა მონანი შენნი, ღმრთისმშობელო ყოვლადწმიდაო, მაოტებელო წინააღმდგომთა მხედრობისაო და გევედრებით შენ: მშვიდობაჲ ერსა ჩვენსა მოჰმადლე და სულთა ჩვენთა დიდი წყალობაჲ.

ლოცვა

ჵ, ყოვლადწმიდაო და უფროსადკურთხეულო, დედაო უფლისა ტკბილისა ჩვენისა იესუ ქრისტესო, შეგივრდებით და თაყვანის-გცემთ შენ წინაშე წმიდისა სასწაულთმოქმედისა ხატისა შენისა, მომჴსენებელნი საკვირველთა ნიშთა მეოხებისა შენისათა, რომელ მოიღე მის მიერ ქუეყანასა ჩვენსა ზედა ჟამსა მას მიერ შინა ბრძოლისასა, სიმდაბლით გევედრებით შენ, ყოვლადძლიერსა მეოხსა ერისა ჩვენისასა, ვითარცა ძუელად განაძლიერენ მამანი ჩვენი შეწევნითა შენითა, ეგრეთვე აწცა ღირს მყვენ ცოდვილნი და უძლურნი ესე დედობრივსა საფარველსა შენსა. მაცხოვნენ და დამიცვენ ჩვენ, დედუფალო, სამოსლითა მით ერი ესე შენი და ყოველი ქრისტესმოყუარჱ მხედრობაჲ მისი, განამტკიცენ ყოველნი მართლმადიდებელნი მხარენი და ყოველნი სარწმუნოებითა, სიყუარულითა და ცრემლით მვედრებელნი მეოხებისა შენისანი. ჵ, დედუფალო ყოვლადმოწყალეო, ლმობიერ იქმენ მრავალთაგან ცოდვათა ვნებულთა ამათ ზედა, განპყარ ღმრთის-მტვირთველი ჴელი შენი და მეოხ იყავ წინაშე სახიერებისა მისისა. ითხოვე მისგან მოტევებაჲ ცოდვათა ჩვენთაჲ, ღმრთივსათნოჲ და მშვიდობითი ცხორებაჲ, კეთილნი ქრისტეანობითნი აღსასრულნი და სიტყჳს-გებაჲ წინაშე საშინელსა სამსჯავროსა მისსა: რათა ჩვენ ცხოვნებულნი შენითა მისდა მიმართ ვედრებითა მკვიდრ ვიქმნეთ სამოთხისა ნეტარებასა და ყოველთა წმიდათა თანა უგალობდეთ ყოვლადწმიდასა და ყოვლადბრწყინვალესა სახელსა თაყუანისსაცემელისა სამებისასა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

როდესაც ანდრეი ბოგოლუბსკიმ ნოვგოროდის დაპყრობა განიზრახა, მთავარეპისკოპოსი იოანე სამი დღე-ღამე ლოცულობდა ამ ხატის წიანშე, შემდეგ გარეთ, ქალაქის გალავანზე გამოაბრძანა იგი. ბრძოლის დროს ისარი ხატს მოხვდა და ღმრთისმშობლის თვალთაგან ცრემლი გადმოვიდა. ნოვგოროდი მტრის შემოსევას გადაურჩა.


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო